თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2017, 23:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3497,
კომენტარები: 16
გარი ნევილი: "მეტი, ვიდრე სიძულვილი"
გარი ნევილი "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე.
გარი ნევილი:
89 წუთის განმავლობაში (საუბარია 2006 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაზე "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის) "ლივერპულის" ქომაგები ჩემზე და დედაჩემზე უსიამოვნო სიმღერებს მღეროდნენ. ანგარიში 0:0 იყო, როცა შეხვედრის ბოლოსკენ საჯარიმო დარტყმის უფლება მოვიპოვეთ, ბურთთან რაიან გიგზი იდგა. გულშემატკივრები ისე ხმაურობდნენ არაფრის გაგონება არ შემეძლო.

ასეთ სიტუაციებში მთელი შენი მოძრაობა, ფიქრები, კონცენტრაცია რაღაც სხვა ახალ დონეზე გადადის. "ლივერპულთან" შეხვედრა არ ჰგავს "არსენალთან" ან "ჩელსისთან" ან კიდეც "სიტისთან" შეხვედრას. თითქოს შენი სხეული ვეღარ იტევს კონცენტრირებას, დაძაბულობა არანორმალურია.

ეს ის მატჩია, რომელზეც შენ ფიქრს 2 კვირით ადრე იწყებ, მთელი კვირის განმავლობაში ელოდები და მთლიანად ემზადები მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე. თუ შეძლებ და მოუგებ "ლივერპულს" ეს სეზონის საუკეთესო დღე იქნება, თუ წააგებ ეჭვგარეშეა რომ ყველაზე ცუდი.

90-ე წუთზე გიგზის ჩაწოდების შემდეგ რიომ გოლის გატანა მოახერხა და სტადიონიც აფეთქდა. მაშინვე "ლივერპულის" გულშემატკივრების სექტორისკენ გავიქეცი, ეს ინსტიქტი იყო.

60 იარდი ვირბინე იმისთვის, რომ მათ თვალწინ აღმენიშნა გოლი. 89 წუთის განმავლობაში მე ვუყურებდი მათ სახეებს. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მღეროდნენ, მაგრამ ახლა მათ სახეზე არანაირი ემოცია აღარ შეინიშნებოდა გარდა იმედგაცრუებისა. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტი იყო.

ფედერაციამ 5000 ფუნტით დამაჯარიმა, მაგრამ სიამოვნებისგან მზად ვიყავი ეს ჯარიმა ასჯერ და ათასჯერ გადამეხადა.

მახსოვს, რომ მაშინ სერიოზულმა ხალხმა ჩემს ამ საქციელს ბავშვური უწოდა და ისინი მართლებიც იყვნენ, მაგრამ ფეხბურთი ხომ ზუსტად ეს ემოციებია ?

ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, თუ როგორ დავყავდი მამას ბავშვობაში "ოლდ ტრაფორდზე". მაშინ 5 თუ 6 წლის ვიყავი. ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს მალე მივიდოდით თუ არა. როდესაც "ბარტონ ბრიჯი" გავიარეთ ვიცოდი, რომ სადღაც 10 წუთში უკვე "ოლდ ტრაფორდზე" ვიქნებოდით. სტადიონის კონტურები გამოჩნდა თუ არა გული საოცრად ამიჩქარდა. პარკირების გადასახადი გადავიხადეთ, Marine Grill-ში ღვეზელი და ჩიფსები შევიძინეთ და ტრიბუნებისკენ გავეშურეთ.

მერწმუნეთ ყველაფერს გავცემდი იმისთვის, რომ 1 დღით კვლავ მომცემოდა "ოლდ ტრაფორდის" შესასვლელთან მამასთან და სხვა გულშემატკივრებთან ერთად ყოფნა. მაშინ სტადიონზე "ელექტრული" ატმოსფერო იყო, რაღაც განსაკუთრებული. ეს ის ემოციები იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

ყოველ შაბათს დავდიოდით აქ. მამაჩემს უყვარდა ლუდის სმა და მეგობრებთან ერთად ლაპარაკი. როდესაც წამოვიზარდე მას მეგობრებთან ერთად ვტოვებდი და მარტო გავუყვებოდი ხოლმე გზას. "კეის" ტრიბუნაზე ვსხდებოდით საიდანაც მთელი "ოლდ ტრაფორდი" იშლებოდა მწვანე-ნათელი გაზონით წითელი ტრიბუნებით. რამდენიმე საათით ადრე მოვდიოდი და ვაკვირდებოდი თუ როგორ ივსებოდა გულშემატკივრებით "ოლდ ტრაფორდი". ირგვლივ ნაცნობი სახეები, ეს სასწაული იყო.

ჩემთვის ეს ყველაფერი დაუვიწყარი იყო. მამაჩემს რომ "ბოლტონის" ან "სიტის" თამაშებზე წავეყვანე დღეს მათი გულშემატკივარი ვიქნებოდი. მადლობა ღმერთს, რომ მამა "იუნაიტედს" გულშემატკივრობდა.

