თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2017, 19:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2735,
კომენტარები: 13
Sky Sports-ის შეფასება
მოურინიოს ტაქტიკა ნილ კასტისმა და ჯეიმი დაკერმა შეაფასეს
Sky Sports-ის შეფასება
მოურინიოს ტაქტიკა Sky Sports-ის ჟურნალისტებმა, ნილ კასტისმა და ჯეიმი დაკერმა შეაფასეს, იყო თუ არა სწორი ტაქტიკა შერჩეული "წითელი ეშმაკების" თავკაცის მიერ, პრემიერ ლიგის მერვე ტურში, სადაც "ენფილდზე" "ლივერპულმა" "იუნაიტედს" უმასპინძლა და ანგარიშით 0-0 დასრულდა, ამ კითხვაზე პასუხს ვრცლად ჩვენს სტატიაში იხილავთ.

ნილ კასტისი: "ვთვლი, რომ ჟოზემ დასახულ მიზანს მიაღწია. მე არ მახსენდება დრო, როდესაც ნებისმიერ გუნდს არ აქვს მნიშვნელობა, "ენფილდზე" ადვილი გასეირნება ჰქონოდეს. არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა "ლივერპული" როგორ ფორმაში იმყოფება, ისინი "ენფილდზე" შესანიშნავად ასპარეზობენ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც მოურინიოს ანტიფეხბურთში ადანაშაულებენ, მისმა გუნდმა ბოლო 7 მატჩში ოთხჯერ შეძლო 4 გოლის გატანა, ეს არ შეიძლება ანტიფეხბურთი იყოს.

ამ დერბიში იყო მხოლოდ და მხოლოდ 2 სახიფათო მომენტი, ერთი "ლივერპულის" შესრულებით, ერთიც "იუნაიტედის", ანგარიში რომ 0-0 დამთვრდა ამაში დამნაშავე მხოლოდ მოურინიოა, ჟოზემ კლოპი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაერისკა და შეტევაზე წამოსულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა არ გარისკა. კლოპი ცდილობდა, რომ მისი თითოეული ცვლილება და სტრატეგიული გადაწყობა პოზიტიური ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ პოზიციური ცვლილებები, მან არ გარისკა და მოიმოქმედა შემდეგი რამ, ერთი ნახევარმცველი გამოაკლო თამაშს და თავდამსხმელი შეუშვა მოედანზე, აქედან გამომდინარე დასკვნა ესეთია, რომ კლოპს ეშინოდა მოურინიოსი, თუმცა იგივეს თქმა პირიქითაც შეიძლება.

როცა თქვენ "იუნაიტედის" დაცვაზე საუბრობთ, ამ შეხვედრაში რომ ეს იყო კარგად ჩაყენებული ავტობუსი, მე ამას ესე შევაფასებდი, რომ მათ შესანიშნავი დაცვა ჰყავთ, ისინი კარგად მოქმედებდნენ, ეს შეხვედრა მათთვის მეშვიდე მშრალად შენახული კარია. თავად განსაჯეთ, ამ შეხვედრაში ისინი უბრალოდ კომფორტულად იცავდნენ თავს.
მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც მათი გეგმა ვერ განხორციელდა წასულიყვნენ წინ და მეტი აქტიურობა შეტევაში ეჩვენებინათ, ეს ჩემი აზრით ლუკაკუს ბრალი იყო, რადგან ის ვერ ახერხებდა მასზე გაკეთებული გადაცემების შემაგრებას და ლოგიკური გაგრძელების პოვნას. გასაგებია, რომ ის მთელი თამაშის მანძილზე ლივერპულის მცველების სამიზნე იყო, მაგრამ საჭირო იყო ბურთის კარგად დამუშავება, დაჭერა და მისი გადაგზავნა შედარებით თავისუფალი ზონისკენ, სადაც მისი თანაგუნდელი იმყოფებოდა, ლუკაკუმ ამ თამაშში არადამაკმაყოფილებლად ითამაშა, ხოლო რაც შეეხება მხითარიანს ის საერთოდ არ ჩანდა, რათქმაუნდა ეს არ შეიძლება დავაბრალოთ მოურინიოს.

უკანასკნელი 6 შეხვედრა, რომელიც ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჩაატარა "ენფილდზე", 4-ში მან დამარცხება იწვნია და მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო, რა მოხდა მოურინიოს შემთხვევაში, მოხდა ის რაც მე ვთქვი, მან შეძლო "ენფილდის" ტრიბუნების წინ "ლივერპულის" შეჩერება.

ადვილია გააკრიტიკო და დაადანაშაულო მოურინიო. მაგრამ გადავავლოთ თვალი კლოპის შედეგებს, მას კარგი შემადგენლობა ჰყავს მიუხედავად ამისა, მან რვა მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო. ჩემი აზრით სწორედ მსგავსი შედეგები არის საფეხბურთო იმიჯის გამანადგუებელი, შეხედეთ სატურნირო ცხრილს სად არის "ლივერპული" და სად იმყოფება "იუნაიტედი", აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ მოურინიომ ამ შეხვედრაში ყველაფერი სწორად და კარგად გააკეთა".


