თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2017, 19:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2695,
კომენტარები: 12
მოურინიომ სამი სტარტერი დაასახელა
სამი ფეხბურთელი, რომელიც მატჩს აუცილებლად ძირითადში დაიწყებს.
მოურინიომ სამი სტარტერი დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ დავიდ დე ხეა შვეიცარიაში "ბაზელის" წინააღმდეგ გასამართ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

გასულ სეზონში "იუნაიტედს" ევროტურნირზე ძირითადად სერხიო რომერო წარადგენდა, თუმცა ამჯერად კარს ესპანელი დაიცავს.

"მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემი აზრით საუკეთესოა გუნდისთვის. არ მიყვარს ეს ცხადი განცალკევება, რომელიც საზღვრავს, თუ ვინ რომელ ტურნირზე ითამაშებს. და მიმაჩნია, რომ ამჟამად დავიდი ძალიან კარგად თამაშობს და თავდაჯერებულია. ხვალაც დავიდს ავირჩევ".


დაცვის ცენტრში კრის სმოლინგი და ვიქტორ ლინდელეფი დადგებიან, რადგან ერიკ ბაიისა და ფილ ჯონსს ევროტურნირზე დისკვალიფიკაცია აქვთ.

"ყველა ერთნაირ დონეზე თამაშობს, ამიტომ პრობლემა არ არის. ჯონსი და ბაიი დისკვალიფიცირებულნი რომ არ იყვნენ, მაინც სმოლინგსა და ლინდელეფს ავირჩევდი. ლინდელეფისთვის, ჩემი აზრით, ამ ტურნირთან შეგუება უფრო ადვილია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ადრეც უთამაშია.

პორტუგალიური ფეხბურთი უფრო ახლოსაა ჩემპიონთა ლიგასთან შესადარებლად, ვიდრე პრემიერ ლიგა. მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ მატჩში ითამაშებს. სმოლინგი კარგად შრომობს, ასე რომ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მისი გამოცდილება? მათ ვენდობი. სულაც არ ვღელავ, რომ ჯონსი და ბაიი ვერ ითამაშებენ."

ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 სექტემბერი 2017 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Dzalian kargi unda mieces lindelofs shansii
0
№2
ავტორი: PaLoMo
11 სექტემბერი 2017 20:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4137
jonsinra moxodilia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: giorgi_mg
11 სექტემბერი 2017 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ისე დიდად მეც არ ვღელავ დაცვის ცენტრზე, უფრო მარცხენა მცველი მედარდება, რაც დარმიანს ვუყურე სტოკთან ძალიან გაგვიჭირდება ეგრე
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
11 სექტემბერი 2017 21:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
დარმიანი არის ძაან საშუალო დონის მცველი და რა ვიცი მანჩეს დონე ნაღდად არაა
0
№5
ავტორი: kobinio
11 სექტემბერი 2017 23:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაურინი
ციტატა: Dato kutaisi
დარმიანი არის ძაან საშუალო დონის მცველი და რა ვიცი მანჩეს დონე ნაღდად არაა

მაურინიოს ხელში შეიძლება კარგ მცველად ჩამოყალიბდეს თუ დაუგდო ყური
1
№6
ავტორი: dachi_mu
12 სექტემბერი 2017 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
dacvis centrze ar vgelav,ar gvichirs,mitumetes kiedev roxocaa dasabrunebeli ;)
0
№7
ავტორი: keano16
12 სექტემბერი 2017 06:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
ციტატა: kobinio
მაურინი
ციტატა: Dato kutaisi
დარმიანი არის ძაან საშუალო დონის მცველი და რა ვიცი მანჩეს დონე ნაღდად არაა

მაურინიოს ხელში შეიძლება კარგ მცველად ჩამოყალიბდეს თუ დაუგდო ყური

მოურინიოს ეხერხება იტალიელების გაზრდა და იქნებ დააყენოს კაი მცველი.
ლინდელოფს მაგრად ვბალეშიკობ შევედები მებრძოლები არიან და იმედი მაქვს ვიდიჩის გზას დაადგება სანახევროდ მაინც
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2017 09:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვნახოთ აბა ლინდელოფი-სმოლინგი როგორი იქნება
0
№9
ავტორი: iuristi
12 სექტემბერი 2017 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
რატომღაც მე მგონია რომ იოლად მოვიგებთ.
0
№10
ავტორი: giorgi_mg
12 სექტემბერი 2017 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: iuristi
რატომღაც მე მგონია რომ იოლად მოვიგებთ.

ჩემი აზრით რამოდენიმე ფეხბურთელი ეიფორიაში იქნება, რამოდენიმეც ინერვიულებს ასე რომ პირველი ტაიმი არ მგონია რომ კარგი გამოვიდეს, აი მეორეში უნდა შევყაროთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top