საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა კომენტარი იმაზე გააკეთა, თუ რატომ ვერ მოხვდა მარსიალი ბულგარეთთან და ბელარუსებთან მატჩის განაცხადში.
ფრანგმა ცსკა-ს კარში გატანილ ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა და ასევე გამოირჩა სამი გოლით მისი გუნდის ბოლო ოთხ მატჩში, მაგრამ დეშამმა ის მაინც არ გამოიძახა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე მარსიალთან დაკავშირებით დეშამმა განაცხადა: "ყოველთვის არ არის ადვილი არჩევანის გაკეთება. მარსიალი ხშირად იყო ნაკრებში, მაგრამ სამწუხაროდ არ თამაშობდა. ენტონი უფრო ეფექტურია, როცა პირველივე წუთებიდან გამოდის მოედანზე და იგივე ეხება ლაკაზეტსაც. ეს უდაოა.
ახლა ენტონი გაცილებით უკეთ თამაშობს. "იუნაიტედის" ბოლო მატჩმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მან სამი საგოლე პასი გააკეთა და პენალტი გაიტანა. ის უმაღლეს დონეს უბრუნდება და ახლა მოურინიო ხშირად იყენებს მას. მე შემეძლო ის გამომეძახა, მაგრამ მე ასე არ მოვიქეცი.
ეს ჩემი არჩევანია. ენტონი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა მოვიდა და ევრო 2016-ზე ითამაშა. მას ჰქონდა რთული პერიოდი, მაგრამ მგონი ეს დაძლია. მე მხოლოდ შემიძლია მას ვთხოვო, რომ ასე გააგრძელოს და თავი ხშირად შემახსენოს