თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2017, 20:38
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4923,
კომენტარები: 15
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბაზელი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
მატჩი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბაზელი" (შვეიცარია)
ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი, I შეხვედრა)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
თარიღი: სამშაბათი, 12 სექტემბერი, 2017 წელი
დასაწყისი: 22:45 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Матч! Наш спорт,
არბიტრი: რუდი ბუქე (საფრანგეთი)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ჟოზემ დაადასტურა, რომ ხვალინდელ შეხვედრას დაცვაში კრის სმოლინგისა და ვიქტორ ლინდელოფის დუეტი დაიწყებს, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ ფილ ჯონსი და ერიკ ბაიი დისკვალიფიცირებულნი არიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარუან ფელაინის თამაში, ბელგიელმა ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. უცნობია გამოიძახებს და ენდობა თუ არა მოურინიო ლუკ შოუსა და ეშლი იანგს. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანმა ტრავმა უკვე მოირჩინა, მათ უკვე მოახერხეს რეზერვისტებთან ერთად თამაშიც.

დისკვალიფიკაცია: ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი (ორივეს 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია)
ტრავმირებულები: მარკოს როხო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მუხლის ტრავმა)
კითხვის ნიშნის ქვეშ: მარუან ფელაინი

ფაქტები გუნდების შესახებ


"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედმა" ახალი ევროპული სეზონი 8 აგვისტოს გახსნა, მაშინ ინგლისელები სუპერ თასის დაპირისპირებაში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამარცხდნენ. "რეალთან" წაგებით "იუნაიტედმა" 11 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ევროტურნირებზე. "რეალთან" მატჩამდე მათ ბოლოს წაგება სტამბულში "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ ჰქონდათ.

ეს იქნება 21-ე სეზონი, როდესაც "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. აქამდე "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 4-ჯერ ვერ მოახერხეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ბოლოს მათ ჯგუფური ეტაპი 2011/12 და 2015/16 სეზონებში ვერ დაძლიეს.

"იუნაიტედი" 18 ევროპულ მატჩში არ აგებს, ბოლოს ისინი 2013 წელს "რეალის" წინააღმდეგ (1-2) დამარცხდნენ.

"იუნაიტედი" 4-ჯერ შეხვდა "ბაზელს", მათ გარდა "წითელი ეშმაკები" არც ერთ შვეიცარიულ კლუბს არ დაპირისპირებიან.

გასული წლის 10 სექტემბრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია (ყველა ტურნირში).

კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ბოლო 7 მატჩში რომელუ ლუკაკუს ანგარიშზე 9 გოლია.

"ბაზელი"


"ბაზელი" უკვე მე-8 სეზონია რაც ზედიზედ ახერხებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას.

2016 წლის 25 თებერვლის შემდეგ ("ბაზელი" - "სენტ ეტიენი" 2-1) შვეიცარიული კლუბი 8 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას.

გასულ სეზონში "არსენალთან" ლონდონში წაგებული მატჩით "ბაზელმა" 4 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ.

ბოლო 5 საგარეო მატჩის განმავლობაში "ბაზელი" ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. მათ 4 მატჩი აქვთ წაგებული, ხოლო 1 კი ფრედ დასრულებული.

7 მატჩის შემდეგ ახალ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში "ბაზელს" 11 ქულა აქვს მოპოვებული.

ბოლო მატჩში ისინი "ლოზანას" წინააღმდეგ ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ.

გუნდის ახალწვეული რიკი ვან ვოლფსვინკელი უკვე 6 მატჩია რაც მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

წინა შეხვედრა


ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2011 წლის დეკემბერში შვეიცარიაში დაუპირისპირდნენ. 2-1 სახლში მოპოვებული გამარჯვების შედეგად მაშინ "ბაზელმა" "იუნაიტედი" ჯგუფში ჩატოვა.

"ბაზელი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1

გოლები: 9 - შტრელერი, 87 - ფრეი, 89 - ჯონსი.
მატჩის წინ
15 კომენტარი
№11
ავტორი: nika_nikusha
12 სექტემბერი 2017 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მგონია რომ გოლს გავუშვებთ 2:1
0
№12
12 სექტემბერი 2017 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: O Neil
ციტატა: Chaxrux
Silkze ar ari arcertze? Qartul arxze arsad ar aris tamashi?

chemoionta ligas sazogadoebrivi maiwyebloba achvenebs xolme,magram mancjesteri bazels nagdad ar achveneben.savaraudot barcelona juvs achveneben


შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იყოს მოიცა ვნახავ განრიგში

ციტატა: ლეგენდა რუნი
ციტატა: O Neil
ციტატა: Chaxrux
Silkze ar ari arcertze? Qartul arxze arsad ar aris tamashi?

chemoionta ligas sazogadoebrivi maiwyebloba achvenebs xolme,magram mancjesteri bazels nagdad ar achveneben.savaraudot barcelona juvs achveneben


შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იყოს მოიცა ვნახავ განრიგში


არც პირველ არხზე არ არის იმიტომ რომ ევრობასკეთის ნახევარ ფინალია 22:00 საათზე ალბათ
ბარსა-იუვე იქნება მეორე არხზე. რაც შეეხება სილქს სილქ უნივერსალზე არის მიმოხილვები ესპანეტის და ინგლისის ჩემპიონატების ასე რომ შეიძლება სეტანტაზე იყოს ჩვენი თამაში მეტი ალბათ არსად
0
№13
ავტორი: Mkhitaryan22
12 სექტემბერი 2017 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Bichebo socpastit an aceit uyuret NTV ze iqneba uechveli
0
№14
12 სექტემბერი 2017 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: Mkhitaryan22
Bichebo socpastit an aceit uyuret NTV ze iqneba uechveli

ენტევე-ზე არის ფეგბურტი
0
№15
ავტორი: Lillianketle
19 ნოემბერი 2017 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
<a href=https://prohoster.info/kompaniya/blog/zashhita-servera-ot-ddos-atak>Zdor
ovo vsem kak vy otnosites' k PUtinu ?</a>|
<a href=https://prohoster.info/server/dts-vinnitsa>Poluchila pis’mo. Ja soglasna na obmen stat’jami.</a>|
<a href=https://vk.com/wall-135336688_172>V root mne logi, poluchilas' novost'</a>|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://prohoster.info/kompaniya/blog/nadezhnyj-i-deshevyj-vps-servis-v-prohoster/

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top