თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2017, 07:46
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2383,
კომენტარები: 14
ირვინ სკოლარი: "ფერგიუსონმა პირობა დაარღვია"
ფერგიუსონი და "ტოტენჰემი" შეთანხმებულები იყვნენ.
ირვინ სკოლარი:
"ტოტენჰემის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ირვინ სკოლარმა განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მას
ლონდონური კლუბის გაწვრთნას დაპირდა.

1984 წელს "ტოტენჰემი" უეფასა და ინგლისის ორი თასის გამარჯვებული გახდა. მიუხედავად ამისა, კეიტ ბარკინშოუ კლუბის წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

ბარკინშოუს შემცვლელად ალექს ფერგიუსონი მოიაზრებოდა, რომელიც იმ დროისთვის "აბერდინის" დამრიგებელი გახდლდათ. სკოლარიმ და ფერგიუსონმა მიაღწიეს შენათხმებას, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიელი ლონდონში უნდა გადაბარგებულიყო, თუმცა ფერგიუსონმა დაპირება დაარღვია და ორი წლის შემდეგ იგი "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში.

"მართალია, მე და ფერგიუსონმა მოვილაპარაკეთ. ჩვენ მასთან დიდი ხანი ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და ყველა დეტალი შეთანხმებული გვქონდა.

მე მას ვუთხარი, რომ მოხარული ვიქნებოდი მისი ხილვით ჩემს კლუბში და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებდი. შემდეგ ალექსს ხელი ჩამოვართვი და მისგან თანხმობა მივიღე.

ამის შემდეგ, ფერგიუსონს პარიზის აეროპორტში შევხვდი. ვუთხარი, რომ ყველა დეტალი კვირისთვის მზად იქნებოდა და მას ლონდონში ვნახავდი, თუმცა ის არ ჩამოფრენილა.

მას არასოდეს უთქვამს, თუ რატომ არ შეასრულა დანაპირები. მქონდა საკუთარი თეორიები, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ფერგიოუსონმა პირობა დაარღვია და "აბერდინთან" ხელშეკრულების ამოწურვამდე, კიდევ ორი სეზონი დარჩა. 1986 წელს სერ ალექსი "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში, რის შემდეგაც "იუნაიტედი" ორი ათწლეული დომინირებდა მსოფლიო საფეხბურთო ლიგაში. "
- განაცხადა ირვინ სკოლარმა "TheSun"-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, ფერიუსონმა სამწვრთნელო საქმიანობას თავი 2013 წელს დაანება, ამ დროის მანძილზე კი "ტოტენჰემმა" 15 მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა.

წყარო: TheSun
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 ოქტომბერი 2017 08:06
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
იცოდა ბაბუმ სად წასულიყო და ვისთან.
0
№2
ავტორი: dachi_mu
12 ოქტომბერი 2017 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
dzalian did pativs vcen mamlebs,magram babu useti didi iyo rom, mixvda didi shemotavazeba kidev win hqonda
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
12 ოქტომბერი 2017 08:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
პირობა დაარღვია არა ტოლმა.ხელის ჩამორთმევით ადამიანური ურთიერთობის საკითხები წყდება სხვა დანარჩენისთვის კონტრაქტი არსებობს.იცოდა გენიამ სად იყო მისი ადგილი და იქ წავიდა.ისე მოუს სიტუაციას გავს გამოაგდეს ჩელსიდან და არსად არ წავიდა აცადა გან ავალს ბოლომდე ჩაესვარა და იქ მისულიყო სადაც მისი ამბიცოების შესაბამისი სამყაროა და ეს ოცნებების თეატრია
0
№4
ავტორი: WeAreUnited
12 ოქტომბერი 2017 09:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ვერ წარმომიდგენია ბაბუ სხვა გუნდში ამ ეპოქის მერე რომლიც მან შექმნა რამდენი სიხარული თუ იმედგაცრუება რამდენი წვალება არვიცი არ მჯერა ეს ბედი იყო და ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო ასე რომ ირვინ ბოდიშსაც კი არავინ მოგიხდის :)
0
№5
ავტორი: gache1991
12 ოქტომბერი 2017 10:20
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Es ki Ara luzerebs lovrenic ar eyolebato weren:)) klavanis imedze tu darchnen Vai magat patrons:)))
0
№6
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2017 10:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა უკვე ძაან სწორ გზას ადგას ტოტენჰემი, ყველაფერი აქვს ამ გუნდს რომ დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს

დარწმუნებული ვარ ფერგი არანაკლებ შედეგებს დადებდა ამ გუნდშიც
0
№7
ავტორი: ikeoni
12 ოქტომბერი 2017 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Kide kargi Ro Egre moxda gadaob Ra totenhemii))
0
№8
ავტორი: dzia_David
12 ოქტომბერი 2017 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
არც მინდა წარმოდგენა რა მოხდებოდაა ეს რო ლონდონში დამკვიდრებულიყო და არა აქ.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
12 ოქტომბერი 2017 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გრძნობდა რა ელოდა wink
0
№10
ავტორი: Phil Jones
12 ოქტომბერი 2017 16:21
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძLება შეიცვალოს ისტორია ადამიანის ერთი თითქოსდა ჩვეულებრივი გადაწყვეტილებით...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top