თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2017, 23:52
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2699,
კომენტარები: 14
რეშფორდის მორიგი მიღწევა
ახალგაზრდა ფეხბურთელის საოცარი სტატისტიკა.
რეშფორდის მორიგი მიღწევა
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში "იუნაიტედმა" ბაზელს უმასპინძლა, სადაც მეტოქე 3-0 გაანადგურა. შეხვედრაში თავი მარკუს რეშფორდმაც გამოიჩინა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.

რეშფორდის დებიუტი "იუნაიტედის" პირველ გუნდში “მიდტიულანდთან” მატჩში ჰქონდა, სადაც კლუბმა 5-1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრაში ფორვარდმა კარში სამჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა. ამავდროულად ინგლისელის აკურატულობა 84%-ით შეფასდა.

ახალგაზრდა ტალანტიმა პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრაშიც გაიბრწყინა, სადაც "არსენალის" კარში 2 გოლის გატანა მოახერხა და თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.

რეშფორდმა სადებიუტო მანჩესტერულ დერბიშიც გაიტანა, რომელიც "იუნაიტედმა" სწორედ მისი გოლის წყალობით მოიგო.

27 მაისს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მარკუსის დებიუტი შედგა, სადაც "სამი ლომი" ავსტრალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამოდიოდა. რეშფორდს 3 წუთი დასჭირდა იმისათვის, (ზუსტად 135 წამი) რომ პირველი გოლი გაეტანა ეროვნული გუნდის მაისურით. მოგვიანებით ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა 23-კაციან განაცხადში შეიყვანა და გუნდს ევრო 2016-ზეც გაჰყვა.

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ნორვეგიის 21-წლამდელებს დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 6-1 გაანადგურა. მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდის, მარკუს რეშფორდის ბენეფისად იქცა, ინგლისელმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა თავის სადებიუტო შეხვედრაში.

ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნორთჰემპტონ თაუნი" დაამარცხა. შეხვედრაში თავი "წითელი ეშმაკების" ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა გამოიჩინა, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებდა აღნიშნულ ტურნირზე.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ROI
12 სექტემბერი 2017 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Sagol markus magarixar
0
№2
ავტორი: Svanchester
13 სექტემბერი 2017 00:03
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ჩვენი მომავალი ვარსკვლავი.რეშმა რუნის მინდა რო გადაასწროს..მიდი რეშ არ გაჩერდე უნდა შეყარო უამრავი ბურთი
1
№3
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2017 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
ძალიან მაგარი გვყავს საღოლ მარკუს love
0
№4
ავტორი: dachi_mu
13 სექტემბერი 2017 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
love მიდით ბიჭებოო,თან სულ პატარები გვყვანან ლუკაკუ,მარსიალი რეშფიკა პოგბა love
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2017 00:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კაცი დებიუტი :))
0
№6
ავტორი: PaLoMo
13 სექტემბერი 2017 00:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4127
pogbas tramva seriozuliaa?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: ROI
13 სექტემბერი 2017 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: O Neil
pogbas tramva seriozuliaa?

Mec eg mainteresebs magram aramgonia imedia ara
0
№8
ავტორი: Svanchester
13 სექტემბერი 2017 01:23
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
პოგბა სავარაუდოდ ევერტონთან არ იქნება

ნუ უკვე განაცხადა ჟოზემ
0
№9
ავტორი: keano16
13 სექტემბერი 2017 06:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
ციტატა: ROI
ციტატა: O Neil
pogbas tramva seriozuliaa?

Mec eg mainteresebs magram aramgonia imedia ara

არამგონია რამე სერიოზული იყოს კუნთი გაიჭიმა და მგონია რო დაასვენა რო არ გამიზეზებოდა
0
№10
ავტორი: gaga1987
13 სექტემბერი 2017 08:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
oqros bichia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top