თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2830,
კომენტარები: 13
მაროტას პასუხი "იუნაიტედს"
"იუვენტუსის" პრეზიდენტი სატრანსფერო სპეკულაციებს გამოეხმაურა.
მაროტას პასუხი
"იუვენტუსის" პრეზიდენტი ჯიუზეპე მაროტა აცხადებს, რომ პაულო დიბალა ფასდაუდებელი ფეხბურთელია და კლუბი მას გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს.

არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და "ბებერ ქალბატონს" 5 ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება 2015 წელს მის რიგებში გადასვლის შემდეგ.

23 წლის ფეხბურთელი ტურინულ კლუბში პოლ პოგბასთან ერთად ასპარეზობდა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მას "ოთხკუთხედ R2-ს" ეძახდა, რადგან სწორედ ღილაკთა ამ კომბინაციით კეთდება მოძრაობა, რომელიც დიბალას საფირმო ფინტი გახლდათ.

დიბალამ მიმდინარე წელს გაფორმებული კონტრაქტით 2022 წლამდე დააკავშირა "იუვენტუსთან" თავისი ბედი, მაგრამ ევროპის სახელოვანი კლუბები მის შეძენას აქტიურად ცდილობენ, რის შესაძლებლობასაც გამორიცხავს მაროტა, რომელიც არგენტინელის გაშვებას არ აპირებს.

"ბიჭი ფასდაუდებელია, რადგან ჩვენ არ ვართ გამყიდველი კლუბი.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მოთამაშეს თავისი მომავალი მის ხელთ აქვს და პაულომ გვითხრა, რომ მის თავს ჩვენს კლუბს დაუკავშირებს მთელი ცხოვრება.

განგიმართავთ, ეს ნიშნავს, რომ მორიგ დიდ კონტრაქტს გავამზადებთ მის შესანარჩუნებლად. ის მალე გააფორმებს ახალ კონტრაქტს - მანაც სწორედ ეს გვთხოვა",
- განაცხადა ტურინელთა პრეზიდენტმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
8 ოქტომბერი 2017 11:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
გყავდეთკაცო
0
№2
ავტორი: IBRA-KADABRA
8 ოქტომბერი 2017 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
დიბალა მაგარიია მარა გრიზმუ უნდა დავითრიოთ
0
№3
ავტორი: man21utd
8 ოქტომბერი 2017 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ამაში ესენი 200 მილიონს მოითხოვენ უეჭველი და ჯობია გრიზმანი ვიყიდოთ რომელიც უკეთ მოერგება ორემიერ ლიგას ვიდრე ეს. მოკლედ გრიზმანი, გორეცკა და ვინმე მცველი რომელიც მარცხენა ფლანგს სამუდამოდ ჩაიბარებს და ჩვენს გუნდს მეტი არავინ ჭირდება ვფიქრობ 1-2 კაცი გასაშვებიც იქნება
2
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 ოქტომბერი 2017 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სხვისი არ ვიცი მარა ჩემი აზრით ძაან დაბალი შანსია იმის რო დიბალა მანჩესტერში გადმოვიდეს
0
№5
ავტორი: Svanchester
8 ოქტომბერი 2017 13:10
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
დაიტოვეთ
0
№6
ავტორი: kantona-7
8 ოქტომბერი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ფაქტია რომ დღეს თუ ხვალ მაინც წავა დიბალა რომელიმე სხვა გრანდში და იუვეს არშეაბერდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2017 15:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გრიზმანია მთავარი ფავორიტი და დიდი იმედი მაქვს მოიყვანს კიდეც. ოზილზე იწერება ბევრი და ეგ თუ მოვიდა ალბათ მატა წავა, ბევრჯერ იყო მატას წასვლაზე საუბარი მაგრამ ოზილის მოყვანა ყველაფერს გადაუწყვიტავს ალბათ
1
№8
ავტორი: ikeoni
8 ოქტომბერი 2017 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Trakshi gaiketet Im anegdotis ar iyos)))
0
№9
ავტორი: giorgiginturi
8 ოქტომბერი 2017 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: kantona-7
ფაქტია რომ დღეს თუ ხვალ მაინც წავა დიბალა რომელიმე სხვა გრანდში და იუვეს არშეაბერდება

დიბალა წავა აუცილებლად სხვაგან სადმე და მერე 33 - 34 წლის ასაკში იყიდის ისევ იუვენტუსი :)))
აბა ამათ მეტი ხედვა ხომ არააქვთ და......... wink
0
№10
ავტორი: PaLoMo
8 ოქტომბერი 2017 21:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4137
ციტატა: GeorgeBest
გრიზმანია მთავარი ფავორიტი და დიდი იმედი მაქვს მოიყვანს კიდეც. ოზილზე იწერება ბევრი და ეგ თუ მოვიდა ალბათ მატა წავა, ბევრჯერ იყო მატას წასვლაზე საუბარი მაგრამ ოზილის მოყვანა ყველაფერს გადაუწყვიტავს ალბათ

me magrad minda ozili unitedshi da sxvisi arvici.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top