თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2017, 13:19
ავტორი: tedore,
ნანახია: 2358,
კომენტარები: 21
ჟოზე: "ეს უბრალოდ მომდევნო მატჩია"
მოურინიო მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს.
ჟოზე:
არსებობს რამდენიმე კლუბი, რომელთათვისაც ჟოზეს განსაკუთრებული ტკივილი აქვს მიყენებული. მისი პირველი ტიტული ინგლისურ კარიერაში, მოურინიომ ლიგის თასის ფინალში მოიპოვა სწორედ "ლივერპულთან" 2005 წელს და შესაძლოა, 2014 წელს "ლივერპულს" ზუსტად ის სამი ქულა არ ეყო ჩემპიონობისთვის, რომელიც ჟოზეს "ჩელსიმ" წაიღო "ენფილდიდან". ყველა მატჩში ჟოზეს გუნდების წინააღმდეგ კი "ლივერპულმა" ჯამში 28 ქულა დაკარგა.

ამასთანავე, არსებობს იმის საფუძველიც, რომ მოუს არ უყვარდეს "ლივერპული", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში განცდილი მარცხის გამო 2005 და 2007 წლებში.

"მე მიყვარს საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ თამაში, დიდი ისტორიის მქონე, საუკეთესო სტადიონებზე თამაში. თქვენ მართალი ხართ, "ენფილდზე" განმიცდია კარგი და ცუდი მომენტებიც. "ლივერპულსაც" ჰქონია ჩემი გუნდების წინააღმდეგ კარგი და ცუდი მომენტებიც და ახლა, თუ ისინი მაფასებენ მე, როგორც მე მათ, ჩვენ კიდევ ერთ დაუვიწყარ მატჩს შემოგთავაზებთ.

ამ შეხვედრაში, სასწორზე დევს იგივე სამი ქულა და არა ოთხი ან ხუთი. შესაძლოა, ეს რომ იყოს სეზონის ბოლო, ამ თამაშს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონოდა თუ ორივე გუნდი იმ დროისთვის ლიდერები ვიქნებოდით, მაგრამ ეხლა ასე არ არის. ამავე დროს, ესეთ მატჩებში თითოეულ მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვიწევს თამაში კარგი კლუბის წინააღმდეგ, კარგი ფეხბურთელებით.

ვფიქრობ, ჩვენ ეხლა უკეთესები ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითამაშია ტოპ ხუთეულის წინააღმდეგ, მაგრამ გასულ სეზონში ჩვენ ვერ დავამარცხეთ "ვესტ ჰემი" და "ევერტონი" შინ, ასევე "საუთჰემპტონი გასვლაზე. უსამართლობა იქნება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლუკაკუმ და მატიჩმა არ მოახდინეს გავლენა ჩვენს გუნდზე, მაგრამ გუნდმა მისცა მათ ამის შესაძლებლობა ეთამაშათ ისე, როგორც ეხლა თამაშობენ.

გლობალურად თუ შევხედავთ, ჩვენ წელს უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე შარშან, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ შარშან ორი ტიტული მოვიგეთ და იგივეს განმეორება წელსაც შეგვიძლია? არ ვიცი, მაგრამ ის ფაქტი რომ წელს უკეთესი გუნდი ვართ, ნამდვილად ასეა".


გასულ სეზონში, მოურინიოს გუნდმა ლიგის თასი და ევროპა ლიგის თასი მოიგო. ბევრი ვარაუდობს, რომ წელს "იუნაიტედი" უფრო დიდი ტიტულებისთვის იბრძოლებს. მოურინიო კი უარყოფს პრესის მოსაზრებას, თითქოს "ლივერპულთან" დაპირისპირება, პირველი ინდიკატორი იქნება ამ გუნდის რეალური ძალისა, წლევანდელ სეზონში.

"ახლა ყველა ჟურნალისტი თუ ექსპერტი ერთი და იგივეს იმეორებს: მათ უნდა დაამტკიცონ თავიანთი ძალა, ლუკაკუმ უნდა გაიტანოს გოლი, ისინი ვალდებულნი არიან გაიმარჯვონ. მაგრამ ჩვენ, დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი ამ სეზონში, ჩვენ ვიცით რა გვსურს და საით უნდა წავიდეთ. ეს იქნება ერთი მატჩი, ერთი შედეგი, ერთი თამაში-ეს გლობალურად არაფერს შეცვლის"- დაასრულა მოურინიომ.
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
12 ოქტომბერი 2017 14:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან სწორად ილაპარაკა, მართლა იმას ხო არ იტყოდა ჩავალთ და გავანადგურებთო, გასახდელში და ფეხბურთელებთან სხვა ლაპარაკი ექნება, პრესასთან რატო უნდა ისაუბროს მაგაზე wink
0
№12
ავტორი: shotkin
12 ოქტომბერი 2017 14:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: GaMkReLa
მართალს ამბობს მაგრამ მაინც ლივერპულია ასე რომ გამარჯვება გვმართებს wink მე პირადად სიტი ყველაზე მეტად მეზიზღება ლივერპულზეც მეტად... ნუ ასაკის ბრალია ლივერპულის დიდების დროს მე დაბადებული არ ვიყავი ან ძაან პატარა ვიყავი და სიტი კიდე მეზიზღება

