თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2017, 16:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2628,
კომენტარები: 13
ნევილის ვერდიქტი "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე
გარი ნევილის მოსაზრება გუშინდელ დერბიზე.
ნევილის ვერდიქტი
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად Sky Sport-ის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, გარი ნევილი თავის მოსაზრებას გამოთქვამს გუშინდელ დერბიზე, რომელიც პრემიერ ლიგის ეგიდით გაიმართა ენფილდზე, "ლივერპულსა" და "იუნაიტედს" შორის და ანგარიშით 0-0 დასრულდა.

"ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში "იუნაიტედის" ფეხბურთლები, უბრალოდ უმოქმედოდ იყვნენ შარშანდელი თამაშისგან განსხვავებით, ისინი უფრო აკვირდებოდნენ და განსაზღვრავდნენ მეტოქე გუნდის თამაშს, ხოლო რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, ანალოგიური იყო როგორც გასულ წელს, უნდა ვაღიაროთ რომ "ლივერპული" იყო ერთადერთი გუნდი ამ შეხვედრაში, რომელიც ზეწოლას ახდენდა და შეტევებს ცდილობდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, არც მეორე ტაიმი ყოფილა "იუნაიტედისთვის" კარგი, უკვე გამოიკვეთა ის აზრი და ეს ცალსახა იყო, რომ წითელი ეშმაკები ქულისთვის თამაშობდნენ, უფრო მეტ სწორხაზოვან შეტევებს ველოდი, მეტ კონტრშეტევებს, ლუკაკუს, მხითარიანის, მარსიალისა და რეშფორდის მხრიდან. მოველოდი რო ისინი საკუთარ ძალებს დემონსტრირებას გაუწევდნენ და უფრო შედეგიანები იქნებოდნენ ამ შეხვედრაში, ვიდრე სახეზე მივიღეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე იტყვოს, რომ მოურინიომ საკუთარ ნახევარზე უბრალოდ ავტობუსი ჩააყენა და მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებული გუნდი გამოიყვანა სათამაშოდ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმში "ლივერპულის შეტევები არ იყო ძლიერი, მათ სასურველი შედეგის მისაღწევად მეტი შეტევები ჭირდებოდათ, კლოპს შეეძლო კოუტინიოსთან ერთად, უფრო გაეაქტიურებინა შეტევაში ვეინალდუმი, ემრე ჩანი და ჰენდერსონი, რათა უფრო მეტი მომენტები შეექმნათ ამ ნახევარმცველებს.

"ლივერპულს" წაგების ეშინოდა, ისინი ცდილობდნენ მეტ თავდასხმას და პოზიტიური ფეხბურთის ჩვენებას, მაგრამ უნა აღინიშნოს რომ დაცვაშიც ძალიან ფრთხილობდნენ, არ იყვნენ შეტევაში თამამები, რადგან თითქოს ეშინოდათ "იუნაიტედის" კონტრშეტევების აქედან გამომდინარე შებოჭილად მოქმედებდნენ.

"ლივერპულმა" ალბათ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა, მაგრამ მათ ძალიან აკლდათ გამბედაობა, მათ მოქმედებებზე ეს შესამჩნევი იყო, დიახ მათ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა ცადეს, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა, მათ თვითრწმენა აკლდათ".

ნევილმა ასევე ისაუბრა დე ხეას თამაშზე, რომელიც გუშინ "ლივერპულის" ფეხბურთელებისთვის გადაულახავ დაბრკოლებად იქცა.

"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ბოლო რამოდენიმი წლის განმავლობაში კამათობენ, თუ ვინ არის საუკეთესო მეკარე მსოფლიოში, ამ დროს დე ხეა უფრო იზრდება, ყალიბდება, სასურველ შედეგებს აღწევს, მას უკვე თამამად შეუძლია იბრძოლოს მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სახელის მოსაპოვებლად, ამჟამად მის თამაშებში აღარ არის ის სისუსტეები, რაც თუნდაც მაშინ იყო როდესაც ის ინგლისში პირველად ჩამოვიდა, მას იმ დროს ჯერ კიდევ აკლდა ფიზიკური მომზადება, მეტი შრომა იყო საჭირო, რომ ყველა დაბრკოლება გადაელახა, როგორც ვხედავთ მან ეს შესანიშნავად მოახერხა და შედეგები სახეზეა, ის კარგი მეკარე ჩამოყალიბდა, ამბიციურია და შესწევს ძალა გახდეს საუკეთესო.

