თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2017, 13:19
ავტორი: tedore,
ნანახია: 2358,
კომენტარები: 21
ჟოზე: "ეს უბრალოდ მომდევნო მატჩია"
მოურინიო მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს.
ჟოზე:
არსებობს რამდენიმე კლუბი, რომელთათვისაც ჟოზეს განსაკუთრებული ტკივილი აქვს მიყენებული. მისი პირველი ტიტული ინგლისურ კარიერაში, მოურინიომ ლიგის თასის ფინალში მოიპოვა სწორედ "ლივერპულთან" 2005 წელს და შესაძლოა, 2014 წელს "ლივერპულს" ზუსტად ის სამი ქულა არ ეყო ჩემპიონობისთვის, რომელიც ჟოზეს "ჩელსიმ" წაიღო "ენფილდიდან". ყველა მატჩში ჟოზეს გუნდების წინააღმდეგ კი "ლივერპულმა" ჯამში 28 ქულა დაკარგა.

ამასთანავე, არსებობს იმის საფუძველიც, რომ მოუს არ უყვარდეს "ლივერპული", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში განცდილი მარცხის გამო 2005 და 2007 წლებში.

"მე მიყვარს საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ თამაში, დიდი ისტორიის მქონე, საუკეთესო სტადიონებზე თამაში. თქვენ მართალი ხართ, "ენფილდზე" განმიცდია კარგი და ცუდი მომენტებიც. "ლივერპულსაც" ჰქონია ჩემი გუნდების წინააღმდეგ კარგი და ცუდი მომენტებიც და ახლა, თუ ისინი მაფასებენ მე, როგორც მე მათ, ჩვენ კიდევ ერთ დაუვიწყარ მატჩს შემოგთავაზებთ.

ამ შეხვედრაში, სასწორზე დევს იგივე სამი ქულა და არა ოთხი ან ხუთი. შესაძლოა, ეს რომ იყოს სეზონის ბოლო, ამ თამაშს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონოდა თუ ორივე გუნდი იმ დროისთვის ლიდერები ვიქნებოდით, მაგრამ ეხლა ასე არ არის. ამავე დროს, ესეთ მატჩებში თითოეულ მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვიწევს თამაში კარგი კლუბის წინააღმდეგ, კარგი ფეხბურთელებით.

ვფიქრობ, ჩვენ ეხლა უკეთესები ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითამაშია ტოპ ხუთეულის წინააღმდეგ, მაგრამ გასულ სეზონში ჩვენ ვერ დავამარცხეთ "ვესტ ჰემი" და "ევერტონი" შინ, ასევე "საუთჰემპტონი გასვლაზე. უსამართლობა იქნება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლუკაკუმ და მატიჩმა არ მოახდინეს გავლენა ჩვენს გუნდზე, მაგრამ გუნდმა მისცა მათ ამის შესაძლებლობა ეთამაშათ ისე, როგორც ეხლა თამაშობენ.

გლობალურად თუ შევხედავთ, ჩვენ წელს უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე შარშან, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ შარშან ორი ტიტული მოვიგეთ და იგივეს განმეორება წელსაც შეგვიძლია? არ ვიცი, მაგრამ ის ფაქტი რომ წელს უკეთესი გუნდი ვართ, ნამდვილად ასეა".


გასულ სეზონში, მოურინიოს გუნდმა ლიგის თასი და ევროპა ლიგის თასი მოიგო. ბევრი ვარაუდობს, რომ წელს "იუნაიტედი" უფრო დიდი ტიტულებისთვის იბრძოლებს. მოურინიო კი უარყოფს პრესის მოსაზრებას, თითქოს "ლივერპულთან" დაპირისპირება, პირველი ინდიკატორი იქნება ამ გუნდის რეალური ძალისა, წლევანდელ სეზონში.

