თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2017, 19:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2413,
კომენტარები: 12
მატიჩი: "ახლა უფრო არ გვაქვს მოდუნების უფლება"
მატიჩი ფიქრობს, რომ "იუნაიტედი" მეტოქეებმა უკვე გაიცნეს.
მატიჩი:
ნემანია მატიჩი "მანჩესტერ იუნაიტედს" აფრთხილებს, რომ მზად უნდა იყვნენ უფრო რთული მატჩებისა და მეტოქეებისთვის.

40 მილიონ ფუნტად შეძენილ ნახევარმცველს მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს წინ უფრო რთული გზა ელის.

"წითლები" პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ ადგილს იყოფენ "მანჩესტერ სიტისთან" ერთად და მეტოქეებს შვიდ მატჩში 21 გოლი გაუტანეს, ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩში კი 7, ხოლო ლიგის თასზე 4 გოლი.

მაგრამ მატიჩს, რომელმაც პრემიერ ლიგა 2015 და 2017 წლებში მოიგო, ფიქრობს, რომ "იუნაიტედი" შემდეგში უფრო რთულ მეტოქეებს შეხვდებიან.

"მომავალში ვერ მოვდუნდებით, რადგან უფრო მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ, უფრო კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან გუნდებმა იციან, როგორ ვთამაშობთ, როგორი ფორმაციით ვმოქმედებთ, როგორი ფეხბურთელები გვყავს და, რა თქმა უნდა, მომავალში მათ მოუნდებათ აჩვენონ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება შეუძლიათ.

ყურადღებას არ მოვადუნებთ, ამისთვის მზად ვიქნებით. რთული იქნება, მაგრამ აქ სწორედ ამისთვის ვართ"
, - განაცხადა სერბმა.

ჩემპიონატის საწყის 7 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 2 ქულა დაკარგა, როცა "სტოკ სიტისთან" 2-2 ითამაშა გასვლაზე.

"როგორც იცით, თითქმის ყველა მატჩს ვიგებთ, მხოლოდ ერთი გვაქვს "სტოკთან" - პრემიერ ლიგაში კი ძალიან რთულია ამის გაკეთება.

ეს მხოლოდ დიდ გუნდებს შეუძლიათ, ასე რომ, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი დიდი გუნდობა და ასეც უნდა გავაგრძელოთ.

გამარჯვებების მოპოვება, გოლების გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წელს ძალიან რთული იქნება, ყველა გუნდი ძლიერია, ყველა გუნდს ძლიერი მოთამაშეები ჰყავს.

საქმე უფრო და უფრო გაგვირთულდება - არა მართო ჩვენ, არამედ ყველას - ამიტომაც უნდა დავაგროვოთ ქულები და ასეთივე შემართებით ვიშრომოთ.

თუმცა, კარგ პოზიციაში ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქულების დაგროვება, კარის "მშრალად" შენახვაა, რადგან ეს თავდაჯერებულობას ზრდის.

ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ ვინ არის ჩემპიონატის ფავორიტი, მაგრამ წელს 5-6 გუნდია, რომელიც წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს".
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
3 ოქტომბერი 2017 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
1-2:city/united
3-chelsea
4-5:arsenal/tottenham
6-liverpool
chemi azrit ase dasruldeba sezoni
0
№12
ავტორი: gaga1987
3 ოქტომბერი 2017 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ეს არის სუპერ ტრანსფერი.მაგრად გამოგვადგა და დარწმუნებულიც ვიყავი რო გამოგვადგებოდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top