თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2017, 20:33
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2695,
კომენტარები: 12
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაში, ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ''ბარტონ ალბიონი'' დამაჯერებელი ანგარიშით, 4–1 დაამარცხა. ჯესი ლინგარდმა და ენტონი მარსიალმა თითო გოლით თავი გამოიჩინეს, ხოლო მარკუს რაშფორდმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

ბედნიერი მარსიალის თამაშით

''ენტონიმ აკეთა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. მან ბევრი საოცარი მოძრაობა გვაჩვენა, ის ყოველთვის ბედნიერია თამაშით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია Carabao cup-ის პატივისცემა

''თუ ჩემპიონატი ოფიციალურია, ეს ნიშნავს, რომ თავისთავად მნიშვნელოვანია, როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. თუ მკითხავთ, იქნებოდა თუ არა სეზონი უკეთესი ამ თასის გარეშე, დიახ, რადგან ჩვენ უფრო მეტად გადავერთვებოდით ევრო ტურნირებზე. ''იუნაიტედი'' ამ ტურნირზე მონაწილეობს, ასე რომ პატივი უნდა ვცეთ სპონსორებსა და ოპონენტებს.''

პროფესიონალურად ჩატარებული მატჩი

''ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი საქმე. არ იყო ფენომენალური წარმოდგენა, მაგრამ გუნდმა სოლიდური თამაში აჩვენა. მოთამაშეთა უმეტესობას სჭირდებოდა 90 წუთი სათამაშოდ, რადგან მათ არ უწევთ ამ სეზონში რეგულარულად თამაში. ვფიქრობ, ჩვენი საქმე გავაკეთეთ პროფესიონალურად.''

ყველაზე სასიამოვნო ფაქტორია, სერიოზული მიდგომა მატჩისადმი

''ფეხბურთელები მატჩს სერიოზულად მიუდგნენ. ანგარიშის გახსნის შემდეგაც, ისინი ცდილობდნენ თამაშის მოკვლას. გუნდს ეტყობოდა, რომ სურდა ტურნირში ასპარეზობა. პროფესიონალიზმი და თამაშისადმი სერიოზული მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ყველაზე მეტად მომეწონა.''

''იუნაიტედის'' მომდევნო მეტოქე ''სუონსია'', რომელსაც გუნდი 24 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

წყარო: www.manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
22 სექტემბერი 2017 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მეორე კამანდამ ითამაშოს ეს თასი და თუ მოიგებენ ჰომ კარგი,თუ არადა ტრაგედია არ იქნება.
0
№12
ავტორი: pogba.
22 სექტემბერი 2017 14:12
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ციტატა: sandroo
ეს კარაბაო თასი რაღაა. ადრე ქომუნითი შილდს და ლიბერთი ქაფს ვთამაშობდით მგონი, ეხა მესამეც დაგვემატა?

ყოფილი EFL cup შარშან საუთჰემპტონს რო მოვუგეთ ფინალში ეგ თასია სახელი შეეცვალა მარტო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top