თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2017, 16:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2629,
კომენტარები: 13
ნევილის ვერდიქტი "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე
გარი ნევილის მოსაზრება გუშინდელ დერბიზე.
ნევილის ვერდიქტი
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად Sky Sport-ის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, გარი ნევილი თავის მოსაზრებას გამოთქვამს გუშინდელ დერბიზე, რომელიც პრემიერ ლიგის ეგიდით გაიმართა ენფილდზე, "ლივერპულსა" და "იუნაიტედს" შორის და ანგარიშით 0-0 დასრულდა.

"ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში "იუნაიტედის" ფეხბურთლები, უბრალოდ უმოქმედოდ იყვნენ შარშანდელი თამაშისგან განსხვავებით, ისინი უფრო აკვირდებოდნენ და განსაზღვრავდნენ მეტოქე გუნდის თამაშს, ხოლო რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, ანალოგიური იყო როგორც გასულ წელს, უნდა ვაღიაროთ რომ "ლივერპული" იყო ერთადერთი გუნდი ამ შეხვედრაში, რომელიც ზეწოლას ახდენდა და შეტევებს ცდილობდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, არც მეორე ტაიმი ყოფილა "იუნაიტედისთვის" კარგი, უკვე გამოიკვეთა ის აზრი და ეს ცალსახა იყო, რომ წითელი ეშმაკები ქულისთვის თამაშობდნენ, უფრო მეტ სწორხაზოვან შეტევებს ველოდი, მეტ კონტრშეტევებს, ლუკაკუს, მხითარიანის, მარსიალისა და რეშფორდის მხრიდან. მოველოდი რო ისინი საკუთარ ძალებს დემონსტრირებას გაუწევდნენ და უფრო შედეგიანები იქნებოდნენ ამ შეხვედრაში, ვიდრე სახეზე მივიღეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე იტყვოს, რომ მოურინიომ საკუთარ ნახევარზე უბრალოდ ავტობუსი ჩააყენა და მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებული გუნდი გამოიყვანა სათამაშოდ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმში "ლივერპულის შეტევები არ იყო ძლიერი, მათ სასურველი შედეგის მისაღწევად მეტი შეტევები ჭირდებოდათ, კლოპს შეეძლო კოუტინიოსთან ერთად, უფრო გაეაქტიურებინა შეტევაში ვეინალდუმი, ემრე ჩანი და ჰენდერსონი, რათა უფრო მეტი მომენტები შეექმნათ ამ ნახევარმცველებს.

"ლივერპულს" წაგების ეშინოდა, ისინი ცდილობდნენ მეტ თავდასხმას და პოზიტიური ფეხბურთის ჩვენებას, მაგრამ უნა აღინიშნოს რომ დაცვაშიც ძალიან ფრთხილობდნენ, არ იყვნენ შეტევაში თამამები, რადგან თითქოს ეშინოდათ "იუნაიტედის" კონტრშეტევების აქედან გამომდინარე შებოჭილად მოქმედებდნენ.

"ლივერპულმა" ალბათ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა, მაგრამ მათ ძალიან აკლდათ გამბედაობა, მათ მოქმედებებზე ეს შესამჩნევი იყო, დიახ მათ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა ცადეს, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა, მათ თვითრწმენა აკლდათ".


ნევილმა ასევე ისაუბრა დე ხეას თამაშზე, რომელიც გუშინ "ლივერპულის" ფეხბურთელებისთვის გადაულახავ დაბრკოლებად იქცა.

"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ბოლო რამოდენიმი წლის განმავლობაში კამათობენ, თუ ვინ არის საუკეთესო მეკარე მსოფლიოში, ამ დროს დე ხეა უფრო იზრდება, ყალიბდება, სასურველ შედეგებს აღწევს, მას უკვე თამამად შეუძლია იბრძოლოს მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სახელის მოსაპოვებლად, ამჟამად მის თამაშებში აღარ არის ის სისუსტეები, რაც თუნდაც მაშინ იყო როდესაც ის ინგლისში პირველად ჩამოვიდა, მას იმ დროს ჯერ კიდევ აკლდა ფიზიკური მომზადება, მეტი შრომა იყო საჭირო, რომ ყველა დაბრკოლება გადაელახა, როგორც ვხედავთ მან ეს შესანიშნავად მოახერხა და შედეგები სახეზეა, ის კარგი მეკარე ჩამოყალიბდა, ამბიციურია და შესწევს ძალა გახდეს საუკეთესო.

"ლივერპულთან" გაკეთებული სეივები, ასევე რამოდენიმე კვირის წინ "სტოკთან" გაკეთებული სეივები, ეს უბრალოდ მსოფლიო დონის მეკარეს შეუძლია გაკეთოს, სადაც მან უმაღლესი დონის შეხვედრები ჩაატარა, ჩემპონატს ვერ მოიგებ კარგი მეკარის გარეშე, სწორედ რომ დე ხეა კარგი მეკარეა, უდავოა რომ ის "იუნაიტედს" ტიტულების მოპოვებაში დაეხმარება, ის შესანიშნავია".
- ციტირებს Sky Sports


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
15 ოქტომბერი 2017 21:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფაქტია საშინელი თამაში იყო და ვისურვებდი რაც შეიძლება ცოტა იყოს ასეთი თამაში მანჩესტერის მხრიდან
0
№12
ავტორი: stepno
16 ოქტომბერი 2017 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან კარგად ილაპარაკა და სწორად იმსჯელა ნევილმა :)) ფაქტია მოუ ქულაზე უფრო იყო ორიენტირებული ვიდრე 3 ქულაზეე ამიტომაც გამოვიდა ესეთი თამაში თანაც ამას დაუმატოთ ლივერპულის სიფრთხილეც რათქმაუნდა გოლის არ გაშვების :)) ნევილს დავეთანხმები რათქმაუნდა და მეც მოველოდი მარსიალი, მხითო, ლუკაკუ,რაშისგან უფრო მეტ აქტიურობას და თავიანთი ნიჭის დემოსტრირებას მაგრამ არ ინება მოუმ ესე ჩანდაა არც კი მოინდომეს თითქოს ბიჩებმა რომ კონტრშეტევებზე გადასულიყვნენ ძირითადად მთელი თამაში მანჩესტერი გოლის არ გაშვებაზე ფიქრობდა :)) ფერგის დროსაც გვინახავს ესეთი თამაშები ასე, რომ საგანგაშო აქ არაფერია ჟოზე უდიდესი მწვრთნელია და ამას ამტკიცებს კიდეც ყველგან და ეს ერთი ქულა საბოლოო ჯამში შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. ოლდტრაფორზე საერთოდ სხვა თამაშს შესთავაზებს მანჩესტერი ლივერპულს და დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით მეტ მომენტებს შევქმნით ვიდრე ლივერპულმა შექმნა და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ სასარგებლოთ დამთავრდება თამაში.
0
№13
ავტორი: WeAreUnited
17 ოქტომბერი 2017 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ლუკაკუს უნდა გაეტანა რა იმ მომენტს ვერ ვიაზრებ ტოპ კლასის ფორვარდმა უნდა გაიტანოს ეგეთ ტამაშში აუცილებლად მოგებული გვქონდა რომ გაეტანა მაგრამ არაუშავს ძალიან ახალგაზრდაა და დიდი ზეწოლაა ყოველთვის ამ თამაშზე ცალხაზოვანი 0-0ზე გამოვიდა ჯოზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top