თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2017, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3038,
კომენტარები: 13
მოურინიოს გვარდიოლასთვის კონკურენციის გაწევა სურს
ალექსის სანჩესი ორი მანჩესტერული კლუბის დავის საგანი იქნება.
მოურინიოს გვარდიოლასთვის კონკურენციის გაწევა სურს
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ სიტისთვის" ალექსის სანჩესის გამო კონკურენციის გაწევა სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი "არსენალის" შემტევის გადაბირებას ეცდება, როცა მომდევნო ზაფხულს ჩილელი თავისუფალი აგენტი გახდება.

სანჩესს "წითლებთან" წინასწარი კონტრაქტის გაფორმება ახალ წლამდე არ შეუძლია, ვინაიდან პრემიერ ორ კლუბს შორის ეს დაუშვებელია, მაგრამ შეთანხმების მიღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

გასულ ზაფხულს "სიტიმ" უკვე სცადა სანჩესის შეძენა, მაგრამ რიგით ბოლო, 60 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება "მეთოფეებმა" არ მიიღეს.

28 წლის ჩილელ სუპერვარსკვლავსაც სურდა "ეტიჰადზე" გადასვლა, მაგრამ მისმა მრჩეველებმა მას ამავდროულად "იუნაიტედის" ვარიანტი ურჩიეს.

"სიტის" ბანაკში კი ბევრს უკვირდა პეპ გვარდიოლას სურვილი სანჩესის შეძენისა, ვინაიდან ეს სერხიო აგუეროს ან გაბრიელ ხესუსი სკამზე დასმას ნიშნავდა.

ამ წყვილმა კი მიმდინარე სეზონში არაჩვეულებრივი პარტნიორობა ჩამოაყალიბეს, რამაც იმას შეიძლება შეუწყოს ხელი, რომ "ქალაქელებმა" ალექსისის შეძენა აღარ ისურვონ.

ეს კი დიდ ბიძგს მისცემს მოურინიოს, ვინაიდან "არსენალის" სახით მას დაბრკოლება თითქმის არ ექნება, რამეთუ ლონდონელებს არ გამოსდით სანჩესის მოხიბლვა ახალი კონტრაქტით.

წყარო: thesun
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
23 სექტემბერი 2017 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
გრიზმანი თუ დავიმატეთ ეგ დასახლდეს სიტიში დიდათ არც გვინდა
0
№2
ავტორი: Lalana
23 სექტემბერი 2017 14:05
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
თუ გრიზმანის ყიდვას აპირებენ მაშინ მირჩევნია შვიდი ნომერი ანტუანმა ჩაიცვას ვიდრე სანჩესმა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2017 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ნაკლებად სავარაუდოა რო სანჩესი იყიდონ
0
№4
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2017 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
თუ ვიყიდეთ მაგრად კი დაგვხატავდა
0
№5
ავტორი: PaLoMo
23 სექტემბერი 2017 15:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
ufasod tu iqneba movides
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2017 16:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მაგრად ამის გადმოსვლა გამისწორდებოდა, ძალიან მაგარია love
0
№7
ავტორი: stepno
23 სექტემბერი 2017 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ ეს რო მინდაა ეგრე არცერთი ფეხბურთელი არ მინდა
0
№8
ავტორი: manubro
23 სექტემბერი 2017 16:39
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
გრიზმანი მოყავთ 7 იანზე. არ გვინდა ეს....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№9
ავტორი: gache1991
23 სექტემბერი 2017 18:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
უუუF გავათრიეთ 3 ქულა ძლივს...ბევრი სალაპარაკო ექნება მოუს გუნდთან..
0
№10
ავტორი: dybbuk
23 სექტემბერი 2017 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
სანშესი ვინგერია და შეუძლია მეორე ფორვარდადაც იდეალურად ითამაშოს, გრიზმანი ათიანზეც კარგია და ცენტრადაც, ამის მოსვლა როგორ არ უნდა გინდოდეს უბრალოდ არ მესმის, ცოცხალი ენერგიით აღსავსე ტექნიკური ლათინოა, მისი დონის ფეხბურთელი მაგ პოზიციაზე მანჩესტერს დღეს არ ყავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top