თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2017, 19:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2412,
კომენტარები: 12
მატიჩი: "ახლა უფრო არ გვაქვს მოდუნების უფლება"
მატიჩი ფიქრობს, რომ "იუნაიტედი" მეტოქეებმა უკვე გაიცნეს.
მატიჩი:
ნემანია მატიჩი "მანჩესტერ იუნაიტედს" აფრთხილებს, რომ მზად უნდა იყვნენ უფრო რთული მატჩებისა და მეტოქეებისთვის.

40 მილიონ ფუნტად შეძენილ ნახევარმცველს მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს წინ უფრო რთული გზა ელის.

"წითლები" პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ ადგილს იყოფენ "მანჩესტერ სიტისთან" ერთად და მეტოქეებს შვიდ მატჩში 21 გოლი გაუტანეს, ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩში კი 7, ხოლო ლიგის თასზე 4 გოლი.

მაგრამ მატიჩს, რომელმაც პრემიერ ლიგა 2015 და 2017 წლებში მოიგო, ფიქრობს, რომ "იუნაიტედი" შემდეგში უფრო რთულ მეტოქეებს შეხვდებიან.

"მომავალში ვერ მოვდუნდებით, რადგან უფრო მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ, უფრო კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან გუნდებმა იციან, როგორ ვთამაშობთ, როგორი ფორმაციით ვმოქმედებთ, როგორი ფეხბურთელები გვყავს და, რა თქმა უნდა, მომავალში მათ მოუნდებათ აჩვენონ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება შეუძლიათ.

ყურადღებას არ მოვადუნებთ, ამისთვის მზად ვიქნებით. რთული იქნება, მაგრამ აქ სწორედ ამისთვის ვართ"
, - განაცხადა სერბმა.

ჩემპიონატის საწყის 7 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 2 ქულა დაკარგა, როცა "სტოკ სიტისთან" 2-2 ითამაშა გასვლაზე.

"როგორც იცით, თითქმის ყველა მატჩს ვიგებთ, მხოლოდ ერთი გვაქვს "სტოკთან" - პრემიერ ლიგაში კი ძალიან რთულია ამის გაკეთება.

ეს მხოლოდ დიდ გუნდებს შეუძლიათ, ასე რომ, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი დიდი გუნდობა და ასეც უნდა გავაგრძელოთ.

გამარჯვებების მოპოვება, გოლების გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წელს ძალიან რთული იქნება, ყველა გუნდი ძლიერია, ყველა გუნდს ძლიერი მოთამაშეები ჰყავს.

საქმე უფრო და უფრო გაგვირთულდება - არა მართო ჩვენ, არამედ ყველას - ამიტომაც უნდა დავაგროვოთ ქულები და ასეთივე შემართებით ვიშრომოთ.

თუმცა, კარგ პოზიციაში ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქულების დაგროვება, კარის "მშრალად" შენახვაა, რადგან ეს თავდაჯერებულობას ზრდის.

ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ ვინ არის ჩემპიონატის ფავორიტი, მაგრამ წელს 5-6 გუნდია, რომელიც წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს".
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
2 ოქტომბერი 2017 19:26
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
მაგრად გვეიმედები მატიჩ
0
№2
ავტორი: stepno
2 ოქტომბერი 2017 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
5-6 ar 10-12 :-DDDDDD maqsimum 3 gundia mancheter siti manchestero utd da chelsi sjeidzleba
0
№3
ავტორი: IBRA-KADABRA
2 ოქტომბერი 2017 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
მატიჩის ყიდვით იმენნა moednis ცენტრი ვიყიდეთ wink
3
№4
ავტორი: ikeoni
2 ოქტომბერი 2017 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
შენ რო ძალიან მაგარი დაგითრიეთ მაგაზე რას იტყვიი? :)) love
0
№5
ავტორი: Svanchester
2 ოქტომბერი 2017 20:10
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: IBRA-KADABRA
მატიჩის ყიდვით იმენნა moednis ცენტრი ვიყიდეთ wink

გეთანხმები
0
№6
ავტორი: giorgi_mg
2 ოქტომბერი 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე მგონია რომ წელს 2 გუნი მაქსიმუ 3 იბრძოლებს ტიტულისთვის
0
№7
ავტორი: thereds.
2 ოქტომბერი 2017 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
სიტის და ჩელსს ვეთამაშოთ და მერე ვნახავთ ჩვენს რეალურ ძალას და ამბიციას☺☺ მატიჩ შენ წლის ტრანსფერი ხარ რა
0
№8
ავტორი: gache1991
2 ოქტომბერი 2017 22:14
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
იმედია სტოკთან რაც მოხდა ის არ განმეოორდება,გუნდი მოხოდილია ფორმაშIა და სანაკრებო პაუზა რევს გუნდს,ცოტა ადრე მაინც დააბრუნდნენ რო წინანდელივით წინა დღეს არ დაიწყონ ვარჯიში ერთად..თან ლივერპული უსაშინლესი ფორმაში იყო და ეხლა რო შევხვედროდით უეჭველი მოვუგებდიტ,ეხლა ცოტა სანერვიულოა,დაცვა მეკარე ნახევარდაცვა არ ყავთ მარა კლოპო დაქოქავს მაგრად ენფილდზე და ..იმედია მოუ ფრეზე არ იტამაშებს,მარსიალი ლუკაკუ რეშფორდი მხიტარიანს შეუძლიათ დაღეჭონ ლოვრენი მატიპი და ნახევარდაცვაზე არაფერს ვამბობ..კოუტინიო და მანე თუ დავიჭირეთ შანსი კიდე უფრო აღარ ექნებათ..მე რო მკითხო ერერას დავუყენებდი კოუტინიოს როგორც აზარს დაუყენა და 50% საქმის გაკეტებული ქინებოდა.ეგ ბიჭი მარტო შორიდან დარტყმა არ არი რეალურად ყველაზე მეტი საფრთხე მაგისგან იქნება და ეს მოუმ ჩემზე უკეტესად იცის.მთავარია ფრეზე არ ვითამაშოთ!
0
№9
ავტორი: Svanchester
2 ოქტომბერი 2017 23:18
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ძმებო ინგლისი ფანები დამენახეთ თუ ხართ ვინმე ზოგადად ვკითხულობ...მაპატიეთ ადმინ თემის გარეშე კომენტარი
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
2 ოქტომბერი 2017 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მატიჩი მართლა წლის ტრანსფერი გამოდგა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top