თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2013, 22:59
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2216,
კომენტარები: 13
რუნი: "ლონდონში სულ სხვა თამაში გველის."
უეინ რუნი მიიჩნევს, რომ შაბათს გასამართი მატჩი დაძაბული იქნება, რადგან ლონდონელები საკუთარ სტადიონზე კარგ თამაშს უჩვენებენ და მათ წარმატების მოპოვების სურვილს სატურნირო ცხრილის მდგომარეობაც უმძაფრებს.
რუნი:
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ფულჰემთან“ გამართული შეხვედრა უპრობლემო გამარჯვებით დაასრულა, თუმცა უეინ რუნი მიიჩნევს, რომ შაბათს გასამართი მატჩი უკანასკნელისგან სრულიად განსხვავებული იქნება, რადგან ლონდონელები საკუთარ სტადიონზე შესანიშნავად თამაშობენ. უეინი თვლის, რომ მოწინააღმდეგეს წარმატების მოპოვების სურვილს სატურნირო ცხრილის მდგომარეობაც უმძაფრებს.
„სახლში, „ფულჰემი“ სულ სხვა გუნდია. მათ მოედანზე თამაში ყოველთვის რთულია. მათ პატარა მაგრამ მჭიდრო სტადიონი აქვთ, ეს უხდებათ კიდეც.
ამ გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებთაც ბურთის გათამაშება კარგად ეხერხებათ. ვფიქრობ, ლონდონში სრულიად სხვა თამაში გველის „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო გამართული მატჩისგან განსხვავებით.
ისინი ცხრილის მეორე ნაწილში არიან, ამიტომ აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ და სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. მათ დასამარცხებლად, ჩვენ საკუთარი თავის შესაძლებლობებში დარწმუნება დაგვჭირდება.“
- განაცხადა უეინმა manutd.com-თან საუბრისას.
„საუთჰემპტონთან“ მატჩში სტუმრების მე-3 წუთზე გატანილ ბურთს რუნიმ პირველივე ტაიმში დუბლი მიაყოლა და „იუნაიტედს“ მოაგებინა. ეს უკვე მისი რიგით მეხუთე დუბლია წლევანდელ სეზონში. თუმცა, უეინი გოლების რაოდენობას ყურადღებას არ აქცევს და ყურადღებას მხოლოდ კლუბის გამარჯვებებზე ამახვილებს.
“კარგია, რომ გავიტანე და გუნდს მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა და არა ჩემი გოლების რაოდენობა. ყოველთვის ვამბობდი, არ მაინტერესებს რამდენს გავიტან, მთავარი კლუბის წარმატებაა.“ - დაასრულა რუნიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
2 თებერვალი 2013 09:49
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ოფიციალურად ბერბატოვი არ იქნება megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: GENIUS
2 თებერვალი 2013 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
რუნი კაპიტანი უნდა იყოოოოოს! რაც არ უნდა ვან პერსები და ფალკაოები მოვიდნენ გუნდში რუნის ვერავინ ვერ შეცვლის რუნი სხვა ტიპია!
0
№13
ავტორი: captain
2 თებერვალი 2013 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ერთი დუბლი კიდევ მიასვას დღესაც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top