თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2017, 23:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3486,
კომენტარები: 16
გარი ნევილი: "მეტი, ვიდრე სიძულვილი"
გარი ნევილი "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე.
გარი ნევილი:
89 წუთის განმავლობაში (საუბარია 2006 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაზე "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის) "ლივერპულის" ქომაგები ჩემზე და დედაჩემზე უსიამოვნო სიმღერებს მღეროდნენ. ანგარიში 0:0 იყო, როცა შეხვედრის ბოლოსკენ საჯარიმო დარტყმის უფლება მოვიპოვეთ, ბურთთან რაიან გიგზი იდგა. გულშემატკივრები ისე ხმაურობდნენ არაფრის გაგონება არ შემეძლო.

ასეთ სიტუაციებში მთელი შენი მოძრაობა, ფიქრები, კონცენტრაცია რაღაც სხვა ახალ დონეზე გადადის. "ლივერპულთან" შეხვედრა არ ჰგავს "არსენალთან" ან "ჩელსისთან" ან კიდეც "სიტისთან" შეხვედრას. თითქოს შენი სხეული ვეღარ იტევს კონცენტრირებას, დაძაბულობა არანორმალურია.

ეს ის მატჩია, რომელზეც შენ ფიქრს 2 კვირით ადრე იწყებ, მთელი კვირის განმავლობაში ელოდები და მთლიანად ემზადები მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე. თუ შეძლებ და მოუგებ "ლივერპულს" ეს სეზონის საუკეთესო დღე იქნება, თუ წააგებ ეჭვგარეშეა რომ ყველაზე ცუდი.

90-ე წუთზე გიგზის ჩაწოდების შემდეგ რიომ გოლის გატანა მოახერხა და სტადიონიც აფეთქდა. მაშინვე "ლივერპულის" გულშემატკივრების სექტორისკენ გავიქეცი, ეს ინსტიქტი იყო.

60 იარდი ვირბინე იმისთვის, რომ მათ თვალწინ აღმენიშნა გოლი. 89 წუთის განმავლობაში მე ვუყურებდი მათ სახეებს. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მღეროდნენ, მაგრამ ახლა მათ სახეზე არანაირი ემოცია აღარ შეინიშნებოდა გარდა იმედგაცრუებისა. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტი იყო.

ფედერაციამ 5000 ფუნტით დამაჯარიმა, მაგრამ სიამოვნებისგან მზად ვიყავი ეს ჯარიმა ასჯერ და ათასჯერ გადამეხადა.

მახსოვს, რომ მაშინ სერიოზულმა ხალხმა ჩემს ამ საქციელს ბავშვური უწოდა და ისინი მართლებიც იყვნენ, მაგრამ ფეხბურთი ხომ ზუსტად ეს ემოციებია ?

ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, თუ როგორ დავყავდი მამას ბავშვობაში "ოლდ ტრაფორდზე". მაშინ 5 თუ 6 წლის ვიყავი. ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს მალე მივიდოდით თუ არა. როდესაც "ბარტონ ბრიჯი" გავიარეთ ვიცოდი, რომ სადღაც 10 წუთში უკვე "ოლდ ტრაფორდზე" ვიქნებოდით. სტადიონის კონტურები გამოჩნდა თუ არა გული საოცრად ამიჩქარდა. პარკირების გადასახადი გადავიხადეთ, Marine Grill-ში ღვეზელი და ჩიფსები შევიძინეთ და ტრიბუნებისკენ გავეშურეთ.