"ლივერპულთან" გაკეთებული სეივები, ასევე რამოდენიმე კვირის წინ "სტოკთან" გაკეთებული სეივები, ეს უბრალოდ მსოფლიო დონის მეკარეს შეუძლია გაკეთოს, სადაც მან უმაღლესი დონის შეხვედრები ჩაატარა, ჩემპონატს ვერ მოიგებ კარგი მეკარის გარეშე, სწორედ რომ დე ხეა კარგი მეკარეა, უდავოა რომ ის "იუნაიტედს" ტიტულების მოპოვებაში დაეხმარება, ის შესანიშნავია".
- ციტირებს Sky Sports

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
15 ოქტომბერი 2017 16:16
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ვეთანხმები ამ კაცს, კარგად აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრებები, ლივერპული მართლაც რომ ვერ იყო თამამი შეტევებში, თითქოს ეშინოდა რომ იუნაიტედი კონტრშეტევაზე დაიჭერდა და ამ თამაშს საერთოდაც წააგებდნენ, რადგან წარმოიდგინეთ როგორ დაკეთავდა მოურინიო თამაშშ თუნდაც 1 გოლი კონტრშეტევით რომ გაეტანა, კაი კცი ხარ ნევილ.სწორად მსჯელობ.
0
№2
ავტორი: ikeoni
15 ოქტომბერი 2017 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
ცვეტში იბაზრა გარიმ და დეხეაზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია მსოფლიოში საუკეთესოა love
0
№3
ავტორი: giorgi_mg
15 ოქტომბერი 2017 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მეტ კრიტიკას ველოდი გარისგან ჩვენი მისამართით
0
№4
ავტორი: Svanchester
15 ოქტომბერი 2017 17:31
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: giorgi_mg
მეტ კრიტიკას ველოდი გარისგან ჩვენი მისამართით

მეტი კრიტიკა იმიტომ არ გამოუშვა რომ მიხვდა აქ ფეხბურთელების ბრალი არაფერი იყოპ, ეს მოუმ ათამაშა გუნდი ფრეზე
0
№5
ავტორი: bziki
15 ოქტომბერი 2017 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
10 იანი არის მოსაყვანი სასწრაფოდ
მხითარიანი,მატა,+ოთხ-ხუთ კაცს შეუძლია კიდევ მარა მაინც პრობლემურია როგორც მარცხენა ფლანგი.
მატა,ლინგარდი,ბლინდი,დარმიანი გასაყიდია 70-80 მილიონის ბაზარია და მოიყვანონ 10 იანი
მხითარიანი დაჯდება სკამზე თან ფლანგზეც შეუძლია ექნება დრო
აი მარცხენა მცველი პრობლემაა შოუ,როხო ორივე ცოდოა ეკუთვნით შანსი სადაც ჯონსი ვათრიეთ ამდენი ხანი შოუც ათრიონ იქნებ მოყოჩაღდეს.
ტოტენჰემი არ გაუშვებს თორე ალი ან ერიქსენი ორივე დაგვხატავდა,150 მილიონზე მეტს დაადებს ალის:)ერიქსენი შეილება 70-80 მილიონათ,იოზილიც შეილება მაგ ფასად არაფერი იკარგება,გორეცკაც შეილება და მოეშვას მაგ ტიპიურ 10 იანს გორეცკა-პოგბა შეუტევს საკაიფოდ
0
№6
ავტორი: giorgi_mg
15 ოქტომბერი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Svanski
ციტატა: giorgi_mg
მეტ კრიტიკას ველოდი გარისგან ჩვენი მისამართით

მეტი კრიტიკა იმიტომ არ გამოუშვა რომ მიხვდა აქ ფეხბურთელების ბრალი არაფერი იყოპ, ეს მოუმ ათამაშა გუნდი ფრეზე

