თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2017, 17:00
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 1908,
კომენტარები: 12
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო "ევერტონთან" მატჩის წინ.
მოურინიო მატჩის წინ
"ევერტონთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

რუნი ლეგენდაა

"დღეს სიტყვა "ლეგენდას" მარტივად იყენებენ, მაგრამ ეს შემთხვევა ნამდვილად არ ეხება უეინს, რადგანაც ის ნამდვილადაა ლეგენდა. რიცხვები ყველაფერზე მიანიშნებენ, რუნი ლეგენდაა და მას გულშემატკივრები განსაკუთრებულად დახვდებიან."

"მატჩის შემდგომ და მანამდეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. მან იცის თუ სად ვარ მე, კარზე დაკაკუნება საჭირო არ არის, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ."

"მატჩამდე და მატჩის შემდგომ მას გულშემატკივრებისგან თანადგომა არ მოაკლდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მატჩის განმავლობაში ის "ევერტონის" ფეხბურთელია და გამარჯვებისთვის იბრძოლებს."

ბოლო ცნობები ტრავმებზე

"პოგბა ტრავმირებულია, კვირას ის ვერ ითამაშებს. არ ვიცი ზუსტად თუ რამდენი ხნით ვერ დაგვეხმარება ის, მაგრამ ვიცით, რომ მის გარეშე რამდენიმე მატჩის ჩატარება მოგვიწევს."

"ჩვენ ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ თავდაჯერებულნი ვართ. არიან ფეხბურთელები რომლებიც მზად არიან თავის გამოსაჩენად, ამიტომ ჩვენ პოგბას გარეშე შევძლებთ თამაშს."

"შოუ ტრავმირებული აღარაა, მას მხოლოდ ფორმაში ჩადგომა ესაჭიროება მოედანზე დასაბრუნებლად. მარკოს როხოს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის, მაგრამ მის სრულად გამოჯანმრთელებას კვლავ სჭირდება რამდენიმე თვე."

ლუკაკუ

"ლუკაკუ კარგია, კარგია გუნდიც, ისინი კარგად თამაშობენ. მას კარგი შედეგები აქვს, თუმცა გასაუმჯობესებელი კვლავ ბევრია. დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ რაც ის ჩვენთან მოვიდა, ამიტომ დროსთან ერთად ლუკაკუ კიდევ უფრო ძლიერი გახდება."

"კარიერის მნიშვნელოვან და სწორ ეტაპზე მან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო "ევერტონის" დატოვებით. მას უკვე აქვს საკმარისი გამოცდილება და დრო იყო, რომ რომელუს ახალი გამოწვევა მიეღო."

"ევერტონი"

"ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ცუდად თამაშობენ არაფერს ცვლის. მათ გუნდში უდიდესი ინვესტიცია ჩადეს და დარწმუნებული ვარ მათი მთავარი მიზანი ოთხეულისთვის ბრძოლა იქნება. კვირას კიდევ ერთი ურთულესი მატჩი გველის."
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
15 სექტემბერი 2017 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
es tu moviget mou <3 bevri kritikosi miijvsvs :)
0
№2
ავტორი: qamari
15 სექტემბერი 2017 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ჩვენთან სუყველა გაორმაგებული ენერგიით იბრძვის ,რაც ძალიან სასარგებლოა განვითარებისთვის.ევერტონთან ქულების დაკარგვა არანაირად შეიძლება ,ამიტომ მოდუნება არ შეიძლება.2:0 ან 3:0
0
№3
15 სექტემბერი 2017 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 187
რუნი ბრუნდება მიდი შრეეეეეეკ

ციტატა: qamari
ჩვენთან სუყველა გაორმაგებული ენერგიით იბრძვის ,რაც ძალიან სასარგებლოა განვითარებისთვის.ევერტონთან ქულების დაკარგვა არანაირად შეიძლება ,ამიტომ მოდუნება არ შეიძლება.2:0 ან 3:0

1-1 და რუნი გაიტანს
0
№4
ავტორი: Manuille
15 სექტემბერი 2017 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 162
gasvlaze yoveltvis rtulia evertontan miuxedavad cudi startisa
0
№5
ავტორი: giorgi_mg
15 სექტემბერი 2017 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1442
უნდა ვისარგებლოთ ევერტონის ცუდი ფორმით და უნდა მოვუგოთ 0:2
0
№6
ავტორი: JuanMata
15 სექტემბერი 2017 20:19
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2049
მგონი ადვილად მოვუგებთ, არეული გუნდია, დიდი ანგარიშიც შეგვიძლია დავდოთ, საინტერესოა პოგბას გარეშე როგორ ვიქნებით.
მატიჩს შეუძლია შეტევა დაიწყოს ბურთები ანაწილოს, ერერა ან ფელაინი კარგი ჩამშლელები არიან, მოკლედ ნახევარდაცვაში არ გაგვიჭირდებდა და საერთოდაც კარგი შემადგენლობა და სკამი გვაქვს, მთავარია ამისგან რაღაც შედეგი მივიღოთ.

ლუკაკუს გოლები კი გააქვს მაგრამ ისეთი არაა, როგორიც ევერტონში იყო, ნუ თამაშის სტილიც სხვანაირი გვაქვს, მაგრამ იმედია რომ დროსთან ერთად კიდევ უფრო უკეთსი გახდება. ლუკ შოუც მაინტერესებს ამ სეზონში, ეგ თუ ფორმაში ჩადგა, ძაან მაგარი მცველია, წინაც და უკანაც კარგად თამაშობს და მაგარი სიჩქარე აქვს.
0
№7
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7866
Aucileblad unda movigot aucileblad
0
№8
ავტორი: dato321dato
15 სექტემბერი 2017 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
iozilze daiwera ragac da vinmem icis raxdeba??
1
№9
ავტორი: SANDROGRIGA
15 სექტემბერი 2017 21:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7956
რუნის დახვედრა ცალკე სანახაობა იქნება
0
№10
ავტორი: Svani
15 სექტემბერი 2017 21:38
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2792
ეს 3 ქულა აუცილებლად გვჭირდება,რატომღაც მგონია რო მოვუგებთ უპრობლემოდ..თუმცაღა ევერტონ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

12 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი
ალკმაარი
ევროპა ლიგა
15 დეკემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
18 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი
კოლჩესტერი
ინგლისის ლიგის თასი
ალკმაარი12 დეკემბერი
ევერტონი15 დეკემბერი
კოლჩესტერი18 დეკემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

7 დეკემბერი 2019, 21:30
სიტი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
4 დეკემბერი 2019, 23:30
იუნაიტედი2
ტოტენჰემი1
პრემიერ ლიგა
1 დეკემბერი 2019, 20:30
იუნაიტედი2
ასტონ ვილა2
პრემიერ ლიგა
სიტი7 დეკემბერი
ტოტენჰემი4 დეკემბერი
ასტონ ვილა1 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top