თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2017, 11:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2362,
კომენტარები: 16
მატჩები, რომლებიც პოგბამ შეიძლება გამოტოვოს
ფრანგი მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.
მატჩები, რომლებიც პოგბამ შეიძლება გამოტოვოს
შესაძლოა, პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" რვა შეხვედრა გამოტოვოს.

24 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბაზელის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის მე-19 წუთზე მიიღო დაზიანება და ექვს კვირას იუქმებს.

მატჩის შემდეგ პოგბამ "ოლდ ტრაფორდი" ყავარჯნებით დატოვა "იუნაიტედი" საბოლოო დიაგნოზს გუშინდელი დღიდან ელოდება, მაგრამ მედიის ცნობით ფრანგი ოქტომბრის ბოლომდე ვერ შეძლებს დაბრუნებას.

პოგბამ "ინსტაგრამის" გვერდზე ატვირთა თავისი ფოტო, სადაც ყავარჯნებით დგას თავისი დედისა და ტყუპი ძმების, ფლორენტინისა და მატიასის გარემოცვაში.

თან დაწერა: "როცა იცი, რომ ყველა კარგად იქნება". მისი პოსტი ანტონიო ვალენსიამ, ერიკ ბაიიმ და ჯესი ლინგარდმა მოიწონეს.

მოსალოდნელია, რომ პოგბა მიმდინარე თვეში დარჩენილ ხუთივე მატჩს გამოტოვებს და ასევე ოქტომბრის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გასვლით მატჩს.

"იუნაიტედი" კვირას პრემიერ ლიგის ეგიდით "ევერტონს" უმასპინძლებს, შემდეგ კი ინგლისის თასზე ჩემპიონშიპის კლუბ "ბარტონ ალბიონს" მიიღებს. თითქმის ცხადია, რომ პოგბა ვერც ერთ მატჩში ვერ ითამაშებს.

23 სექმტებერს ჟოზე მოურინიოს გუნდი "საუთჰემპტონს" ეწვევა, 4 დღეში კი მოსკოვში ცსკა-ს ეთამაშება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში. თვეს კი "იუნაიტედი" 30 რიცხვში ასრულებს ლონდონში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ.

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში "წითლებს" არ ექნებათ მატჩი, ვინაიდან საერთაშორისო შესვენება მოდის, ხოლო 14 ოქტომბერს "ენფილდზე" "ლივერპულს" ეწვევიან, 4 დღეში კი პორტუგალიაში "ბენფიკას". მოსალოდნელია, რომ პოგბა ვერც ამ მატჩებში ითამაშებს და სავარაუდოდ იგი ვერც 21 ოქტომბერს გავა მოედანზე "ჰადერსფილდ თაუნის" წინააღმდეგ.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
15 სექტემბერი 2017 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
samwuxaroa da sashinelebaa, magram aba exla matichi erera rqvenicit tqve chemanaleboo :-D ar shearcxvinot saxeli.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 სექტემბერი 2017 11:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიდი დანაკლისია, თან ვერ ვიტყვით რო იოლი მატჩებია წინ
0
№3
ავტორი: dachi_mu
15 სექტემბერი 2017 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
:D :D :D nu amowyvited exla yvelaferi :D
1
№4
ავტორი: giorgi_mg
15 სექტემბერი 2017 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სერიოზულია არ არისო და აბა ეს რა გამოდის?! დაგვაკლდება, 3-4 თამაშს კიდე გადავიტანდით ადვილად როგორმე
0
№5
ავტორი: giorgiginturi
15 სექტემბერი 2017 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ioli matchebi ar gvaqvs; magram iolad unda gavumklavdet tu taime pretenziaaqvs gundsn. tuarada modi vagiarot ratqmaunda pogba didi dzalaa mara ara gadamwyveti figura..
ereras ndoba sheidzleba mgoni..
0
№6
ავტორი: Tyeshela
15 სექტემბერი 2017 13:10
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
გასაგებია პოგბას იმედიაქვს ყველას მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ მაინც ვერ ჩამოყალიბდა დაკვანძო ფიგურად გუნდში. შესაბამისად თავისუფლად შეიძლება შეცვლა. ისეთი მოთამაშე მაინც ვერაა რო იუნაიტედმა მის გარეშე ვერ შეძლოს თამაში. მოკლედ სტადიონზე ერთპიროვნული ლიდერის როლს ვერ ასრულებს
2
№7
ავტორი: Phil Jones
15 სექტემბერი 2017 14:36
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მაინც მგონია და იმედი მაქვს ლუზრებთან იქნება, სხვა არ მაინტერესებს დიდად.
0
№8
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2017 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Varaudia jer Es yvelaferi joze ityvis Ra dges
0
№9
ავტორი: gaga1987
15 სექტემბერი 2017 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ცუდია მაგრამ რას ვიზამთ.ფელა და ჰერერა თუნდაც კერიკი
0
№10
ავტორი: giorgi_mg
15 სექტემბერი 2017 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფელა კარგ ფორმაშია, ალბათ უმეტეს ეგ ჩაატარებს ვიდრე ერერა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top