თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2017, 19:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2696,
კომენტარები: 12
მოურინიომ სამი სტარტერი დაასახელა
სამი ფეხბურთელი, რომელიც მატჩს აუცილებლად ძირითადში დაიწყებს.
მოურინიომ სამი სტარტერი დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ დავიდ დე ხეა შვეიცარიაში "ბაზელის" წინააღმდეგ გასამართ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

გასულ სეზონში "იუნაიტედს" ევროტურნირზე ძირითადად სერხიო რომერო წარადგენდა, თუმცა ამჯერად კარს ესპანელი დაიცავს.

"მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემი აზრით საუკეთესოა გუნდისთვის. არ მიყვარს ეს ცხადი განცალკევება, რომელიც საზღვრავს, თუ ვინ რომელ ტურნირზე ითამაშებს. და მიმაჩნია, რომ ამჟამად დავიდი ძალიან კარგად თამაშობს და თავდაჯერებულია. ხვალაც დავიდს ავირჩევ".


დაცვის ცენტრში კრის სმოლინგი და ვიქტორ ლინდელეფი დადგებიან, რადგან ერიკ ბაიისა და ფილ ჯონსს ევროტურნირზე დისკვალიფიკაცია აქვთ.

"ყველა ერთნაირ დონეზე თამაშობს, ამიტომ პრობლემა არ არის. ჯონსი და ბაიი დისკვალიფიცირებულნი რომ არ იყვნენ, მაინც სმოლინგსა და ლინდელეფს ავირჩევდი. ლინდელეფისთვის, ჩემი აზრით, ამ ტურნირთან შეგუება უფრო ადვილია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ადრეც უთამაშია.

პორტუგალიური ფეხბურთი უფრო ახლოსაა ჩემპიონთა ლიგასთან შესადარებლად, ვიდრე პრემიერ ლიგა. მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ მატჩში ითამაშებს. სმოლინგი კარგად შრომობს, ასე რომ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მისი გამოცდილება? მათ ვენდობი. სულაც არ ვღელავ, რომ ჯონსი და ბაიი ვერ ითამაშებენ."

ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
12 სექტემბერი 2017 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეხ ლუკ შოუუ სად არ არიის??? რა ისმის ნეტა მაგ ბიჭისი?
0
№12
ავტორი: man21utd
12 სექტემბერი 2017 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ბაილის და ჯონსის გამო ვერ ავიღეთ 3 ქულა სტოკთან და დისკვალიფიკაცია რომც არ ქონოდათ არ გამიკვირდებოდა ეს გადაწყვეტილება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top