ხო ეგ გასაგებია მარა მოუს კრიტიკასაც ვგულისხმობ, მე მოუსი გამკვირვებია, უკეთესი შეტევა, უკეთესი დაცვა და თავად მოუც უკეთესი ტაქტიკოსია, როგორ არ ითამაშა მოსაგებად ვერ ვიგებ
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
15 ოქტომბერი 2017 19:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ამ კაცის მიკვირს რა.ექსპერტია და ამხელა გამოცდილება აქ და ეს თვალებდაფსებული ვერ ხედავდა ცენტრი რო არ გვყავდა და ვინც იყო სულს რო ვეღარ ითქვამდნენ 60 წუთის მერე?რა რესურსით უნდა შეეტია მე ვერ ვხვდები.ამ შემადგენლობით ცენტრს ვგულისხმობ ჰალს და ასეთებს შეუტევ მარა ლივერპულის მსგავსი მოძრავი ნახევარდაცვის საპირისპიროდ ნაღდად ვერ ითამაშებ.მესმის ლივერპულთან ჩვენი დამოკიდებულების და პრინციპულობა როგორი ქონდა ამ დერბის მაგრამ საბანის და ფეხის გაშლის თემაა რა.ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია ეხსომება ბაბუს დროს ნათამაშები ასეთი უაზრო და უღიმღამო თამაშები. ეს ემახსოვრება მათ ვინც ყველა თამაშებს უყურებდა და არა ფინალებს მარტო.მახსოვს ბაბუს დროს ცალი ფეხით მოსაგებად გავსულვართ და ქულა კი არა წაგვიგია საერთოდ და ვერც ფეხბურთი გვიჩვენებია. მე იმას არ ვამბობ რომ რახან მაშინაც იყო ესეთები ახლაც ასე უნდა იყოსთქო მაგრამ ყველა თამაშს აქვს წინაპირობა იგივე მოცემულობა.ამ შემთხვევაში იყო ის რომ ბურთის დამჭერი ცენტრში ყველა დამტვრეული გყავდა.ხოდა ასეთ სიტუაციაში ჭირდა დაცვა შეტევის დაკავშირება ზუსტად ნახევარდაცვის გამო.მხითარიანი მაშინ თამაშობს კარგად როცა წინაა და არა უკან,ხოლო წინ მაშინაა როცა პოგბაა უკან და ბურთს ათრევს კიდეც და პასსაც აკეთებს.გუშინ კი მატიჩიც და ერერაც მხოლოდ ართმევაზე და ჩაშლაზე თამაშობდნენ და ზემოთ ვერ აგვქონდა ბურთი მხითოც იძულებული იყო უკან ჩამოსულიყო.ერთადერთი მომენტი როცა ბურთი გავათამაშეთ ეგ მარსო ლუკაკუს მომენტი იყო და მაშინ შეიქმნა მომენტიც.აი ამას ვამბობ ამწევი ბურთის არ გვყავდა და სულ უკნიდან გრძელი გადაგდებული პასები მიდიოდა, რომელიც ვერ აღწევდა წინ.დაჟე იანგიც კი იძულებული იყო ცენტრსიკენ დახმარებოდა და უკან.მოკლედ ახლა შემადგენლობას რო შეხედავდი მაშინვე მიხვდებოდი რა თამაშიც იქნებოდა და იყო კიდეც.მე კმაყოფილი არ ვარ ამ თამაშით მაგრამ ეს ის იყო რაც შეიძლებოდა გამომცხვარიყო ამ ყველაფრიდან.სხვაგან დავწერე და აქაც გავიომეორებ: დეტალებია მთავარი.
3
№8
ავტორი: Svanchester
15 ოქტომბერი 2017 20:08
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: Svanski
ციტატა: giorgi_mg
მეტ კრიტიკას ველოდი გარისგან ჩვენი მისამართით

მეტი კრიტიკა იმიტომ არ გამოუშვა რომ მიხვდა აქ ფეხბურთელების ბრალი არაფერი იყოპ, ეს მოუმ ათამაშა გუნდი ფრეზე

ხო ეგ გასაგებია მარა მოუს კრიტიკასაც ვგულისხმობ, მე მოუსი გამკვირვებია, უკეთესი შეტევა, უკეთესი დაცვა და თავად მოუც უკეთესი ტაქტიკოსია, როგორ არ ითამაშა მოსაგებად ვერ ვიგებ

ალბათ უფრო ცენტრის არყოფნამ იმოქმედა ფელაინი არ იყო პოგბა არ იყო მთავარი ძალა და ამჯობინა ქულა წამოეღო. მაგრამ ისევე როგორც ბევრი მეც უკმაყოფილო ვარ მხოლოდ იმიტომ რომ ლივერპულია უნდა მოეგო მაგრამ გულშემატკივრებისთვის არც ითამაშა სატურნირო ცხრილზე ითამაშა, პრინციპული თამაში როა ეს ნაკლებად აღელვებს მოუს.
0
№9
ავტორი: giorgi_mg
15 ოქტომბერი 2017 20:35

მეც ეგ ვიფიქრე რომ ცენტრი რომ არ იყო, მაგრამ ორი კაცის იმედზე თუა რავიცი... ეგ ცივსისხლიანობა რომ აქვს მოუს ძალიან კარგია, მაგრამ მოგებაზე რომ ეთამაშა მგონია რომ მოიგებდა, არ ამომდის ეს აზრი თავიდან
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
15 ოქტომბერი 2017 20:57

რისკი დიდი იყო წაგებისოც და წარმოიდგინე პირველი შეხვედრა ტოპ6ის გუნდთან და წაგება ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედებდა და ესეც აირიდა.მე ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაშინდა ვერც იმაში რო აწი წავაგებთ კიდეც მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა აბა წაუგებელი არცერთი გუნდი არაა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top