თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2017, 11:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2365,
კომენტარები: 16
მატჩები, რომლებიც პოგბამ შეიძლება გამოტოვოს
ფრანგი მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.
მატჩები, რომლებიც პოგბამ შეიძლება გამოტოვოს
შესაძლოა, პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" რვა შეხვედრა გამოტოვოს.

24 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბაზელის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის მე-19 წუთზე მიიღო დაზიანება და ექვს კვირას იუქმებს.

მატჩის შემდეგ პოგბამ "ოლდ ტრაფორდი" ყავარჯნებით დატოვა "იუნაიტედი" საბოლოო დიაგნოზს გუშინდელი დღიდან ელოდება, მაგრამ მედიის ცნობით ფრანგი ოქტომბრის ბოლომდე ვერ შეძლებს დაბრუნებას.

პოგბამ "ინსტაგრამის" გვერდზე ატვირთა თავისი ფოტო, სადაც ყავარჯნებით დგას თავისი დედისა და ტყუპი ძმების, ფლორენტინისა და მატიასის გარემოცვაში.

თან დაწერა: "როცა იცი, რომ ყველა კარგად იქნება". მისი პოსტი ანტონიო ვალენსიამ, ერიკ ბაიიმ და ჯესი ლინგარდმა მოიწონეს.

მოსალოდნელია, რომ პოგბა მიმდინარე თვეში დარჩენილ ხუთივე მატჩს გამოტოვებს და ასევე ოქტომბრის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გასვლით მატჩს.

"იუნაიტედი" კვირას პრემიერ ლიგის ეგიდით "ევერტონს" უმასპინძლებს, შემდეგ კი ინგლისის თასზე ჩემპიონშიპის კლუბ "ბარტონ ალბიონს" მიიღებს. თითქმის ცხადია, რომ პოგბა ვერც ერთ მატჩში ვერ ითამაშებს.

23 სექმტებერს ჟოზე მოურინიოს გუნდი "საუთჰემპტონს" ეწვევა, 4 დღეში კი მოსკოვში ცსკა-ს ეთამაშება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში. თვეს კი "იუნაიტედი" 30 რიცხვში ასრულებს ლონდონში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ.

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში "წითლებს" არ ექნებათ მატჩი, ვინაიდან საერთაშორისო შესვენება მოდის, ხოლო 14 ოქტომბერს "ენფილდზე" "ლივერპულს" ეწვევიან, 4 დღეში კი პორტუგალიაში "ბენფიკას". მოსალოდნელია, რომ პოგბა ვერც ამ მატჩებში ითამაშებს და სავარაუდოდ იგი ვერც 21 ოქტომბერს გავა მოედანზე "ჰადერსფილდ თაუნის" წინააღმდეგ.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
15 სექტემბერი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პოგბას არ ყოფნაში დამტკიცდება ერერას მუშაობა თუ რა შეუძლია თუ შეუძლია ღირსეულათ ჩაანაცვლებს პოლი მიდი მგელო
0
№12
ავტორი: giorgi mdzeva
15 სექტემბერი 2017 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
პოგბა ხო არ არის მთელი გუნდი
0
№13
ავტორი: Manuille
15 სექტემბერი 2017 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
kerikis dromovidaaaaa :Ddd
0
№14
ავტორი: PaLoMo
15 სექტემბერი 2017 19:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
crystal palasinyvelaze ioli metoqea aqedan
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: levionok
15 სექტემბერი 2017 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
vpiqrob axla gamochndeba rom swired pogbaa sakvandzo pigura da dzalian dzalian dagvakldeba,meore is aris rom erera ar iyo damajerebeli stoktan da saertod ar momewona da unda moumatos,sharshandeli gundi da wlevandeli gansxvavebulia da aqac tu gamochndeba erera rogorc dzlieri dzalian gamaxarebs
0
№16
ავტორი: Dato kutaisi
16 სექტემბერი 2017 08:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
ციტატა: levionok
vpiqrob axla gamochndeba rom swired pogbaa sakvandzo pigura da dzalian dzalian dagvakldeba,meore is aris rom erera ar iyo damajerebeli stoktan da saertod ar momewona da unda moumatos,sharshandeli gundi da wlevandeli gansxvavebulia da aqac tu gamochndeba erera rogorc dzlieri dzalian gamaxarebs

მეც ვფიქრობ ძმა რომ რასაც აკეთებს პოგბა ახლა გამოჩნდება.ძაან დააკლდება გუნდს და ისევ შემტევების ინდივიდუალურობის ხარჯზე მოგვიწევს გასვლა.საქმე საქმეზე რო მიდგეს ერერაც ფელაც მატიჩიც თამაშობენ მაგრამ კრეატივი ნული.მე გრაფიკში არ მომწონს სანაკრებოს მერე რო პირდაპირ ლუზერპულია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top