"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ფილ ჯონსმა ინგლისის ნაკრების რიგები დატოვა და კლუბში დაბრუნდა, მის ნაცვლად კი "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ჰარი უინკსი დაიცავს "სამ ლომთა" ღირსებას.
ინგლისის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ორშაბათს ყველა ის ფეხბურთელი გასინჯა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა გამოიძახა, რათა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ეთამაშათ.
როგორც "სქაი სპორტსი" იტყობინება, ჯონსსა და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ფაბიენ დელფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდათ და ახლა ორივე მათგანი კლუბში ბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ჯონსმა "კრისტალ პალასთან" სრული მატჩი ჩაატარა გასულ უქმეებზე, თუმცა რა სახის ტრავმა აქვს მას, ჯერჯერობით უცნობია.