თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2017, 13:13
ავტორი: iuristi,
ნანახია: 2291,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ოზილთან მოლაპარაკებას დაიწყებს.
The Independent-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
The Independent-ის ცნობით, "იუნაიტედი" იანვარში მესუთ ოზილთან მოლაპარაკებას დაიწყებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო ოზილის გადმობირებაში დარწმუნებულია. აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფეხბურთელი და მოურინიო ერთად მადრიდის "რეალში" მუშაობდნენ.

ოზილს "არსენალთან" კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება კი ჩიხში შევიდა.
მოურინიო და ოზილი "რეალში" ერთად 2010 წელს მივიდნენ და საერთო ენაც გამონახეს.

ოზილი მოურინიოს დიდი ნდობით სარგებლობდა. ჟოზეს სჯეროდა, რომ ოზილს ყველაზე რთული ტაქტიკური ამოცანების შესრულება შეეძლო.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა და ოზილმა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს. ამას ისიც ადასტურებს, რომ გერმანელის ახლახანს გამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნის წინასიტყვაობა ჟოზე მოურინიომ დაწერა.

წყარო: http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
3 ოქტომბერი 2017 18:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იოზილი თუ ფორმაში შევიდა და ჟოზესთან დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება, ერთ-ერთი საუკეთესო 10-იანი, თამაშის კითხვა, პასის სიზუსტე, ყველაფერი აქვს რაც შეტევაში ჭირდება ფეხბურთელს.

თან უფასოდ მოდის, არაა გასაშვები ფეხბურთელი.
0
№12
ავტორი: thereds.
3 ოქტომბერი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
დარწმუნებული ვარ ჟოზე ამას მაგრა გამოიყენებს. იოზილი სრულიად უფასოდ რატომ არ უნდა გინდოდეს გუნდში ვერ ვხვდები.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top