თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2017, 16:21
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2670,
კომენტარები: 11
მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"
სტატია იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ესპანური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს".
მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა
ყველაფერი 1957 წლის აპრილში დაიწყო, როცა "რეალი" და "იუნაიტედი" ერთმანეთს "ჩემპიონთა თასის" ნახევარფინალში ხვდებოდნენ. "რეალმა" მაშინ ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიშით 5-3 იმარჯვა. ესპანეთში მატჩი "რეალის" გამარჯვებით 3-1 დასრულდა, "ოლდ ტრაფორდზე" კი საოცარი მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. მაშინ სანტიაგო ბერნაბეუ "იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშეების თამაშით აღტაცებული დარჩა და სერ მეტ ბასბის სამუშაო შესთავაზა, მაგრამ ბასბიმ უარი განაცხადა, რადგანაც მას ევროპულ არენაზე წარმატების მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად სურდა.

მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"


10 თვის შემდეგ "იუნაიტედის" ეს ახალგაზრდული გუნდი ტრაგედიამ გაანადგურა. ავიაკატასტროფამ 8 ფეხბურთელის, 3 სამწვრთნელო შტაბის წევრის და 10 დანარჩენი მომსახურე პერსონალის სიცოცხლე შეიწირა. ისინი სახლში გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ...

მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"


3 თვის შემდეგ "იუნაიტედმა" ნახევარფინალში "მილანთან" წააგო საბოლოო ანგარიშით 3-2, მაგრამ "როსონერიმ" ფინალი უკვე "რეალ მადრიდთან" წააგო. ბერნაბეუმ ეს გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედს" მიუძღვნა და მაშინ "რეალმა" კიდეც შესთავაზა "იუნაიტედს" "ჩემპიონთა თასი", მაგრამ "იუნაიტედმა" რა თქმა უნდა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

უარის შემდეგ "რეალმა" "იუნაიტედს" იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო შესთავაზა უფასოდ 1 წლიანი იჯარით 1958-1959 წლების სეზონის ბოლომდე.

ბერნაბეუ გაესაუბრა ამის შესახებ დი სტეფანოს, როგორც ჟურნალისტი ლადენი (შეგახსენებთ, რომ ამ ჟურნალისტს გამოქვეყნებული აქვს წიგნი "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ სახელწოდებით "ორი ქალაქის ისტორია: "მანჩესტერი" და "რეალი" 1957-1968 წლებში) იხსენებს: "მაშინ დი სტეფანო თანახმა იყო "იუნაიტედში" გადასვლაზე, კლუბები მის ხელფასს თანაბრად გადაიხდიდნენ, მაგრამ მაშინ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დი სტეფანოს ეს ტრანსფერი დაბლოკა."

მაშინ მადრიდმა გადაწყვიტა დროშები და ბანერები გაეყიდა სახელწოდებით "უკვდავი ჩემპიონები", ხოლო შემოსული ფულით კი "იუნაიტედს" დახმარებოდა. მათ ასევე შესთავაზეს დაზარალებულებს მადრიდის საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა. გუნდებს შორის ბევრი საქველმოქმედო მატჩიც გაიმართა.

"იუნაიტედს" ევროპაზე ფიქრიც კი არ შეეძლო, მთავარი მთავარი მიზანი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში დარჩენა იყო" - იხსენებს ლადენი.

1959 წელს "რეალმა" პირველ ამხანაგურ მატჩში 6-1 იმარჯვა "ოლდ ტრაფორდზე" 63 000 გულშემატკივრის თვალწინ. დი სტეფანო, პუშკაში და ფრანსცისკო ჯენტო მაშინ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. საპასუხო ამხანაგური მატჩში "რეალმა" ანგარიშით 6-5 მოიგო. შესანიშნავ მატჩს 80 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს, ისინი ორივე გუნდს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. იმ საღამოს "რეალმა" საქველმოქმედო ვახშამი მოაწყო, სადაც მიუნხენის ტრაგედიაში დაზარალებულნი იყვნენ მიწვეულნი. ამ ვახშამზე სანტიაგო ბერნაბეუმ შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: "სერ მეტ ბასბი არის ყველაზე მამაცი და ყველაზე დიდი პიროვნება, რომელსაც მე ფეხბურთში შევხვედრივარ."

კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი 1960 წლის ოქტომბერში გაიმართა, მატჩი კვლავ "რეალის" გამარჯვებით ანგარიშით 3-2 დასრულდა.

