თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2831,
კომენტარები: 13
მაროტას პასუხი "იუნაიტედს"
"იუვენტუსის" პრეზიდენტი სატრანსფერო სპეკულაციებს გამოეხმაურა.
მაროტას პასუხი
"იუვენტუსის" პრეზიდენტი ჯიუზეპე მაროტა აცხადებს, რომ პაულო დიბალა ფასდაუდებელი ფეხბურთელია და კლუბი მას გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს.

არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და "ბებერ ქალბატონს" 5 ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება 2015 წელს მის რიგებში გადასვლის შემდეგ.

23 წლის ფეხბურთელი ტურინულ კლუბში პოლ პოგბასთან ერთად ასპარეზობდა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მას "ოთხკუთხედ R2-ს" ეძახდა, რადგან სწორედ ღილაკთა ამ კომბინაციით კეთდება მოძრაობა, რომელიც დიბალას საფირმო ფინტი გახლდათ.

დიბალამ მიმდინარე წელს გაფორმებული კონტრაქტით 2022 წლამდე დააკავშირა "იუვენტუსთან" თავისი ბედი, მაგრამ ევროპის სახელოვანი კლუბები მის შეძენას აქტიურად ცდილობენ, რის შესაძლებლობასაც გამორიცხავს მაროტა, რომელიც არგენტინელის გაშვებას არ აპირებს.

"ბიჭი ფასდაუდებელია, რადგან ჩვენ არ ვართ გამყიდველი კლუბი.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მოთამაშეს თავისი მომავალი მის ხელთ აქვს და პაულომ გვითხრა, რომ მის თავს ჩვენს კლუბს დაუკავშირებს მთელი ცხოვრება.

განგიმართავთ, ეს ნიშნავს, რომ მორიგ დიდ კონტრაქტს გავამზადებთ მის შესანარჩუნებლად. ის მალე გააფორმებს ახალ კონტრაქტს - მანაც სწორედ ეს გვთხოვა",
- განაცხადა ტურინელთა პრეზიდენტმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
8 ოქტომბერი 2017 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
cotaxanshi mainc gadava es sxva klubshi manchesteri ikneba es tu sxva romelime grandi ar vici magram iuveshi didixnit ar darcheba dibala. ase rom tyuilad nu laybob raa magari farchaki gundia es iuve chvenshi ri darches ise :-D

cotaxanshi mainc gadava es sxva klubshi manchesteri ikneba es tu sxva romelime grandi ar vici magram iuveshi didixnit ar darcheba dibala. ase rom tyuilad nu laybob raa magari farchaki gundia es iuve chvenshi ri darches ise :-D
0
№12
ავტორი: Phil Jones
9 ოქტომბერი 2017 00:20
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
უამრავ მიზეზთან ერთად "ვან გაალისებურ მიზეზსაც" დავასახელებდი თუ რატომ ვარჩევ გრიზმანს ამას, იმიტომ რომ ეს სამხრეთამერიკელები არ მევასება, არასტაბილური ტიპები არიან ევროპელებისგან განსხვავებით (მოქართველოები) და პლიუს სანაკრებო პაუზის დროს არის საშინელება ამხელა მანძილზე და დროის სხვაობაზე შეგუება.
0
№13
ავტორი: kulokulo
9 ოქტომბერი 2017 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
მაშინ არიყო გამყიდველი კლუბი პოგბა რო მოგვიდეს acute2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top