ჯეიმს დაკერი: "ბოლო რამოდენიმე თვეა, ჩვენ ყველა თვალყურს ვადევნებთ "იუნაიტედის" გამოკვეთილ მომედებებს შეტევით ხაზში, ისინი კარგად გამოიყურებიან, მაგრამ რაც შეეხება მათ გამოსვლას" ენფილდზე", ის იმ ფონზე რასაც ისინი ბოლო თვეებია თამაშობენ, იყო სრული საშინელება. ისინი საერთოდ არც კი ცილობდნენ შეეტიათ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისინი ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ რისკები, ფრთხილად ემოქმედათ და საკუთარი ძალების დემონსტრირება დაცვით სტილში მოახდინეს. რაც შეეხება იმ გამოუყენებელ მომენტს "იუნაიტედის" მხრიდან, ვფიქრობ, გოლის შემთხვევაში "ენფილდზე" ყველაფერი რდიკალურად შეიცვლებოდა.

ძალიან ადვილად შეგვიძლია ვიპოვოთ გუნდები, რომლებიც ცუდად გამოიყურებიან დაცვაში, თუნდაც "ლივერპულის" და "არსენალის" დაცვა, რომლებიც ძირითადად დაცვითი სტილის თამაშებს გვთავაზობენ. როგორ იცავს თავს მოურინიო? ის შესანიშნავად მოქმედებს, ვფიქრობ, რომ მას მეტი შანსი აქვს ტიტულის მოსაპოვებლად.

თქვენ შეგიძლიათ ჟოზე მოუინიოს დაარქვათ ფეხბურთის მტერი, მაგრამ დააკვირდით იმას რომ ჟოზემ 17 წლის განმავლობაში, 25 თასი მოიგო. ვფიქრობ, ხანდახან ძალიან ადვილად შეგვიძლია ადამიანის მიღწევებზე ხაზის გადასმა და ქვების დაშენა. თუ მოურინიოს ვაკრიტიკებთ, რატომ არ უნდა გავაკრიტიკოთ კლოპი, მან ორი მატჩის ჯამში 8 ჯერ დაარტყა "იუნაიტედის' კარის მიმართულებით და ვერც ერთხელ შეძლო გოლის გატანა".


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
18 ოქტომბერი 2017 11:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Sasiamovno siaxleebi;)) roxo 2 kvirashi dabrundebao :)) shou ukve dabrunda rezervebshic itamasha:)) pogba ukve sprintebs darbis da shemdeg shevxvedrashi egec gveyoleba da ase:))
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2017 12:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორი შეფასებაა ნამდვილად
0
№13
ავტორი: Shota Blues
20 ოქტომბერი 2017 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: vincent
100% ვეთანხმები. არვიცი საერთოდ ავტობუსი ჩააყენაო რატომ იძახდნენ,ავტობუსი კიარა რელურად დაცვამ ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე,თუ დაკვირდით რამდენჯერმე მოხდა საყრდენი ზონის ჩაწევა ბოლო ხაზთან,ისიც ჩაწოდებულ ბურთზე და ორჯერ მახსოვს ვალენსია იდგა როგორც სუფთა მარჯვენა მცველი დანარჩენი იყო ტიპიური ზონების გადაკეტვა,რომ თავისუფლად ბურთი არ ეგორებინათ. ეს კიდევ საერთოდ არაა ავტობუსი (ავტობუსი იყო,ჩელსის რომ ათამაშებდა ხოლმე ჯოზე)
ჩემი აზრით ჟოზემ მოუგო ეს თამაში კლოპს,ისეთ პოზიციაში ათამაშა რომ ვერ ბედავდა ბოლომდე შეტევას.სუფთა ტაქტიკურად რომ შევხედოთ ამ თამაშს,ძალიან ძლიერი მასტერკლასი აჩვენა მოურინიომ მაყურებელს,შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს იმაში რომ,სანახაობა არიყო და ვერ ისიამოვნა თამაშის მსვლელობისას,მაგრამ მე ძალიან ნასიამოვნები დავრჩი,თუგინდ იმით რომ ტაქტიკურად ძალიან ძლიერ მანჩესტერს ვუყურებდი და ამ ტაქტიკით,ლივერპული ძაან შეშინებული იყო(თუმცა იუნაიტედს არ ეშინდათქო ვერვიტყვი).რამდენად საჭირო ქულა მოვიპოვეთ,მაგაზე უკვე აღარ დავწერ.

მართალი ხარ, სრლულიად გეთანხმები !
დარწმუნებით ვიცოდი ბევრი უსაბუთო კრიტიკა და ერთფეროვანი კომენტარი მოჰყვებოდა ენფლიდზე თამაშს. ამიტო დაველოდე სკაისპორტის შეფასებას, რომ უკეთესი განმარტებები ექნებოდათ და დავეთანხმებოდი. არ არის საჭირო საქვეყნოდ იმის ძახილი რო მსოფფიოში საუკეთესო ვართ!(იუნაიტედისადმი ჩემი მონოგამიურობაა მთავარი, სულ ფეხებზე მკიდია სხვები როგორ აფასებენ: ავად თუ კარგად) ზედმეტი ხარჯვაა ემოციებისა. ჩვენი ესეთი შემართება გუნდს რო მოსაგებად განაწყობდეს ოთახს ღრიალით გავხეთქავდი ისე როგორც გოლის დროს ვიქცევი-ხოლმე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top