"იუნაიტედი" თანდათან ბრუნდებოდა. 1961 წლის დეკემბერში მათ "ოლდ ტრაფორდზე" "რეალი" 3-1 დაამარცხეს, მადრიდში გამართულ მატჩში კი ანგარიშით 2-0 იმარჯვეს. იმ სეზონში "იუნაიტედმა" ინგლისის თასის მოგება მოახერხა, ეს პირველი ტიტული იყო იმ ავიაკატასტროფის შემდეგ. მას შემდეგ 2 ჩემპიონობა მოჰყვა. კულმინაცია 1968 წელს ჩემპიონთა თასის მოგება გახდა ("იუნაიტედმა" "ბენფიკა" ანგარიშით 4-1 დაამარცხა), იმ სეზონში ნახევარფინალში ინგლისელებმა სწორედ "რეალ მადრიდი" დაამარცხეს.

"თუ ჩვენ არა, მაშინ "იუნაიტედი", მე სწორედ მათი გამარჯვება გამიხარდება" - თქვა მაშინ ბერნაბეუმ. ამ ადამიანს "იუნაიტედის" ბევრი გულშემატკივარი უნდა იცნობდეს, რადგანაც მან "მანჩესტერ იუნაიტედის" აღდგენაში დიდი როლი ითამაშა.

სანტიაგო ბერნაბეუ
მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"


თარგმნა: დავით სირაბიძე

წყარო:Carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
23 აგვისტო 2017 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 789
respect!!!!!!
0
№2
ავტორი: O Neil
23 აგვისტო 2017 16:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1095
es namdvilad ar vicodiii.disi madloba santiagos im gvelafriatvis rac chventvis gauketebia.aseti xalxi,rom yavdes dges reals kargi iqneboda.
0
№3
ავტორი: dachi_mu
23 აგვისტო 2017 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1407
namdvili chempionis saqcielia didebuli gundis.. tumca dges nishan wyalic araaqvt sherchenili im realis :/
0
№4
ავტორი: sandro2000
23 აგვისტო 2017 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
ყოჩაღ
0
№5
ავტორი: makaveli
23 აგვისტო 2017 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 315
მაგრად მესიამოვნა ამის წაკითხვა.. მადლობა დავით ამ ჩემთვის უცნობი ისტორიის დადებისთვის !!! კაი კაცი ყოფილა სანტიაგო და მეტ ბასბიზე ბევრი მაქვს წაკითხული და როგორც ვიცი ყველა აფასებს და აფასებდა გარდა სკაუზერებისა რომლებმაც ბილ შენკლის გარდა არავინ და არაფერი იციან
0
№6
ავტორი: ROI
23 აგვისტო 2017 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 459
Es ar vicodi da magrad gamixarda agar var realis modzule adamiani
0
№7
ავტორი: zuraman
23 აგვისტო 2017 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
დიდებული ადამიანი ყოფილა ბატონი სანტიაგო ბერნაბეუ და მადლობა მას love
1
№8
ავტორი: ikeoni
23 აგვისტო 2017 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3877
Maladec Magari kaci yofila
0
№9
ავტორი: shotkin
23 აგვისტო 2017 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1723
ყოველთვის იგრძნობოდა ამ ორ გუნდს სორის რაღაც კავშირი, საროლ რეალს
0
№10
ავტორი: solckiaeri
24 აგვისტო 2017 07:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
დიდი მადლობა ნამდვილად არ ვიცოდი ეს ისტორია ცრემლი მომადგა ნო ბასტი იყო და იქნება ემიუს ისტორია და არასდროს წაიშლება და ეს უნდა გაითვალისწინონ ახალმა თაობამ ემიუ ნოლიდან ადგა და ევროპას აზანზარებდა და ახლა ბევრად უკეთესი დროა უკეთესი კიარა სულ სხვა დროა და უნდა დაბრუნდეს ემიუ და აზანზაროს ევროპა კიდევ ერთხელ მადლობა ამ კარგი ემოციისთვის ცრემლებს ვერ ვიკავებ და ბავშვებს ვუთხარი თუ რა და ვინ უნდა უყვარდეს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

მომდევნო მატჩები

24 ოქტომბერი 2017, 22:45
სუონსი
იუნაიტედი
ლიგის თასი
28 ოქტომბერი 2017, 15:30
იუნაიტედი
ტოტენჰემი
პრემიერ ლიგა
31 ოქტომბერი 2017, 23:45
იუნაიტედი
ბენფიკა
ჩემპიონთა ლიგა
სუონსი24 ოქტომბერი
ტოტენჰემი28 ოქტომბერი
ბენფიკა31 ოქტომბერი

წინა მატჩები

21 ოქტომბერი 2017, 18:00
ჰადერსფილდი2
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
18 ოქტომბერი 2017, 22:45
ბენფიკა0
იუნაიტედი1
ჩემპიონთა ლიგა
14 ოქტომბერი 2017, 15:30
ლივერპული0
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ჰადერსფილდი21 ოქტომბერი
ბენფიკა18 ოქტომბერი
ლივერპული14 ოქტომბერი

მატჩის საუკეთესო

ნემანია მატიჩი
31
ნემანია მატიჩი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

წიგნები

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top