თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2017, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3039,
კომენტარები: 13
მოურინიოს გვარდიოლასთვის კონკურენციის გაწევა სურს
ალექსის სანჩესი ორი მანჩესტერული კლუბის დავის საგანი იქნება.
მოურინიოს გვარდიოლასთვის კონკურენციის გაწევა სურს
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ სიტისთვის" ალექსის სანჩესის გამო კონკურენციის გაწევა სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი "არსენალის" შემტევის გადაბირებას ეცდება, როცა მომდევნო ზაფხულს ჩილელი თავისუფალი აგენტი გახდება.

სანჩესს "წითლებთან" წინასწარი კონტრაქტის გაფორმება ახალ წლამდე არ შეუძლია, ვინაიდან პრემიერ ორ კლუბს შორის ეს დაუშვებელია, მაგრამ შეთანხმების მიღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

გასულ ზაფხულს "სიტიმ" უკვე სცადა სანჩესის შეძენა, მაგრამ რიგით ბოლო, 60 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება "მეთოფეებმა" არ მიიღეს.

28 წლის ჩილელ სუპერვარსკვლავსაც სურდა "ეტიჰადზე" გადასვლა, მაგრამ მისმა მრჩეველებმა მას ამავდროულად "იუნაიტედის" ვარიანტი ურჩიეს.

"სიტის" ბანაკში კი ბევრს უკვირდა პეპ გვარდიოლას სურვილი სანჩესის შეძენისა, ვინაიდან ეს სერხიო აგუეროს ან გაბრიელ ხესუსი სკამზე დასმას ნიშნავდა.

ამ წყვილმა კი მიმდინარე სეზონში არაჩვეულებრივი პარტნიორობა ჩამოაყალიბეს, რამაც იმას შეიძლება შეუწყოს ხელი, რომ "ქალაქელებმა" ალექსისის შეძენა აღარ ისურვონ.

ეს კი დიდ ბიძგს მისცემს მოურინიოს, ვინაიდან "არსენალის" სახით მას დაბრკოლება თითქმის არ ექნება, რამეთუ ლონდონელებს არ გამოსდით სანჩესის მოხიბლვა ახალი კონტრაქტით.

წყარო: thesun
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
23 სექტემბერი 2017 22:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: dybbuk
სანშესი ვინგერია და შეუძლია მეორე ფორვარდადაც იდეალურად ითამაშოს, გრიზმანი ათიანზეც კარგია და ცენტრადაც, ამის მოსვლა როგორ არ უნდა გინდოდეს უბრალოდ არ მესმის, ცოცხალი ენერგიით აღსავსე ტექნიკური ლათინოა, მისი დონის ფეხბურთელი მაგ პოზიციაზე მანჩესტერს დღეს არ ყავს

Asiani xar
0
№12
ავტორი: Phil Jones
23 სექტემბერი 2017 22:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სწორია რასაც აკომენტარებთ ძირითადად და იმედი მქონდა თვალს არ მოვკრავდი ორივეს მოსვლას, ან გრიზმანი ან ეს და არავითარ შემთხვევაში ორივე! მე მარსიალის გახსნას ველი და ორივე თუ მოვიდა შანსები გაუნულდება მარსიალს რაც არ მინდა, ამ ფორმაციის მანიუში ჩეი ფავორიტი მარსიალია და როგორც გინდათ ისე გამიგეთ ))
0
№13
ავტორი: Svanchester
25 სექტემბერი 2017 11:19
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
რამდენი ხანია ამის ტრანსფერი მინდაა.სანჩესი შესანიშნავი ფეხბურთელია აი საგრძნობლად გაგვაძლიერებდა საგრძნობლაად..შემიძლია ვთქვა რო გრიზმანს სანჩესი მირჩევნია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top