თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2017, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 12
ჯონსმა ნაკრების რიგები დატოვა
ფილ ჯონსი კლუბში დაბრუნდა.
ჯონსმა ნაკრების რიგები დატოვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ფილ ჯონსმა ინგლისის ნაკრების რიგები დატოვა და კლუბში დაბრუნდა, მის ნაცვლად კი "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ჰარი უინკსი დაიცავს "სამ ლომთა" ღირსებას.

ინგლისის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ორშაბათს ყველა ის ფეხბურთელი გასინჯა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა გამოიძახა, რათა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ეთამაშათ.

როგორც "სქაი სპორტსი" იტყობინება, ჯონსსა და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ფაბიენ დელფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდათ და ახლა ორივე მათგანი კლუბში ბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ჯონსმა "კრისტალ პალასთან" სრული მატჩი ჩაატარა გასულ უქმეებზე, თუმცა რა სახის ტრავმა აქვს მას, ჯერჯერობით უცნობია.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
3 ოქტომბერი 2017 17:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია არ გაუმიზეზდება და შეძლებს თამაშს
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
3 ოქტომბერი 2017 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კაცი ბურთს ისე მიზდევს მგონი არავის ნახვა არ უნდა მეორე დღეს თავს იკლავს ტიპი ბურთი არ დაკარგოს ეგ და ფელაინი საჭიროა ლივერპულთან ჯონსი მცველებში ყველაზე მეტად და ფელაინი პოგბაზე მეტად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top