თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2017, 12:14
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3996,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" 2-0
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
"წითელმა ეშმაკებმა" მორიგი გამარჯვება იზეიმეს პრემიერ ლიგაში. გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" ვიცე-ჩემპიონ "ლესტერს" დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 2-0 დაამარცხა.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში დომინირებდნენ და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ 70-ე წუთზე მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ რომელუ ლუკაკუმ 53-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მანჩესტერელებმა ანგარიში შეცვლაზე შემოსული რეშფორდის წყალობით გახსნეს, რომელმაც მცველების უყურადღებობით ისარგებლა, დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და შმეიხელის კარი აიღო. თავის გამოჩენა მარუან ფელაინიმაც მოახერხა, რომელიც ასევე შეცვლაზე შემოვიდა. მოურინიოს გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, "წითელი ეშმაკების" ანგარიშზე 10 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლია.

მანჩესტერ იუნაიტედი - ლესტერი 2:0

სტადიონი: “ოლდ ტრაფორდი”
გოლები: რეშფორდი (70'), ფელაინი (82')
გაფრთხილებები: მხითარიანი – ჯეიმსი, შმეიხელი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, ჯონსი, ბლინდი, ვალენსია, მატიჩი, პოგბა, მარსიალი (ლინგარდი 76'), მხითარიანი (ფელაინი 74'), მატა (რეშფორდი 67'), ლუკაკუ.

ლესტერი: შმეიხელი, მორგანი, მაგუაირი, ფუქსი, სიმპსონი, ჯეიმსი, ნდიდი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი (გრეი 60'), ოკაზაკი (კინგი 60'), ვარდი (სლიმანი 76').
პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
28 აგვისტო 2017 14:17
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Lalana] ხო აი როგორც მცველი მასე დარმიანიც კაია და დაამტკიცა ეგ იტალიაში მარა ჩვენ არ ვართ სუონსი ხო რო მცველმა მარტო დაცვაზე იფიქროს და წინ ვერ მიდიოდეს..განა ძაან გვიჭირდება ან რამე,პროსტა დიდი პლიუსი იქნება წინ,ამ გუნდს რაც აკლია ეგ არი ფლანგები.თუ მცველი და თუ ვინგერი.მიკვირს მოუ რო ამბობს ფორვარდებ იბა რეში და ლუკაკუ გვყავსო,გამოდის მარსიალს მხოლოდ და მხოლოდ ფლანგელად ხედავს..არადა სულ სხვაა იქაც რო შეულია ტამაში და სულ სხვაა იმენა ვინგერი.დარმიანის სიტუაცია მარცხნივაც შეუძლია მასე ერას კარებშიც შეუზლია ამიტო ხო არ დავაყენებთ:)?გუნდს ფული აქ თავდაჯერებულია შეიკრა კაი მწვრთნელი ყველაფერი და იყიდონ ეგ ერთი კაცი ან სანცესი ან პერიშიჩი ძააალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება..
0
№12
28 აგვისტო 2017 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
Felom lingards goli aaxia RAC ar damevasa:(
0
№13
ავტორი: Oni
29 აგვისტო 2017 09:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ვალენსიას თამაში ვის არ მოსწონს გამოვიდეს და თქვას უკეთესი პრემიერლიგაში ვინ არის მის მხარეზე? ბოლო-ბოლო ყველა თამაში ერთაირი არ გამოუვა არავის, ადამინი სულს და გულს დებს მოედანზე და რაც არ უნდა იყოს დასაფასებელია!

ციტატა: ლეგენდა რუნი
Felom lingards goli aaxia RAC ar damevasa:(

არ გავიდოდა ეგ გოლი, ფელომ შეუცვალა მიმართულება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top