თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2017, 15:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2327,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" სეზონის დასასრულიდანვე ამოქმედდება
ჟოზე მოურინიო სატრანსფერო საქმიანობას დაუყოვნებლად დაიწყებს.
ლონდონის "ჩელსიდან" მადრიდის "ატლეტიკოში" დიეგო კოშტას დაბრუნებამ კიდევ უფრო გაზარდა შანსი, რომ ანტუან გრიზმანმა კლუბი დატოვოს და ამაში ფრანგს "მანჩესტერ იუნაიტედი" დაეხმარება, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე ეცდება 100 მილიონი ფუნტის ოდენობით შეთავაზების გაკეთებას.

გრიზმანს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას მთელი უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უწინასწარმეტყველებდნენ, ვინაიდან "იუნაიტედის" მწვრთნელს ფრანგი უმთავრეს სატრანსფერო სამიზნედ მიაჩნდა და თავად გრიზმანიც იყო მზად პრემიერ ლიგაში ძალების მოსასინჯად, მაგრამ მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციამ მადრიდის "ატლეტიკოს" იანვარში დებულება გადასცა, რომლითაც ესპანურ კლუბს ტრანსფერების განხორციელება ეკრძალებოდა 2018 წლის იანვრამდე, ეს კი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა დიეგო სიმეონესთვის, რომელმაც თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ ისურვა.

საგულისხმოა ისიც, რომ კლუბში დარჩენა მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება არ ყოფილა და გრიზმანმა, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას აღიარა, რომ "იუნაიტედში" მის გადასვლას 10-დან 6 ქულით აფასებდა, მოგვიანებით დაადასტურა, რომ FIFA-ს ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ მადრიდული კლუბის დატოვება მისგან ცუდი საქციელი იქნებოდა.

საკვირველი არ არის, რომ ამგვარი განცხადების გაკეთების შემდეგ გრიზმანი "ატლეტიკოში" დარჩა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მისი მოსურნე კლუბიცა და თავად ფეხბურთელიც აპირებენ საქმის ბოლომდე მიყვანას და "ოლდ ტრაფორდზე" შემორჩენილი ვაკანტური 7 ნომრიანი მაისური სწორედ თავის ფრანგ მომრგებს ელოდება.

"იუნაიტედთან" დაკავშირებულმა წყარომ ფრთხილად მიანიშნა, რომ კლუბს არ დაუკარგავს ფეხბურთელისადმი ინტერესი და გრიზმანისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება, თუმცა მისი გადაბირება ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ არ მოხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიზმანმა გასულ ზაფხულს ახალი კონტრაქტი მიიღო, კლუბთან შეთანხმების საფუძველზე მან უცვლელი დატოვა გამოსასყიდი თანხის ოდენობა, რომელიც 100 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
27 სექტემბერი 2017 20:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4137
ციტატა: iuristi
ციტატა: kulokulo
Gvinda esbichi gvindaaa nagdad kargi iqneba magram rogor sheewyoba ingliss egaa sakitxavi )))

კი. არსებობს რისკიც. გეთანხმები.

ძალიან არ მინდა დეპაისავით დაემართოს.

სად დეპაი და სად ეს.ჰოლანდისს ჩემპიონატიც და LA LIGA ც განსხვავდება დიდად ნუ პრემიერლიგა ვაბშე სხვაა ამ 2თან,მაგრამ ჟოზე შეაგუებს დარწმუნებული ვარ :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: SANDROGRIGA
27 სექტემბერი 2017 21:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დიდი შანსია რო იყიდონ მაინც
0
№13
ავტორი: gaga1987
28 სექტემბერი 2017 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ეს უეჭველი ჩვენია.
0
№14
ავტორი: stepno
28 სექტემბერი 2017 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
es shemdgari transferia ukve momavali wlistvis

es shemdgari transferia ukve momavali wlistvis
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top