გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
"წითელმა ეშმაკებმა" მორიგი გამარჯვება იზეიმეს პრემიერ ლიგაში. გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" ვიცე-ჩემპიონ "ლესტერს" დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 2-0 დაამარცხა.
მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში დომინირებდნენ და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ 70-ე წუთზე მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ რომელუ ლუკაკუმ 53-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მანჩესტერელებმა ანგარიში შეცვლაზე შემოსული რეშფორდის წყალობით გახსნეს, რომელმაც მცველების უყურადღებობით ისარგებლა, დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და შმეიხელის კარი აიღო. თავის გამოჩენა მარუან ფელაინიმაც მოახერხა, რომელიც ასევე შეცვლაზე შემოვიდა. მოურინიოს გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, "წითელი ეშმაკების" ანგარიშზე 10 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლია.
მანჩესტერ იუნაიტედი - ლესტერი 2:0სტადიონი: “ოლდ ტრაფორდი”
გოლები: რეშფორდი (70'), ფელაინი (82')
გაფრთხილებები: მხითარიანი – ჯეიმსი, შმეიხელი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
შემადგენლობებიმანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, ჯონსი, ბლინდი, ვალენსია, მატიჩი, პოგბა, მარსიალი (ლინგარდი 76'), მხითარიანი (ფელაინი 74'), მატა (რეშფორდი 67'), ლუკაკუ.
ლესტერი: შმეიხელი, მორგანი, მაგუაირი, ფუქსი, სიმპსონი, ჯეიმსი, ნდიდი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი (გრეი 60'), ოკაზაკი (კინგი 60'), ვარდი (სლიმანი 76').
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი