თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2017, 13:43
ავტორი: iuristi,
ნანახია: 2889,
კომენტარები: 14
დეშამი: "მარსიალის გამოძახება შემეძლო"
დეშამი მარსიალზე საუბრობს.
დეშამი:
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა კომენტარი იმაზე გააკეთა, თუ რატომ ვერ მოხვდა მარსიალი ბულგარეთთან და ბელარუსებთან მატჩის განაცხადში.

ფრანგმა ცსკა-ს კარში გატანილ ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა და ასევე გამოირჩა სამი გოლით მისი გუნდის ბოლო ოთხ მატჩში, მაგრამ დეშამმა ის მაინც არ გამოიძახა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე მარსიალთან დაკავშირებით დეშამმა განაცხადა: "ყოველთვის არ არის ადვილი არჩევანის გაკეთება. მარსიალი ხშირად იყო ნაკრებში, მაგრამ სამწუხაროდ არ თამაშობდა. ენტონი უფრო ეფექტურია, როცა პირველივე წუთებიდან გამოდის მოედანზე და იგივე ეხება ლაკაზეტსაც. ეს უდაოა.

ახლა ენტონი გაცილებით უკეთ თამაშობს. "იუნაიტედის" ბოლო მატჩმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მან სამი საგოლე პასი გააკეთა და პენალტი გაიტანა. ის უმაღლეს დონეს უბრუნდება და ახლა მოურინიო ხშირად იყენებს მას. მე შემეძლო ის გამომეძახა, მაგრამ მე ასე არ მოვიქეცი.

ეს ჩემი არჩევანია. ენტონი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა მოვიდა და ევრო 2016-ზე ითამაშა. მას ჰქონდა რთული პერიოდი, მაგრამ მგონი ეს დაძლია. მე მხოლოდ შემიძლია მას ვთხოვო, რომ ასე გააგრძელოს და თავი ხშირად შემახსენოს


წყარო: http://www.manutd.ru/."
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
29 სექტემბერი 2017 23:00
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: GeorgeBest
თქვენი არ ვიცი მარა მე პირიქით უფრო გამისწორდა. გავარტყი საფრანგეთის ნაკრებს, ზედმეტი ტრავმიანობა არ გვჭირდება, საკმარისზე მეტს იზამს რომ მსოფლიოზე მოხვდეს

გეთანხმები ძმაო
0
№12
ავტორი: kobinio
30 სექტემბერი 2017 00:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამ სახემიჯმულს მალე ააჯმეინებენ და მარსიალი კიდე კარგი ხანი იქნება ნაკრებშიც და მანიუშიც
0
№13
ავტორი: Phil Jones
30 სექტემბერი 2017 01:37
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ასე გააგრძელოს და გავარტყი მბაპეს და დემბელეს ორივეს ერთად აღებულს, დეშამიც წაიყვანს მსოფლიოზე და ძირითადშიც დადგება! ოღონდ მთავარია ასე გააგრძელოს.
0
№14
ავტორი: stepno
30 სექტემბერი 2017 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
msoflioze uechveli waiyvanen )))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top