26 წლისვარ და ლივერპულის დიდება მეარმინახავს ჯერ :დდდდ
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
12 ოქტომბერი 2017 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მე ვფიქრობ რო მოუ ასე იმიტო მსჯელობს რო გუნდს აღაქვემიოს რო მანჩესტერზე ძლიერი ნაპარნიკი არ არსებობს და სადაც არ უნდა ვთამაშობდეთ და ვინც არუნდა იყოს მეტოქე სამი ქულა დაიდოს უნდა სულლ თან წლევანდელი მანჩესტერი ფრინავს და ლივერპულს არანაირი შანსი არააქ უბრალოთთ 0 ლივერპულის შანსი მათივე სტადიონზე რაც შეილება მომენტები გამოვიყენოთ სრულყოფილათ
0
№14
ავტორი: Gamkrelidze
12 ოქტომბერი 2017 15:58
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: shotkin
ციტატა: GaMkReLa
მართალს ამბობს მაგრამ მაინც ლივერპულია ასე რომ გამარჯვება გვმართებს wink მე პირადად სიტი ყველაზე მეტად მეზიზღება ლივერპულზეც მეტად... ნუ ასაკის ბრალია ლივერპულის დიდების დროს მე დაბადებული არ ვიყავი ან ძაან პატარა ვიყავი და სიტი კიდე მეზიზღება

26 წლისვარ და ლივერპულის დიდება მეარმინახავს ჯერ :დდდდ


მე 15–ის wink wink
0
№15
ავტორი: RAMKA MANIU
12 ოქტომბერი 2017 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Didi tamashis molodinshi var. Imedia 3 qulas wamovigebt. Magram rogor cud formashic ar unda iyves live da rogor karg formashic arunda viyvet chven es didi tamashia da did tamashebs ver gansazgvrav patara gundebtan nachvenebi shedegit. Imedia movigebt. 1..2 es angarishi iqneba. Wels grandebis yvela dapirispireba dasrulda erti gundis golebit an arcertis. AQ orive gaitans . minda gadamwyveti goli matichma sheagdos. Pirveli lukakum
0
№16
ავტორი: zuranodiko
12 ოქტომბერი 2017 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
1999 წლის მერე ვგულშემატკივრობ წმიუს და რაც მახსოვს ლიველპულთან ყოველთვის დაძაბული და საინტერესო თამაშები იყო რიგითი თამაში არასდროს ყოფილა ლიველპულთან ფერგიმ თქვა ჩემი ოცნება არისო წყეულ ლიველპულს გადავასწროვო და გადაასწო კიდეც და რიგითი თამაში როგორ იქნება მაგრამ ის კი ვიცი რომ სამი ქულა ჩვენია
0
№17
ავტორი: Phil Jones
12 ოქტომბერი 2017 16:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ძალიან დიპლომატიურად და სწორად შეაფასა ყველაფერი ამ მატჩთან დაკავშირებით. რათქმაუნდა მან იცის თუ რამხელლა მატჩია ეს, მაგრამ ეხლა რომ ყვირილი დაიწყოს და თქვას აი ჩვენ მოვუგებთ ისინი ჩვენი ყველაზე დიდი მტრები არიანო და რომ მოხდეს ისე, რომ წააგონ ან ფრე, მაშინ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თორე ამან ჩვენზე უკეთ იცის თუ რას ნიშნავს ეს თამაში გყლშემატკივრისთვის!
0
№18
ავტორი: dzia_David
12 ოქტომბერი 2017 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ჟოზე ამ ბოლო დროს ერიდება ამბიციური და პროვოკაციული განცახდებების გაკეთებას. თბილი სიტყვებთ და კომპლიმენტებით შეამკობს ხოლმე მატჩამდეე მაგრაამ ძალიან კარგად იცის როგორი მნიშვნელობის დაპირისპირებაა ეს და დარწმუნებული ვარ გაორმაგებულ ძალას და ენერგიას დაახარჯავს ლუზერების გადაკუზვას ;დ
0
№19
ავტორი: levionok
12 ოქტომბერი 2017 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
swored ase unda tqvas,wnexi isedac didia am tamashze da kidev damateba zedmeti iqneba,am situaciashi liverpools albat meti wnexi aqvs,am tamashis wageba avtomaturad nishnavs sachempiono ambiciaze xelis chaqnevas (teoriuladac) unda movugot miuxedavad didi danaklisisa,moum moaxerxa yvela mis xel myopi pexburtelis formis piktan miaxloveba da shabats vinc ar unda gavides moedanze 3qulas wamovigebt
0
№20
ავტორი: Gamkrelidze
12 ოქტომბერი 2017 21:37
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: levionok
swored ase unda tqvas,wnexi isedac didia am tamashze da kidev damateba zedmeti iqneba,am situaciashi liverpools albat meti wnexi aqvs,am tamashis wageba avtomaturad nishnavs sachempiono ambiciaze xelis chaqnevas (teoriuladac) unda movugot miuxedavad didi danaklisisa,moum moaxerxa yvela mis xel myopi pexburtelis formis piktan miaxloveba da shabats vinc ar unda gavides moedanze 3qulas wamovigebt

იმაში არ გეთანხმები რო პრემიერლიგის მოგებაზე ხელს ჩაიქნევენ, იმიტო რო პრემიერლიგაა :) მოულოდნელობებით სავსეა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top