The Independent-ის ცნობით, "იუნაიტედი" იანვარში მესუთ ოზილთან მოლაპარაკებას დაიწყებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო ოზილის გადმობირებაში დარწმუნებულია. აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფეხბურთელი და მოურინიო ერთად მადრიდის "რეალში" მუშაობდნენ.
ოზილს "არსენალთან" კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება კი ჩიხში შევიდა. მოურინიო და ოზილი "რეალში" ერთად 2010 წელს მივიდნენ და საერთო ენაც გამონახეს.
ოზილი მოურინიოს დიდი ნდობით სარგებლობდა. ჟოზეს სჯეროდა, რომ ოზილს ყველაზე რთული ტაქტიკური ამოცანების შესრულება შეეძლო.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა და ოზილმა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს. ამას ისიც ადასტურებს, რომ გერმანელის ახლახანს გამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნის წინასიტყვაობა ჟოზე მოურინიომ დაწერა.