თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2017, 17:00
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2731,
კომენტარები: 12
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო "ევერტონთან" მატჩის წინ.
მოურინიო მატჩის წინ
"ევერტონთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

რუნი ლეგენდაა

"დღეს სიტყვა "ლეგენდას" მარტივად იყენებენ, მაგრამ ეს შემთხვევა ნამდვილად არ ეხება უეინს, რადგანაც ის ნამდვილადაა ლეგენდა. რიცხვები ყველაფერზე მიანიშნებენ, რუნი ლეგენდაა და მას გულშემატკივრები განსაკუთრებულად დახვდებიან."

"მატჩის შემდგომ და მანამდეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. მან იცის თუ სად ვარ მე, კარზე დაკაკუნება საჭირო არ არის, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ."

"მატჩამდე და მატჩის შემდგომ მას გულშემატკივრებისგან თანადგომა არ მოაკლდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მატჩის განმავლობაში ის "ევერტონის" ფეხბურთელია და გამარჯვებისთვის იბრძოლებს."

ბოლო ცნობები ტრავმებზე

"პოგბა ტრავმირებულია, კვირას ის ვერ ითამაშებს. არ ვიცი ზუსტად თუ რამდენი ხნით ვერ დაგვეხმარება ის, მაგრამ ვიცით, რომ მის გარეშე რამდენიმე მატჩის ჩატარება მოგვიწევს."

"ჩვენ ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ თავდაჯერებულნი ვართ. არიან ფეხბურთელები რომლებიც მზად არიან თავის გამოსაჩენად, ამიტომ ჩვენ პოგბას გარეშე შევძლებთ თამაშს."

"შოუ ტრავმირებული აღარაა, მას მხოლოდ ფორმაში ჩადგომა ესაჭიროება მოედანზე დასაბრუნებლად. მარკოს როხოს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის, მაგრამ მის სრულად გამოჯანმრთელებას კვლავ სჭირდება რამდენიმე თვე."

ლუკაკუ

"ლუკაკუ კარგია, კარგია გუნდიც, ისინი კარგად თამაშობენ. მას კარგი შედეგები აქვს, თუმცა გასაუმჯობესებელი კვლავ ბევრია. დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ რაც ის ჩვენთან მოვიდა, ამიტომ დროსთან ერთად ლუკაკუ კიდევ უფრო ძლიერი გახდება."

"კარიერის მნიშვნელოვან და სწორ ეტაპზე მან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო "ევერტონის" დატოვებით. მას უკვე აქვს საკმარისი გამოცდილება და დრო იყო, რომ რომელუს ახალი გამოწვევა მიეღო."

"ევერტონი"

"ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ცუდად თამაშობენ არაფერს ცვლის. მათ გუნდში უდიდესი ინვესტიცია ჩადეს და დარწმუნებული ვარ მათი მთავარი მიზანი ოთხეულისთვის ბრძოლა იქნება. კვირას კიდევ ერთი ურთულესი მატჩი გველის."
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: keano16
16 სექტემბერი 2017 06:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
მარსიალის და რეშფორდის გოლებით 2-0 მგონია თუ არადა 2-1 რუნიმ თუ გაგვიტანა არ მეწყინება პირიქით. ისე არ გაგიკვირდეთ რომ აღნიშნოს
0
№12
ავტორი: stepno
16 სექტემბერი 2017 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ra otxeuli?? maqsimum 1 eulshi shevides wels evertoni
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top