თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2017, 20:38
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 1358,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბაზელი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
მატჩი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბაზელი" (შვეიცარია)
ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი, I შეხვედრა)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
თარიღი: სამშაბათი, 12 სექტემბერი, 2017 წელი
დასაწყისი: 22:45 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Матч! Наш спорт,
არბიტრი: რუდი ბუქე (საფრანგეთი)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ჟოზემ დაადასტურა, რომ ხვალინდელ შეხვედრას დაცვაში კრის სმოლინგისა და ვიქტორ ლინდელოფის დუეტი დაიწყებს, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ ფილ ჯონსი და ერიკ ბაიი დისკვალიფიცირებულნი არიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარუან ფელაინის თამაში, ბელგიელმა ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. უცნობია გამოიძახებს და ენდობა თუ არა მოურინიო ლუკ შოუსა და ეშლი იანგს. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანმა ტრავმა უკვე მოირჩინა, მათ უკვე მოახერხეს რეზერვისტებთან ერთად თამაშიც.

დისკვალიფიკაცია: ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი (ორივეს 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია)
ტრავმირებულები: მარკოს როხო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მუხლის ტრავმა)
კითხვის ნიშნის ქვეშ: მარუან ფელაინი

ფაქტები გუნდების შესახებ


"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედმა" ახალი ევროპული სეზონი 8 აგვისტოს გახსნა, მაშინ ინგლისელები სუპერ თასის დაპირისპირებაში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამარცხდნენ. "რეალთან" წაგებით "იუნაიტედმა" 11 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ევროტურნირებზე. "რეალთან" მატჩამდე მათ ბოლოს წაგება სტამბულში "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ ჰქონდათ.

ეს იქნება 21-ე სეზონი, როდესაც "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. აქამდე "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 4-ჯერ ვერ მოახერხეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ბოლოს მათ ჯგუფური ეტაპი 2011/12 და 2015/16 სეზონებში ვერ დაძლიეს.

"იუნაიტედი" 18 ევროპულ მატჩში არ აგებს, ბოლოს ისინი 2013 წელს "რეალის" წინააღმდეგ (1-2) დამარცხდნენ.

"იუნაიტედი" 4-ჯერ შეხვდა "ბაზელს", მათ გარდა "წითელი ეშმაკები" არც ერთ შვეიცარიულ კლუბს არ დაპირისპირებიან.

გასული წლის 10 სექტემბრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია (ყველა ტურნირში).

კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ბოლო 7 მატჩში რომელუ ლუკაკუს ანგარიშზე 9 გოლია.

"ბაზელი"


"ბაზელი" უკვე მე-8 სეზონია რაც ზედიზედ ახერხებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას.

2016 წლის 25 თებერვლის შემდეგ ("ბაზელი" - "სენტ ეტიენი" 2-1) შვეიცარიული კლუბი 8 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას.

გასულ სეზონში "არსენალთან" ლონდონში წაგებული მატჩით "ბაზელმა" 4 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ.

ბოლო 5 საგარეო მატჩის განმავლობაში "ბაზელი" ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. მათ 4 მატჩი აქვთ წაგებული, ხოლო 1 კი ფრედ დასრულებული.

7 მატჩის შემდეგ ახალ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში "ბაზელს" 11 ქულა აქვს მოპოვებული.

ბოლო მატჩში ისინი "ლოზანას" წინააღმდეგ ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ.

გუნდის ახალწვეული რიკი ვან ვოლფსვინკელი უკვე 6 მატჩია რაც მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

წინა შეხვედრა


ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2011 წლის დეკემბერში შვეიცარიაში დაუპირისპირდნენ. 2-1 სახლში მოპოვებული გამარჯვების შედეგად მაშინ "ბაზელმა" "იუნაიტედი" ჯგუფში ჩატოვა.

"ბაზელი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1

გოლები: 9 - შტრელერი, 87 - ფრეი, 89 - ჯონსი.
პრევიუ
14 კომენტარი
№1
ავტორი: O Neil
11 სექტემბერი 2017 20:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1095
pirdapii eteri gaushvit raa am saitze ;)
0
№2
ავტორი: Manuille
11 სექტემბერი 2017 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
sainteresoa joze ras airchevs matas daayenebs da taqtikaze gadava tu marsials da reshs ertad da swraf tamashs itamashebs
0
№3
ავტორი: Chaxrux
11 სექტემბერი 2017 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
Silkze ar ari arcertze? Qartul arxze arsad ar aris tamashi?
0
№4
ავტორი: O Neil
12 სექტემბერი 2017 02:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1095
ციტატა: Chaxrux
Silkze ar ari arcertze? Qartul arxze arsad ar aris tamashi?

chemoionta ligas sazogadoebrivi maiwyebloba achvenebs xolme,magram mancjesteri bazels nagdad ar achveneben.savaraudot barcelona juvs achveneben
0
№5
ავტორი: dachi_mu
12 სექტემბერი 2017 06:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1407
unda gaapon ar mainteresebs :D
0
№6
ავტორი: Chaxrux
12 სექტემბერი 2017 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
ციტატა: O Neil
ციტატა: Chaxrux
Silkze ar ari arcertze? Qartul arxze arsad ar aris tamashi?

chemoionta ligas sazogadoebrivi maiwyebloba achvenebs xolme,magram mancjesteri bazels nagdad ar achveneben.savaraudot barcelona juvs achveneben
. Sazogadoebrivze kalatburtia, silkzec achveneben xolme or tamashs
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2017 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3996
სიფქასტის ლიკნები დადეთ რა თუ შეძლებთ
0
№8
ავტორი: ikeoni
12 სექტემბერი 2017 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3877
Didi angarishit unda movigot
0
№9
ავტორი: Svanski
12 სექტემბერი 2017 12:20
  • სიახლეები: 76
  • კომენტარები: 459
მინიმუმ 3:0
0
№10
ავტორი: kobinio
12 სექტემბერი 2017 13:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 746
ციტატა: Manuille
sainteresoa joze ras airchevs matas daayenebs da taqtikaze gadava tu marsials da reshs ertad da swraf tamashs itamashebs

აუ მარსიალი რეშფორდი ორივე რო დააყენის რა თამაში იქნება მართლა გაასწორებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

მომდევნო მატჩები

24 ოქტომბერი 2017, 22:45
სუონსი
იუნაიტედი
ლიგის თასი
28 ოქტომბერი 2017, 15:30
იუნაიტედი
ტოტენჰემი
პრემიერ ლიგა
31 ოქტომბერი 2017, 23:45
იუნაიტედი
ბენფიკა
ჩემპიონთა ლიგა
სუონსი24 ოქტომბერი
ტოტენჰემი28 ოქტომბერი
ბენფიკა31 ოქტომბერი

წინა მატჩები

21 ოქტომბერი 2017, 18:00
ჰადერსფილდი2
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
18 ოქტომბერი 2017, 22:45
ბენფიკა0
იუნაიტედი1
ჩემპიონთა ლიგა
14 ოქტომბერი 2017, 15:30
ლივერპული0
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ჰადერსფილდი21 ოქტომბერი
ბენფიკა18 ოქტომბერი
ლივერპული14 ოქტომბერი

მატჩის საუკეთესო

ნემანია მატიჩი
31
ნემანია მატიჩი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

წიგნები

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top