ორგანიზაცია Kick It Out-მა, რომელიც ფეხბურთში რასიზმისა და დისკრიმინაციის პრობლემებს სწავლობს, "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმართა, რათა ქომაგებს აუკრძალონ ლუკაკუსადმი მიძღვნილი სიმღერის შესრულება.
მათი აზრით, ეს სიმღერა დისკრიმინაციის გამოხატულებაა და რასიზმის სტერეოტიპებს აძლიერებს.აღნიშნული ვიდეო, რომელშიც ფანები ბელგიელ ფორვარდზე მიძღვნილ სიმღერას მღერიან "ბაზელთან "მატჩის შემდეგ გაჩნდა.
ამ ჩანტში არის სახუმარო სიტყვები ლუკაკუს სასქესო ორგანოზე, კერძოდ ის, რომ ლუკაკუს სასქესო ორგანო 24 ინჩია. და ამიტომ Kick It Out-ი თვლის, რომ სიმღერაში ამ სიტყვების გამოყენება უნდა აიკრძალოს, რადგან დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს, რადგან მათი აზრით ეს სიტყვები აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ შავკანიანების სასქესო ორგანოს სიგრძე,საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს აჭარბებს. ეს კი მათი აზრით დისკრიმინაციულია.
"რასიზმი მიუღებელია ფეხბურთშიც და საზოგადოებაშიც, თუნდაც ეს ფეხბურთელის მხარდასაჭერად იყოს გაკეთებული. ჩვენ "იუნაიტედს" დავუკავშირდით, მათთან და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ჩვენ თუ გავიგებთ, რომ,ს სიმღერა შესრულდა, ამას გადავცემთ ხელმძღვანელობას და ის ხალხი დაისჯება". -ციტირებს Kick It Out-ის განცხადებას The Times-ი.
ასევე იყობინებიან, რომ "იუნაიტედმა" იურისტებს მიმართა იმის გასარკვევად, არის თუ არა ამ ჩანტში დისკრიმინაციის ნიშნები.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.