თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2013, 22:59
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2054,
კომენტარები: 13
რუნი: "ლონდონში სულ სხვა თამაში გველის."
უეინ რუნი მიიჩნევს, რომ შაბათს გასამართი მატჩი დაძაბული იქნება, რადგან ლონდონელები საკუთარ სტადიონზე კარგ თამაშს უჩვენებენ და მათ წარმატების მოპოვების სურვილს სატურნირო ცხრილის მდგომარეობაც უმძაფრებს.
რუნი:
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ფულჰემთან“ გამართული შეხვედრა უპრობლემო გამარჯვებით დაასრულა, თუმცა უეინ რუნი მიიჩნევს, რომ შაბათს გასამართი მატჩი უკანასკნელისგან სრულიად განსხვავებული იქნება, რადგან ლონდონელები საკუთარ სტადიონზე შესანიშნავად თამაშობენ. უეინი თვლის, რომ მოწინააღმდეგეს წარმატების მოპოვების სურვილს სატურნირო ცხრილის მდგომარეობაც უმძაფრებს.
„სახლში, „ფულჰემი“ სულ სხვა გუნდია. მათ მოედანზე თამაში ყოველთვის რთულია. მათ პატარა მაგრამ მჭიდრო სტადიონი აქვთ, ეს უხდებათ კიდეც.
ამ გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებთაც ბურთის გათამაშება კარგად ეხერხებათ. ვფიქრობ, ლონდონში სრულიად სხვა თამაში გველის „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო გამართული მატჩისგან განსხვავებით.
ისინი ცხრილის მეორე ნაწილში არიან, ამიტომ აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ და სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. მათ დასამარცხებლად, ჩვენ საკუთარი თავის შესაძლებლობებში დარწმუნება დაგვჭირდება.“
- განაცხადა უეინმა manutd.com-თან საუბრისას.
„საუთჰემპტონთან“ მატჩში სტუმრების მე-3 წუთზე გატანილ ბურთს რუნიმ პირველივე ტაიმში დუბლი მიაყოლა და „იუნაიტედს“ მოაგებინა. ეს უკვე მისი რიგით მეხუთე დუბლია წლევანდელ სეზონში. თუმცა, უეინი გოლების რაოდენობას ყურადღებას არ აქცევს და ყურადღებას მხოლოდ კლუბის გამარჯვებებზე ამახვილებს.
“კარგია, რომ გავიტანე და გუნდს მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა და არა ჩემი გოლების რაოდენობა. ყოველთვის ვამბობდი, არ მაინტერესებს რამდენს გავიტან, მთავარი კლუბის წარმატებაა.“ - დაასრულა რუნიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
1 თებერვალი 2013 23:00
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ჯუბო კიდევ კაი არ დავწერე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: love united
1 თებერვალი 2013 23:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მართალია რუნი!..
0
№3
ავტორი: Beckham 7
1 თებერვალი 2013 23:09
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
რათქმაუნდა, იქ უფრო იბრძოლებენ.

“კარგია, რომ გავიტანე და გუნდს მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა და არა ჩემი გოლების რაოდენობა. ყოველთვის ვამბობდი, არ მაინტერესებს რამდენს გავიტან, მთავარი კლუბის წარმატებაა.“

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: always ReD
1 თებერვალი 2013 23:10
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
რთული იქნება რთულიი
0
№5
ავტორი: gigapersie
1 თებერვალი 2013 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
ყოველთვის ვამბობდი, არ მაინტერესებს რამდენს გავიტან, მთავარი კლუბის წარმატებაა.“ გენაცვალე რუნიიი love
0
№6
ავტორი: GeorgeBest
1 თებერვალი 2013 23:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
“კარგია, რომ გავიტანე და გუნდს მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა და არა ჩემი გოლების რაოდენობა. ყოველთვის ვამბობდი, არ მაინტერესებს რამდენს გავიტან, მთავარი კლუბის წარმატებაა.“ - დაასრულა რუნიმ.


ყველაზე ძმაა love
0
№7
ავტორი: Vodafone
2 თებერვალი 2013 00:02
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაია შედის ფორმაში
0
№8
ავტორი: don_vini
2 თებერვალი 2013 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
წელს ფულემი არც სხლში არაა ის გუნდი როგორიც წინა წლებში იყო ხოლმე.დაცვა არ მომწონს წელს მე ფულემის.და მგონაი რომ იოლი 3 ქულა უნდა ავიღოთ.მგონია რომ ბევრი გოლი გავაა. smile რუნი შედის ფორმაში .ის ნამდვილი ლიდერია მითუმეტეს როცა ფორამშია მაგას რა ჯობია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№9
ავტორი: BERDI
2 თებერვალი 2013 01:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ვნახოთ როგორი შეხვედრა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: Shako Jones
2 თებერვალი 2013 01:52
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ლეგენდაა ეს კაცი !!! love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top