რომელუ ლუკაკუმ ფანებს სთხოვა, რომ არ იმღერომ მისთვის მიძღვნილი სიმღერა, რომლის აკრძალვასაც ორგანიზაცია Kick It Out-ი ითხოვდა.
"მას შემდეგ, რაც "იუნაიტედს" შევუერთდი, დაუჯერებელ მხარდაჭერას ვიღებ. მე ვიცი, რომ გულშემატკივრებს კეთილი განზრახვა ჰქონდათ, მაგრამ მოდით ერთად გავაგრძელოთ გზა."
ამ ციტატას თან ახლდა ჰეშტეგი "მოდით ერთმანეთს პატივი ვცეთ."
Sky Sports-ი იტყობინება, რომ ბოლო საშინაო მატჩში სტიუარდები აკონტროლებდენ იმას, რომ ეს სიმღერა არ შესრულებულიყო, კლუბმა კი ქომაგთა გაერთიანების წარმომადგენლებთან ჩაატარა შეხვედრა.
მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმში ეს სიმღერა ფანებმა შეასრულეს, მაგრამ სიტყვები შეცვალეს.
იტყობინებიან იმასაც, რომ არავითარი დაკავებები მატჩის შემდეგ არ ყოფილა და არც საჩივარიც არ შესულა პოლიციაში. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სიმღერაში ლუკაკუს სასქესო ორგანოს ზომაზეა ლაპარაკი და ეს აქტივისტებმა რასიზმად მიიჩნიეს.