მერწმუნეთ ყველაფერს გავცემდი იმისთვის, რომ 1 დღით კვლავ მომცემოდა "ოლდ ტრაფორდის" შესასვლელთან მამასთან და სხვა გულშემატკივრებთან ერთად ყოფნა. მაშინ სტადიონზე "ელექტრული" ატმოსფერო იყო, რაღაც განსაკუთრებული. ეს ის ემოციები იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

ყოველ შაბათს დავდიოდით აქ. მამაჩემს უყვარდა ლუდის სმა და მეგობრებთან ერთად ლაპარაკი. როდესაც წამოვიზარდე მას მეგობრებთან ერთად ვტოვებდი და მარტო გავუყვებოდი ხოლმე გზას. "კეის" ტრიბუნაზე ვსხდებოდით საიდანაც მთელი "ოლდ ტრაფორდი" იშლებოდა მწვანე-ნათელი გაზონით წითელი ტრიბუნებით. რამდენიმე საათით ადრე მოვდიოდი და ვაკვირდებოდი თუ როგორ ივსებოდა გულშემატკივრებით "ოლდ ტრაფორდი". ირგვლივ ნაცნობი სახეები, ეს სასწაული იყო.

ჩემთვის ეს ყველაფერი დაუვიწყარი იყო. მამაჩემს რომ "ბოლტონის" ან "სიტის" თამაშებზე წავეყვანე დღეს მათი გულშემატკივარი ვიქნებოდი. მადლობა ღმერთს, რომ მამა "იუნაიტედს" გულშემატკივრობდა.

სამწუხაროდ, მაშინ "იუნაიტედს" მძიმე პერიოდი ედგა. 80-იან წლებში გავიზარდე და იმ დროისთვის ინგლისში სწორედ "ლივერპული" დომინირებდა. "ბერი"-ში ჩემი თანაკლასელების უმრავლესობა "ლივერპულს" გულშემატკივრობდა და მათგან ხშირად ვიჩაგრებოდი ხოლმე, ბევრს ვკამათობდით. ჩვენი ქალაქი მანჩესტერთან უფრო ახლოს იყო ვიდრე ლივერპულთან, მაგრამ ბავშვების უმეტესობა ხომ სწორედ იმას გულშემატკივრობს ვინც ცხრილის სათავეშია. დღეს ჩრდილოეთში უკვე ბევრი ბავშვია, რომელიც "ჩელსის" ფორმას ატარებს.

როგორ აღვნიშნე გამუდმებით ვეკამათებოდი ჩემს თანაკლასელებს. ვეუბნებოდი მათ, რომ ჩვენ უკეთესი სტადიონი გვქონდა და ჩვენთან ბრაიან რობსონი თამაშობდა, მაგრამ ისინი მეუბნებოდნენ, რომ სეზონი მე-11 ადგილზე დავასრულეთ, "ლივერპული" კი ჩემპიონი გახდა.

მეგონა, რომ სკოლის შემდეგ ეს კამათი დასრულდებოდა, მაგრამ ჯეიმი კარაგერი და მე დღესაც ხშირად ვკამათობთ ამ თემაზე.

არ დამავიწყდება დღე, როდესაც "ენფილდზე" პირველად შევდგი ფეხი "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში. მერსისაიდში მოხვედრისას მაშინვე გავიფიქრე, რომ მტრის ტერიტორიაზე ვიყავით. ძალიან რთული იქ თამაში. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივრები უკვე იწყებენ შენს მწყობრიდან გამოყვანას. კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ ეს განცდები გაკლდება ყველაზე მეტად.

ადრე ვამბობდი, რომ "ლივერპული" მძულდა და მას შემდეგ მართლაც არაფერი შეცვლილა, ეს გრძნობა სიძულვილზე მეტია. მე არასდროს ვინანებ იმ გოლის აღნიშვნას 2006 წელს.

ფეხბურთი ემოციაა. იუმორი, იმედგაცრუება, საშიშროება, აბსოლუტური ბედნიერება, აბსოლუტური განადგურება - ეს ის ემოციებია, რომლებსაც შენ მთელი კარიერის განმავლობაში განიცდი და მერწმუნეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი ვერაფერი გამოიწვევს თქვენში იმ ემოციებს, რასაც ფეხბურთი.

გარი ნევილი: "მეტი, ვიდრე სიძულვილი"

1999 წელს ტრებლის მოპოვების შემდეგ ცენტრალური მანჩესტერის ქუჩებში პარადი მოვაწყვეთ და მაშინ ბევრი ატირებული "იუნაიტედის" გულშემატკივარი დავინახე. მათ უყვართ ეს გუნდი, ისინი ცხოვრობენ "იუნაიტედით" და ჩემთვის ეს ყველაზე საამაყო მომენტი იყო, რადგანაც მე ვიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც მათ ეს ემოციები მოუტანა.

"იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება 1894 წლიდან იღებს სათავეს. მე მინდა, რომ ყოველი შემდეგი მატჩი იყოს დაძაბული და გარკვეულწილად ბინძური. თუ "ლივერპული" ბოლო წუთებზე "იუნაიტედს" გაუტანს და ამით მთელი "ენფილდი" დაინგრევა, ხოლო იურგენ კლოპი კი მანიაკის ღიმილით გაეშურება თავისი ფეხბურთელებისკენ მე ამას მივიღებ, რადგანაც ამ გუნდების დაპირისპირება ძალიან, ძალიან დიდია. ის ემოციებითაა სავსე.

სიგიჟე და წყურვილი - ეს ფეხბურთის ელემენტებია. ორივე ქალაქი ამით ცხოვრობს. ისინი განსხვავებულები არიან, მაგრამ მათ აერთიანებთ ფეხბურთისადმი სიყვარული.

იმავე წელს თასის გათამაშებაში "ლივერპულმა" რევანში აგვიღო "ენფილდზე". გულშემატკივრებმა მანქანის მინები ჩამიმსხვრიეს, მათ ჩვენ ყველა ვეზიზღებოდით. საშინელება ისაა, რომ ახლა მე ჯეიმი კარაგერთან ერთად მიწევს მუშაობა...

და კიდევ, ერთი რამ უნდა მოგითხროთ. რამდენიმე წლის წინ მუშები მყავდა ლივერპულიდან. როგორც გაირკვა მათ ჩემი სახლის ტერიტორიაზე "ლივერპულის" შარფი დამარხეს. სამწუხაროდ ეს შარფი ვერსად ვერ ვნახე და უფრო სამწუხარო ისაა, რომ მე დღეს იქ აღარ ვცხოვრობ. პატარა თხოვნა მაქვს და იმედია შემისრულებთ, თუნდაც რომ ასი წელი გავიდეს და ეს შარფი ნახოთ...

უბრალოდ დაწვით !
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: tupaca
21 სექტემბერი 2017 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ოჰ გარი რა ხარ :)) სისხლით მანჩესტერელი სამუდამოდ, მაგიტომ გაფასებ ;)
1
№2
ავტორი: shotkin
21 სექტემბერი 2017 23:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კარგი სტატია იყო მადლობა ავტორს, ვისიამოვნე
2
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 სექტემბერი 2017 00:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარი სტატიაა, მადლობა დავით!
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
22 სექტემბერი 2017 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ძან საინტერესო სტატია იყო გარი შენ ნადვილად მანჩესტერელი ხარ და იმედი მაქვს უკვე რო დაჯდები ტელევიზორთან ან სტადიონზე იქნები უყურებ შენი გუნდის წინ სვლებს ტრეპლეტებს და ბევრ დიდ გამარჯვებებს მართლაც რო ფეხბურთი და ჩვენი გუნდი დიდ სტიმულს გვაძლევს ცხოვრებაში ეს მეც ბევრჯერ განმიცდია ვარ 23 წლის და მახსოვს 2008 წელი აი მაშინ უკვე ემის ფანი ვიყავი იმ სეზონში დავიწყე მანჩეს ყურება მაგ წელს რო ყველაფერი მოვიგეთ ვაღიარე რო ნადვილად იმ გუნდის ქომაგი ვიყავი რომელიც ყოველ წელს ბალეშიკებს გაგვახარებდა თავისი წინ სვლით ამიტო როდესაც ლივერპულს ვეთამაშებით და რაცარუნდა დაძირული იყოს ლივერპული ეგ ისტორიული თამაშია და ყოველთვის უნდა მოუგოთ ისინიც როგორც ჩვენ ინგლისის რისხვები არიან და იქნებიან და ეგ ჩვენ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ამიტო უფრო მეტი მონდომება უფრო მეტი ჟილკა უნდა იყოს ვიდრე იყო აქამდე გუნდი ფეხზე დგას უკვე და აწი ყოველ წელს მინდა ვნახო როგორ დავჩაგრავთ ჩვენ მტრებს ლივერპულელებს მოვდივართ ლივერპულ მოემზადეთ დაიბომბოთ უნდა გაკოცეთ ემიუს ხალხო მე თვენეთ ვცოცხლობ თქვენ კი ჩვენით ამით ნათქვამია ყველაფერი
1
№5
ავტორი: PaLoMo
22 სექტემბერი 2017 01:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
არ ვიცი რა ვთქვა.მახსოვს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კერძოდ ბრაზილელი რონალდო და მის დუბლი გერმანიის კარში,რივალდო,რობერტო კარლოსი და რაგათქმაუნდა რონალდინიო მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი და ვფიქრობ მაგ ფეხბურთელებმა გამიძლიერეს ფეხბურთისადმი სიყვარული.დაახლოებით 2006-2007 წლიდან ვქომაგობ მანჩესტერ იუნაიტედს და მას შემდეგ ვცხოვრობ უნაიტედით.განსაკუთრებით სასიხარულო იყო 2008 წლის რუსეთში უჩლს ფინალში ჩელსის დამარჩხება და მაგ ტურნირის მოგება.სამწუხარო კი 2009-2010 წლებსჰი ბაყერნტან რო ვერ გავედით 1 ტაიმი 3:0 და მე2 ტაიმი 3:2 თორე მშინაც შეგვეძლო მაგ ტურნირის მოგება :/
გარის კი გამნსაკუთრებუკლად უყავრდა და უყვარს ჩვენის აამაყო გუნდი ჩHვენი მანჩესტერ იუნაიტედი.

