თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2017, 20:33
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2690,
კომენტარები: 12
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაში, ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ''ბარტონ ალბიონი'' დამაჯერებელი ანგარიშით, 4–1 დაამარცხა. ჯესი ლინგარდმა და ენტონი მარსიალმა თითო გოლით თავი გამოიჩინეს, ხოლო მარკუს რაშფორდმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

ბედნიერი მარსიალის თამაშით

''ენტონიმ აკეთა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. მან ბევრი საოცარი მოძრაობა გვაჩვენა, ის ყოველთვის ბედნიერია თამაშით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია Carabao cup-ის პატივისცემა

''თუ ჩემპიონატი ოფიციალურია, ეს ნიშნავს, რომ თავისთავად მნიშვნელოვანია, როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. თუ მკითხავთ, იქნებოდა თუ არა სეზონი უკეთესი ამ თასის გარეშე, დიახ, რადგან ჩვენ უფრო მეტად გადავერთვებოდით ევრო ტურნირებზე. ''იუნაიტედი'' ამ ტურნირზე მონაწილეობს, ასე რომ პატივი უნდა ვცეთ სპონსორებსა და ოპონენტებს.''

პროფესიონალურად ჩატარებული მატჩი

''ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი საქმე. არ იყო ფენომენალური წარმოდგენა, მაგრამ გუნდმა სოლიდური თამაში აჩვენა. მოთამაშეთა უმეტესობას სჭირდებოდა 90 წუთი სათამაშოდ, რადგან მათ არ უწევთ ამ სეზონში რეგულარულად თამაში. ვფიქრობ, ჩვენი საქმე გავაკეთეთ პროფესიონალურად.''

ყველაზე სასიამოვნო ფაქტორია, სერიოზული მიდგომა მატჩისადმი

''ფეხბურთელები მატჩს სერიოზულად მიუდგნენ. ანგარიშის გახსნის შემდეგაც, ისინი ცდილობდნენ თამაშის მოკვლას. გუნდს ეტყობოდა, რომ სურდა ტურნირში ასპარეზობა. პროფესიონალიზმი და თამაშისადმი სერიოზული მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ყველაზე მეტად მომეწონა.''

''იუნაიტედის'' მომდევნო მეტოქე ''სუონსია'', რომელსაც გუნდი 24 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

წყარო: www.manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
21 სექტემბერი 2017 20:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
*23-შია თამაში
0
№2
ავტორი: pogba.
21 სექტემბერი 2017 20:43
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ციტატა: SANDROGRIGA
*23-შია თამაში

24 წერია http://www.flashscore.com–ზე. skyzec 24 წერია
0
№3
ავტორი: stepno
21 სექტემბერი 2017 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად მომეწონა თამაში love
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 სექტემბერი 2017 21:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: pogba.
ციტატა: SANDROGRIGA
*23-შია თამაში

24 წერია http://www.flashscore.com–ზე. skyzec 24 წერია


ოფიციალურზე 23 წერია, რავი 23შია მგონი wink
0
№5
ავტორი: PaLoMo
21 სექტემბერი 2017 21:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
რაც მეტი ტიტული იქნება მიტ უკეტესი,მაგრამ ძალებია დასაზოგი წელს მინიმუმ 1/4 ფინალი მაინც გვინდა ლიგაზე .

რა შეტევასაც ველოდი ის დამხვდა ზუსტად.გამიხარდა მარტიალი და მარკუსი ერთად რო დავინახე მოედანზე.9იანზე კარგი იყო მარკუსიი მე მაინც ვტვლი,რომ მისი პოიზიცაა 9იანი.
მარტიალს რაც შეეხეხება ვფიქრობ უბრუნდება თავდაჯერებულობა და იმედი მაქვს ძირითადის მოთამაშედ იქცევა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: ikeoni
21 სექტემბერი 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi joze sheni imedi gvaq❤️
0
№7
ავტორი: Svanchester
22 სექტემბერი 2017 02:06
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
გვეიმედები
0
№8
ავტორი: sandroo
22 სექტემბერი 2017 07:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ეს კარაბაო თასი რაღაა. ადრე ქომუნითი შილდს და ლიბერთი ქაფს ვთამაშობდით მგონი, ეხა მესამეც დაგვემატა?
0
№9
ავტორი: dachi_mu
22 სექტემბერი 2017 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: sandroo
ეს კარაბაო თასი რაღაა. ადრე ქომუნითი შილდს და ლიბერთი ქაფს ვთამაშობდით მგონი, ეხა მესამეც დაგვემატა?

yvela ertidaigivea ubralod saxeli sheecvala da ecvleba xshirad..
0
№10
ავტორი: iuristi
22 სექტემბერი 2017 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ერთი შეკითხვა მაქვს:მოურინიოს რომ მაიკა აცვია იმას ქართული ო -ასო აწერია თუ მე მეჩვენება?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top