თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2017, 10:38
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2789,
კომენტარები: 16
ESPN: ზლატანი რჩება
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ESPN: ზლატანი რჩება
როგორც ESPN იუწყება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ვეტერანმა ფორვარდმა ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართული მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე გაზონზე მოუხერხებლად დააბიჯა ფეხი და მუხლი დაიზიანა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ვეტერან ფეხბურთელს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწია.

"ვესტ ჰემთან" მატჩის წინ მოურინიომ იბრაჰიმოვიჩზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შვედის დაბრუნება შესაძლებელია.

"თქვენ იცით, რომ ახლა ის ტრავმირებულია. მას სურს, რომ კვლავ მაღალ დონეზე ითამაშოს. ის ასევე ძალზედ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი გასულ სეზონში, მაგრამ ჩვენ მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მისი დაბრუნება შესაძლებელია." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზლატანი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ ყველა ტურნირზე გატანილი 28 გოლით, პრემიერ ლიგაში კი მის ანგარიშზე 17 ბურთი ირიცხება.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Temo_Ibra
21 აგვისტო 2017 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
მინდა რო ითამაშოს love
0
№2
ავტორი: Svanchester
21 აგვისტო 2017 10:42
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
შესანიშნავია
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 აგვისტო 2017 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დარჩეს, მაგრამ სკამზე დამჯდომი ეს არაა, არადა ეხლა ლუკაკუს ამოგდება თვითონ ზლატანსაც კი გაუჭირდება... მოკლედ ჟოზეს მაგარი თავის ტკივილი ექნება winked wink
0
№4
ავტორი: redbull
21 აგვისტო 2017 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
დამიჯერეთ ზლატანს ჯერ თავის სიტყვა არ უთქვამს! ეს ისე არ წავა ფეხბურთიდან... დაგვამახსოვრებს თავს და ყველას დაამახსოვრდება როგორც მენჩესტერელი ზლატანა და არა რომელიმე სხვა
1
№5
ავტორი: GeorgeBest
21 აგვისტო 2017 11:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
განსაკუთრებით ლიგაზე ზლატანისნაირი ფორვარდი ძალიან მაგარია, მარა არ მგონია ორი ფორვარდით ითამაშოს, იბრა კიდევ სკამზე არ დაჯდება. თუ დააბრუნა საინტერესოა რა ტაქტიკით ითამაშებს
0
№6
ავტორი: stepno
21 აგვისტო 2017 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ibra lukaku ertad sastavshi ver warmomidgenia da arc daayenebs :)) lukakus skamze ver dasvavs ratqmaunda magas:)) ibras sul pirveloba unda da skamze dajdomas ver sheegueba magram mgoni mouwevs mainc an wava da skamze ar dajdeba an sheegueba ro ukve veterania da axalgazrda lukakus ver amoagdebs:))
0
№7
ავტორი: shotkin
21 აგვისტო 2017 11:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მოურინიომ პრესკონფერენციაზე ტყიულად არ თქვა რო ძლიერი და გრძელი სკამი მჭირდებოდა და მაქვსო, თასები შიდა ჩემპიონატი და ლიგა მაქ სათამაშო და მჭირდება სკამიო ხოდა არამგონია ვინმეს უთამაშებლობის განცდა ჰქონდეს სეზონი გრძელია და იგივე იბრა ყველა თამაშს ტუ ვერ ჩაატარებს პრემიერლიგაში თასებზეც გამოვა და ეპლშიც ექენება თავისი დრო და ლიგაზეც , ამის დარჩენა მარტო თუ გაგაზლიერებს , ჯერმარტო რამხელა ავტორიტეტია ზოგადად .. ესეთი კალიბრის ფეხბურთელები მარტო გასახდელიდან და სკამიდანაც დიდ გავლენას ახდენენ იგივე რუნი ავიღოთ ასე იყო ისიც შარშან.
0
№8
ავტორი: PaLoMo
21 აგვისტო 2017 11:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4137
ციტატა: GeorgeBest
განსაკუთრებით ლიგაზე ზლატანისნაირი ფორვარდი ძალიან მაგარია, მარა არ მგონია ორი ფორვარდით ითამაშოს, იბრა კიდევ სკამზე არ დაჯდება. თუ დააბრუნა საინტერესოა რა ტაქტიკით ითამაშებს

4-4-2 minda magrad ro itamashos 2sayrdenit da 2odnavbshemtevinnaxevarmcvelit
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: ikeoni
21 აგვისტო 2017 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Imedia darcheba
0
№10
ავტორი: Manstark_United
21 აგვისტო 2017 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მიუხედავად იმისა,რომ შარშანდელ წარმატებაში ზლატანს უდიდესი წვლილი მიუძღვის... არ მინდა რომ დარჩეს,მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე ჟოზეს ყოველთვის მოუწევს მისი დაყენება,არადა დიდი ხანია ზლატანი ვეღარ ზლატანობს,შარშან 25 თუ 26 გოლი გაიტანა,მაგრამ რეალურად იმდენი მომენტი გაანიავა,რომ 40მდე უნდა ასულიყო.ხშირად ფრე სწორედ ზლატანის ბრალი იყო,როცა უნდა გაეტანა,რომ ვერ გაიტანა იმიტომ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top