ახლა რო გადავამოწმე 1 ტაიმი 3:1 დასრულებულა მე 3:0 მახსოვდა :/ თან კაცი გაგვიგდე სმაგ მატჩში და თუ არვცდებუი მაგ თამშში იყო ვალენსიას მარჯვენა წარბი გასიებული როქონდა და ცალი თვალით თამაშობდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: stepno
22 სექტემბერი 2017 04:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
umagresi kaci ;)) bolomde witeli da samudamod
0
№7
ავტორი: krekera
22 სექტემბერი 2017 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
გარის განსაკუთრებით უყვარს იუნაიტედი.... რა ემოციებით ხსნის )
0
№8
ავტორი: dachi_mu
22 სექტემბერი 2017 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
hahah :D didi siamovneba mivige amis wakitxvit :D :D :D madloba avtors
0
№9
ავტორი: WeAreUnited
22 სექტემბერი 2017 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
არა რა მაგიტო მევასები გარი
0
№10
ავტორი: levionok
22 სექტემბერი 2017 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ai vin aris legenda,sulit xorcamde,giyvardes iunaitedi avtomaturad nishnavs gdzuldes luzerpooli,es emociebis mozgvavebis didi sashvalebaa daazlovebit 1996-97 wlebis sezonidan vgulshematkivrob am gunds bevrjer simwris cremlebi mqonda da bevrjer sixarulis vuyurebdi chven legendebs da bednieri viyavi erti suli mqonda dila gatemebuliyo rom gavqceuliyavi gazetebis jixurtan da meyida 11X11 ze,sport inpo da msoplio sporti rom wamekitxa manchesterze yvelaperi (madhin interneti ki ara shuqi gvenatreboda)roca is 50 tetri ar iyo gazeti metida vtxovdi gamyidvels rom iqave wamekitxa da damebrunebina gazeti. me dzalian miyvars iunaitedi da chemi cxovrebis yvelaze didi ocneba oldtrafordia manchesteri-luzerpooli imedia ise ar wavigeb werils es natvra ar amixdes...madloba yvelas tqven vinc am saitis wevria vimc mushaobs am saitistvis vistanac erti gundis siyvaaruli gvaertianebs warmatebebs gisurvebt yvelas!!!
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top