სამწუხაროდ, მაშინ "იუნაიტედს" მძიმე პერიოდი ედგა. 80-იან წლებში გავიზარდე და იმ დროისთვის ინგლისში სწორედ "ლივერპული" დომინირებდა. "ბერი"-ში ჩემი თანაკლასელების უმრავლესობა "ლივერპულს" გულშემატკივრობდა და მათგან ხშირად ვიჩაგრებოდი ხოლმე, ბევრს ვკამათობდით. ჩვენი ქალაქი მანჩესტერთან უფრო ახლოს იყო ვიდრე ლივერპულთან, მაგრამ ბავშვების უმეტესობა ხომ სწორედ იმას გულშემატკივრობს ვინც ცხრილის სათავეშია. დღეს ჩრდილოეთში უკვე ბევრი ბავშვია, რომელიც "ჩელსის" ფორმას ატარებს.

როგორ აღვნიშნე გამუდმებით ვეკამათებოდი ჩემს თანაკლასელებს. ვეუბნებოდი მათ, რომ ჩვენ უკეთესი სტადიონი გვქონდა და ჩვენთან ბრაიან რობსონი თამაშობდა, მაგრამ ისინი მეუბნებოდნენ, რომ სეზონი მე-11 ადგილზე დავასრულეთ, "ლივერპული" კი ჩემპიონი გახდა.

მეგონა, რომ სკოლის შემდეგ ეს კამათი დასრულდებოდა, მაგრამ ჯეიმი კარაგერი და მე დღესაც ხშირად ვკამათობთ ამ თემაზე.

არ დამავიწყდება დღე, როდესაც "ენფილდზე" პირველად შევდგი ფეხი "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში. მერსისაიდში მოხვედრისას მაშინვე გავიფიქრე, რომ მტრის ტერიტორიაზე ვიყავით. ძალიან რთული იქ თამაში. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივრები უკვე იწყებენ შენს მწყობრიდან გამოყვანას. კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ ეს განცდები გაკლდება ყველაზე მეტად.

ადრე ვამბობდი, რომ "ლივერპული" მძულდა და მას შემდეგ მართლაც არაფერი შეცვლილა, ეს გრძნობა სიძულვილზე მეტია. მე არასდროს ვინანებ იმ გოლის აღნიშვნას 2006 წელს.

ფეხბურთი ემოციაა. იუმორი, იმედგაცრუება, საშიშროება, აბსოლუტური ბედნიერება, აბსოლუტური განადგურება - ეს ის ემოციებია, რომლებსაც შენ მთელი კარიერის განმავლობაში განიცდი და მერწმუნეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი ვერაფერი გამოიწვევს თქვენში იმ ემოციებს, რასაც ფეხბურთი.

გარი ნევილი: "მეტი, ვიდრე სიძულვილი"

1999 წელს ტრებლის მოპოვების შემდეგ ცენტრალური მანჩესტერის ქუჩებში პარადი მოვაწყვეთ და მაშინ ბევრი ატირებული "იუნაიტედის" გულშემატკივარი დავინახე. მათ უყვართ ეს გუნდი, ისინი ცხოვრობენ "იუნაიტედით" და ჩემთვის ეს ყველაზე საამაყო მომენტი იყო, რადგანაც მე ვიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც მათ ეს ემოციები მოუტანა.

"იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება 1894 წლიდან იღებს სათავეს. მე მინდა, რომ ყოველი შემდეგი მატჩი იყოს დაძაბული და გარკვეულწილად ბინძური. თუ "ლივერპული" ბოლო წუთებზე "იუნაიტედს" გაუტანს და ამით მთელი "ენფილდი" დაინგრევა, ხოლო იურგენ კლოპი კი მანიაკის ღიმილით გაეშურება თავისი ფეხბურთელებისკენ მე ამას მივიღებ, რადგანაც ამ გუნდების დაპირისპირება ძალიან, ძალიან დიდია. ის ემოციებითაა სავსე.

სიგიჟე და წყურვილი - ეს ფეხბურთის ელემენტებია. ორივე ქალაქი ამით ცხოვრობს. ისინი განსხვავებულები არიან, მაგრამ მათ აერთიანებთ ფეხბურთისადმი სიყვარული.

იმავე წელს თასის გათამაშებაში "ლივერპულმა" რევანში აგვიღო "ენფილდზე". გულშემატკივრებმა მანქანის მინები ჩამიმსხვრიეს, მათ ჩვენ ყველა ვეზიზღებოდით. საშინელება ისაა, რომ ახლა მე ჯეიმი კარაგერთან ერთად მიწევს მუშაობა...

და კიდევ, ერთი რამ უნდა მოგითხროთ. რამდენიმე წლის წინ მუშები მყავდა ლივერპულიდან. როგორც გაირკვა მათ ჩემი სახლის ტერიტორიაზე "ლივერპულის" შარფი დამარხეს. სამწუხაროდ ეს შარფი ვერსად ვერ ვნახე და უფრო სამწუხარო ისაა, რომ მე დღეს იქ აღარ ვცხოვრობ. პატარა თხოვნა მაქვს და იმედია შემისრულებთ, თუნდაც რომ ასი წელი გავიდეს და ეს შარფი ნახოთ...