"ახლა ყველა ჟურნალისტი თუ ექსპერტი ერთი და იგივეს იმეორებს: მათ უნდა დაამტკიცონ თავიანთი ძალა, ლუკაკუმ უნდა გაიტანოს გოლი, ისინი ვალდებულნი არიან გაიმარჯვონ. მაგრამ ჩვენ, დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი ამ სეზონში, ჩვენ ვიცით რა გვსურს და საით უნდა წავიდეთ. ეს იქნება ერთი მატჩი, ერთი შედეგი, ერთი თამაში-ეს გლობალურად არაფერს შეცვლის"- დაასრულა მოურინიომ.
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 ოქტომბერი 2017 13:27
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რათქმაუნდა ერთი უბრალო მატჩია სადაც ჩვეულებრივად 3 ქულას წამოვიღებთ.წლევანდელ ლივერპულს არ აღვიქვამ მნიშვნელოვან მოწინააღმდეგედ,გუნდი რომელიც გუშინ გადმოსულ ნიუკასლს ვერ უგებს მანჩესტერთან რატო უნდა მივანიჭო მაღალი დონის სტატუსი.ერთი უბრალო თამაში ერთი უბრალო გამარჯვება.
0
№2
ავტორი: giorgi_mg
12 ოქტომბერი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლივერპულთან თამაში ჩემთვის ვერ იქნება ერთი რიგითი 3 ქულა, ბევრად მეტი ემოცია და განცდაა სხვა თამაშებთან შედარებით. უნდა მოვიგოთ
2
№3
ავტორი: ikeoni
12 ოქტომბერი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რაც არ უნდა ლაითად ვილაპარაკოთ ყველაზე ისტორიული და პრინციპული დაპირისპირებაა ინგლისში am ასე რო სახე უნდა გავაძროთ მატიპს და ლოვრენს wink
1
№4
ავტორი: keano16
12 ოქტომბერი 2017 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
10000000000% მოსაგებია და გინდა უბრალო ეძახე და გინდა ბრალიანი
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 ოქტომბერი 2017 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნუ ატრაკებ ეხლა ჟოზე, ლუზერებთან უბრალო მატჩი არასოდეს არაა.
0
№6
ავტორი: მალხაზი
12 ოქტომბერი 2017 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ჟოზე მართლაც ატრაკებს!!!დარწმუნებული ვარ გულში ასე არ ფიქრობს!..რა ეტაპიც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ გუნდებს ეს თამაში უბრალო ვერასოდეს იქნება!..წუთებს ვითვლი თამაშამდე, და იმედია მორიგი სპექტაკლით ვისიამოვნებთ!...
1
№7
ავტორი: manubro
12 ოქტომბერი 2017 14:02
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
რა გჭირთ აბა ხო არ იტყოდა დედის ცენზურა მინდა დავახუროო. აღნიშნა რომ მორიგი მატჩია , თქვა უკეთესები ვართო ანუ წაიკბინა რო მარტივად მოვიგებთო. იცის ამ კაცმა რა ილაპარაკოს:)
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№8
ავტორი: shotkin
12 ოქტომბერი 2017 14:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოურინიოს არ ეშლება ლაპარაკი და წნეხის არიდება თავისი ფეხბურთელებისთვის და გუნდისთვის,თვიტონაც კარგად იცის რო უბრალო მატჩი არაა და აქ აღებული თუ დაკარგული ქულები გავლენას ცოტათი მაინც მოახდენს გუნდებზე.ასერომ ყველანაირად ცდილობს წნეხი მოიხსნას და მოუხსნას იგროკებს და მაქსიმალურად თავიისუფლად გავიდნენ სათამაშოდ რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დადონ ფეხბურთელებმაც... მე მგონი რო დიდად არ გაგვიჭირდება მოგება ტუ ლუკაკუ მომენტებს გამოიყენებს
0
№9
ავტორი: Gamkrelidze
12 ოქტომბერი 2017 14:27
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მართალს ამბობს მაგრამ მაინც ლივერპულია ასე რომ გამარჯვება გვმართებს wink მე პირადად სიტი ყველაზე მეტად მეზიზღება ლივერპულზეც მეტად... ნუ ასაკის ბრალია ლივერპულის დიდების დროს მე დაბადებული არ ვიყავი ან ძაან პატარა ვიყავი და სიტი კიდე მეზიზღება
0
№10
ავტორი: gache1991
12 ოქტომბერი 2017 14:45
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Es kaci marto imito meyvareba ro am luzerebs sachempiono imedebi chaukla:Dmoednis momrwyavs venacvale ro pexi dausrialda mere jerards:Dzaan mnishvnelovania ratqmaunda,ertert y elaze cud mdgomareobashi arian rac maxsovs,manes Garda lovrenzec iwereba ar iqnebao da Anu klavani unda daayennon.skamze aravin,lukakustan daitanjebian.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top