თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2017, 15:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2326,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" სეზონის დასასრულიდანვე ამოქმედდება
ჟოზე მოურინიო სატრანსფერო საქმიანობას დაუყოვნებლად დაიწყებს.
ლონდონის "ჩელსიდან" მადრიდის "ატლეტიკოში" დიეგო კოშტას დაბრუნებამ კიდევ უფრო გაზარდა შანსი, რომ ანტუან გრიზმანმა კლუბი დატოვოს და ამაში ფრანგს "მანჩესტერ იუნაიტედი" დაეხმარება, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე ეცდება 100 მილიონი ფუნტის ოდენობით შეთავაზების გაკეთებას.

გრიზმანს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას მთელი უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უწინასწარმეტყველებდნენ, ვინაიდან "იუნაიტედის" მწვრთნელს ფრანგი უმთავრეს სატრანსფერო სამიზნედ მიაჩნდა და თავად გრიზმანიც იყო მზად პრემიერ ლიგაში ძალების მოსასინჯად, მაგრამ მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციამ მადრიდის "ატლეტიკოს" იანვარში დებულება გადასცა, რომლითაც ესპანურ კლუბს ტრანსფერების განხორციელება ეკრძალებოდა 2018 წლის იანვრამდე, ეს კი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა დიეგო სიმეონესთვის, რომელმაც თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ ისურვა.

საგულისხმოა ისიც, რომ კლუბში დარჩენა მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება არ ყოფილა და გრიზმანმა, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას აღიარა, რომ "იუნაიტედში" მის გადასვლას 10-დან 6 ქულით აფასებდა, მოგვიანებით დაადასტურა, რომ FIFA-ს ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ მადრიდული კლუბის დატოვება მისგან ცუდი საქციელი იქნებოდა.

საკვირველი არ არის, რომ ამგვარი განცხადების გაკეთების შემდეგ გრიზმანი "ატლეტიკოში" დარჩა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მისი მოსურნე კლუბიცა და თავად ფეხბურთელიც აპირებენ საქმის ბოლომდე მიყვანას და "ოლდ ტრაფორდზე" შემორჩენილი ვაკანტური 7 ნომრიანი მაისური სწორედ თავის ფრანგ მომრგებს ელოდება.

"იუნაიტედთან" დაკავშირებულმა წყარომ ფრთხილად მიანიშნა, რომ კლუბს არ დაუკარგავს ფეხბურთელისადმი ინტერესი და გრიზმანისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება, თუმცა მისი გადაბირება ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ არ მოხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიზმანმა გასულ ზაფხულს ახალი კონტრაქტი მიიღო, კლუბთან შეთანხმების საფუძველზე მან უცვლელი დატოვა გამოსასყიდი თანხის ოდენობა, რომელიც 100 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: kulokulo
27 სექტემბერი 2017 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
Gvinda esbichi gvindaaa nagdad kargi iqneba magram rogor sheewyoba ingliss egaa sakitxavi )))
0
№2
ავტორი: iuristi
27 სექტემბერი 2017 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: kulokulo
Gvinda esbichi gvindaaa nagdad kargi iqneba magram rogor sheewyoba ingliss egaa sakitxavi )))

კი. არსებობს რისკიც. გეთანხმები.

ძალიან არ მინდა დეპაისავით დაემართოს.
2
№3
ავტორი: kulokulo
27 სექტემბერი 2017 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
Imedia gaamartlebs chvens ocnebas tu ratqmaunda gadmova
0
№4
ავტორი: Svanchester
27 სექტემბერი 2017 16:13
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
სანჩესს ვამჯობინებდი
0
№5
ავტორი: GeorgeBest
27 სექტემბერი 2017 16:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სნეიდერივით გახდა ამის ტრანსფერიც
0
№6
ავტორი: manubro
27 სექტემბერი 2017 16:25
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ციტატა: GeorgeBest
სნეიდერივით გახდა ამის ტრანსფერიც

არ გადმოვა არც ეს, ამას აქ ნატქვამი ბარსას ტრიოს არავინ დაშლის ჩემ გამო და რეალში არ ვითამაშებო. ბარსას ტრიო დაიშალა და მიაშუროს შეიძლება, ცუდად თქვა რა ტრიოზე და
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№7
ავტორი: gache1991
27 სექტემბერი 2017 16:49
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს ფაქტიურად ნაყიდია,ყველაფერი გარკვეული იყო რო არა ატლეტიკოს ბანი..ამის დეპაისთან სედარება არასერიოზულია მსუბუქად რო ვთქვათ,ძალიან მაგარია პრიმერა დივიზიონშიც,საფრანგეთშიც და ლიგაზაც,ტანაც სტაბილურად..დეპაი ერთი წლის ერედივიზიონის გამონათება იყო..ჩაიცვამს თავისი კუმირის 7იანს:)) და ტავის ძმაც კმაყოფილი ქინება.მე რო მკითხო ზამტარშივე რო მოვიყვანოთ უმაგრესი იქნება,მერე რა რო ლიგაზე ვერ ვათამასებთ
0
№8
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2017 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Midi Ra antuan unda gadmoxvide chventan
0
№9
ავტორი: giorgi_mg
27 სექტემბერი 2017 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან სწრაფია და საფეხბურთო აზროვნება არ აკლია ამ ბიჭს და ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო რომ ინგლისში არ გაუჭირდება
0
№10
ავტორი: nugo-nugo
27 სექტემბერი 2017 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ეს ტრანსფერი თუ გაკეთდება მარსიალი ან რაშფორდი ძირითადს საერთოდ ჩამოშორდება და მარსიალი რაშფორდის დუეტი მირჩევნია მე პირადად გგრიზამნს.სამომავლოდ უფრო პერსპექტიული შეტევა გვეყოლება მარსი რეშის დუეტით.თუმცა მეორე მხარეს არი გრიზმანი მსოფლიო დონის მოთამაშე რომელზეც არცერთი გუნდი არ იტყვის უარს.ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთება ცოტა რთულია.მაგრამ მე მარსი რეშის დუეტს მივრჩევ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top