თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2017, 16:21
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4959,
კომენტარები: 11
მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"
სტატია იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ესპანური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს".
მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა
ყველაფერი 1957 წლის აპრილში დაიწყო, როცა "რეალი" და "იუნაიტედი" ერთმანეთს "ჩემპიონთა თასის" ნახევარფინალში ხვდებოდნენ. "რეალმა" მაშინ ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიშით 5-3 იმარჯვა. ესპანეთში მატჩი "რეალის" გამარჯვებით 3-1 დასრულდა, "ოლდ ტრაფორდზე" კი საოცარი მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. მაშინ სანტიაგო ბერნაბეუ "იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშეების თამაშით აღტაცებული დარჩა და სერ მეტ ბასბის სამუშაო შესთავაზა, მაგრამ ბასბიმ უარი განაცხადა, რადგანაც მას ევროპულ არენაზე წარმატების მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად სურდა.

მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"


10 თვის შემდეგ "იუნაიტედის" ეს ახალგაზრდული გუნდი ტრაგედიამ გაანადგურა. ავიაკატასტროფამ 8 ფეხბურთელის, 3 სამწვრთნელო შტაბის წევრის და 10 დანარჩენი მომსახურე პერსონალის სიცოცხლე შეიწირა. ისინი სახლში გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ...

მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"


3 თვის შემდეგ "იუნაიტედმა" ნახევარფინალში "მილანთან" წააგო საბოლოო ანგარიშით 3-2, მაგრამ "როსონერიმ" ფინალი უკვე "რეალ მადრიდთან" წააგო. ბერნაბეუმ ეს გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედს" მიუძღვნა და მაშინ "რეალმა" კიდეც შესთავაზა "იუნაიტედს" "ჩემპიონთა თასი", მაგრამ "იუნაიტედმა" რა თქმა უნდა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

უარის შემდეგ "რეალმა" "იუნაიტედს" იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო შესთავაზა უფასოდ 1 წლიანი იჯარით 1958-1959 წლების სეზონის ბოლომდე.

ბერნაბეუ გაესაუბრა ამის შესახებ დი სტეფანოს, როგორც ჟურნალისტი ლადენი (შეგახსენებთ, რომ ამ ჟურნალისტს გამოქვეყნებული აქვს წიგნი "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ სახელწოდებით "ორი ქალაქის ისტორია: "მანჩესტერი" და "რეალი" 1957-1968 წლებში) იხსენებს: "მაშინ დი სტეფანო თანახმა იყო "იუნაიტედში" გადასვლაზე, კლუბები მის ხელფასს თანაბრად გადაიხდიდნენ, მაგრამ მაშინ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დი სტეფანოს ეს ტრანსფერი დაბლოკა."

მაშინ მადრიდმა გადაწყვიტა დროშები და ბანერები გაეყიდა სახელწოდებით "უკვდავი ჩემპიონები", ხოლო შემოსული ფულით კი "იუნაიტედს" დახმარებოდა. მათ ასევე შესთავაზეს დაზარალებულებს მადრიდის საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა. გუნდებს შორის ბევრი საქველმოქმედო მატჩიც გაიმართა.

"იუნაიტედს" ევროპაზე ფიქრიც კი არ შეეძლო, მთავარი მთავარი მიზანი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში დარჩენა იყო" - იხსენებს ლადენი.

1959 წელს "რეალმა" პირველ ამხანაგურ მატჩში 6-1 იმარჯვა "ოლდ ტრაფორდზე" 63 000 გულშემატკივრის თვალწინ. დი სტეფანო, პუშკაში და ფრანსცისკო ჯენტო მაშინ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. საპასუხო ამხანაგური მატჩში "რეალმა" ანგარიშით 6-5 მოიგო. შესანიშნავ მატჩს 80 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს, ისინი ორივე გუნდს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. იმ საღამოს "რეალმა" საქველმოქმედო ვახშამი მოაწყო, სადაც მიუნხენის ტრაგედიაში დაზარალებულნი იყვნენ მიწვეულნი. ამ ვახშამზე სანტიაგო ბერნაბეუმ შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: "სერ მეტ ბასბი არის ყველაზე მამაცი და ყველაზე დიდი პიროვნება, რომელსაც მე ფეხბურთში შევხვედრივარ."

კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი 1960 წლის ოქტომბერში გაიმართა, მატჩი კვლავ "რეალის" გამარჯვებით ანგარიშით 3-2 დასრულდა.

"იუნაიტედი" თანდათან ბრუნდებოდა. 1961 წლის დეკემბერში მათ "ოლდ ტრაფორდზე" "რეალი" 3-1 დაამარცხეს, მადრიდში გამართულ მატჩში კი ანგარიშით 2-0 იმარჯვეს. იმ სეზონში "იუნაიტედმა" ინგლისის თასის მოგება მოახერხა, ეს პირველი ტიტული იყო იმ ავიაკატასტროფის შემდეგ. მას შემდეგ 2 ჩემპიონობა მოჰყვა. კულმინაცია 1968 წელს ჩემპიონთა თასის მოგება გახდა ("იუნაიტედმა" "ბენფიკა" ანგარიშით 4-1 დაამარცხა), იმ სეზონში ნახევარფინალში ინგლისელებმა სწორედ "რეალ მადრიდი" დაამარცხეს.

"თუ ჩვენ არა, მაშინ "იუნაიტედი", მე სწორედ მათი გამარჯვება გამიხარდება" - თქვა მაშინ ბერნაბეუმ. ამ ადამიანს "იუნაიტედის" ბევრი გულშემატკივარი უნდა იცნობდეს, რადგანაც მან "მანჩესტერ იუნაიტედის" აღდგენაში დიდი როლი ითამაშა.

სანტიაგო ბერნაბეუ
მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"


თარგმნა: დავით სირაბიძე

წყარო:Carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Cedinewal
30 აგვისტო 2017 07:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
wat is cialis 20mg
<a href="http://hqcialismog.com/order.cialis.online/">cialis online</a>
cialis peru lima
generic cialis
cialis 20mg generika kaufen
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top