უბრალოდ დაწვით !
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
22 სექტემბერი 2017 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol avtor yoveltvis sainteresoa msgavsi statiebii
0
№12
ავტორი: gache1991
22 სექტემბერი 2017 13:30
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს კაცია მაგალითი როგორ შეილება გახდე ნაკლები ნიჭით ტექნიკით ნაკლები პასი კულტურით ან დარტყმის უქონლობით,გუნდის ლეგენდა იმით რო გუნდი და მისი გულშემატკივრები მთელი გულით და არსებით გიყვარს და იცი სად ხარ და რატო ხარ..ზუსტად ამ პრინციპით,მიუხედავად იმისა რო ამაზე მეტად განათლებული მგონია ერერა(საფეხბურთო)ამაზე მეტი ტექნიკაც აქ პასიც,ეგ ბიჭიც შევა ამ გუნდის ისტორიაში,იმიტო რო დღეს ვინც არი გუნდშI მათ შორის ყველაზე მეტად ესმის სად არი რა გუნდში,და ასე შემდეგ..
0
№13
ავტორი: pogba.
22 სექტემბერი 2017 14:25
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მადლობა ავტორს. ლივერპული საძულველი მეტოქეა და ყოველთვის ყველაზე დაძაბული თამაში გამოდის ლივერპულთან
0
№14
ავტორი: kantona-7
22 სექტემბერი 2017 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: levionok
ai vin aris legenda,sulit xorcamde,giyvardes iunaitedi avtomaturad nishnavs gdzuldes luzerpooli,es emociebis mozgvavebis didi sashvalebaa daazlovebit 1996-97 wlebis sezonidan vgulshematkivrob am gunds bevrjer simwris cremlebi mqonda da bevrjer sixarulis vuyurebdi chven legendebs da bednieri viyavi erti suli mqonda dila gatemebuliyo rom gavqceuliyavi gazetebis jixurtan da meyida 11X11 ze,sport inpo da msoplio sporti rom wamekitxa manchesterze yvelaperi (madhin interneti ki ara shuqi gvenatreboda)roca is 50 tetri ar iyo gazeti metida vtxovdi gamyidvels rom iqave wamekitxa da damebrunebina gazeti. me dzalian miyvars iunaitedi da chemi cxovrebis yvelaze didi ocneba oldtrafordia manchesteri-luzerpooli imedia ise ar wavigeb werils es natvra ar amixdes...madloba yvelas tqven vinc am saitis wevria vimc mushaobs am saitistvis vistanac erti gundis siyvaaruli gvaertianebs warmatebebs gisurvebt yvelas!!!

გენაცვქლე ჩემო ძმაო გულში ისეთი რაღაცეები გიწერია მეგონა მედავწერე <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№15
ავტორი: temo-scholes
22 სექტემბერი 2017 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: levionok
ai vin aris legenda,sulit xorcamde,giyvardes iunaitedi avtomaturad nishnavs gdzuldes luzerpooli,es emociebis mozgvavebis didi sashvalebaa daazlovebit 1996-97 wlebis sezonidan vgulshematkivrob am gunds bevrjer simwris cremlebi mqonda da bevrjer sixarulis vuyurebdi chven legendebs da bednieri viyavi erti suli mqonda dila gatemebuliyo rom gavqceuliyavi gazetebis jixurtan da meyida 11X11 ze,sport inpo da msoplio sporti rom wamekitxa manchesterze yvelaperi (madhin interneti ki ara shuqi gvenatreboda)roca is 50 tetri ar iyo gazeti metida vtxovdi gamyidvels rom iqave wamekitxa da damebrunebina gazeti. me dzalian miyvars iunaitedi da chemi cxovrebis yvelaze didi ocneba oldtrafordia manchesteri-luzerpooli imedia ise ar wavigeb werils es natvra ar amixdes...madloba yvelas tqven vinc am saitis wevria vimc mushaobs am saitistvis vistanac erti gundis siyvaaruli gvaertianebs warmatebebs gisurvebt yvelas!!!

საერთოდ ხშირად არ ვაკომენტარებ ხოლმე აქ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა უეჩველი უნდა დავწერო... რადგან შენი კომენტარი რომ წავიკითხე ადამიანობას ვფიცავარ მეგონა ვიგაცა ჩემი ცხოვრების ფრაგმენტებს ასახავდა... ჯიხურთან ფეხზე დამდგარი რამდენჯერ წამიკითხავს გაზეთები იმ იმედით რომ რამე ახალს წავიკითხავდი ჩვენს გუნდზე ან ბიჭებზე ... ამას ქვია ერთი დიდი ოჯახის ძალიან დიდი და საერთო სიყვარული...!! <3
0
№16
ავტორი: Tato4
4 ოქტომბერი 2017 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
საღოლ :დ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top