თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2017, 10:38
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2790,
კომენტარები: 16
ESPN: ზლატანი რჩება
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ESPN: ზლატანი რჩება
როგორც ESPN იუწყება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ვეტერანმა ფორვარდმა ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართული მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე გაზონზე მოუხერხებლად დააბიჯა ფეხი და მუხლი დაიზიანა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ვეტერან ფეხბურთელს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწია.

"ვესტ ჰემთან" მატჩის წინ მოურინიომ იბრაჰიმოვიჩზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შვედის დაბრუნება შესაძლებელია.

"თქვენ იცით, რომ ახლა ის ტრავმირებულია. მას სურს, რომ კვლავ მაღალ დონეზე ითამაშოს. ის ასევე ძალზედ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი გასულ სეზონში, მაგრამ ჩვენ მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მისი დაბრუნება შესაძლებელია." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზლატანი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ ყველა ტურნირზე გატანილი 28 გოლით, პრემიერ ლიგაში კი მის ანგარიშზე 17 ბურთი ირიცხება.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Manuille
21 აგვისტო 2017 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
albat sheamacvlebs xolme ertmanets lukakus da zlatans da gansakutrebit mnishvnelovan tamashebshi albat orives daayenebs mara lukaku tipiuri forwardia marto unda idges
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
21 აგვისტო 2017 15:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თუ დარჩება კარგი თავსატეხიც ექნება მოურინიოს
0
№13
ავტორი: iuristi
22 აგვისტო 2017 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ძალიან ძალიან მაგრად გამიხარდება ზლატანი თუ დარჩება და ძალიან მინდა ჩვენთან დაასრულოს კარიერა.

0
№14
ავტორი: giorgi mdzeva
22 აგვისტო 2017 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ციტატა: ვახო ( G G M U)
დარჩეს, მაგრამ სკამზე დამჯდომი ეს არაა, არადა ეხლა ლუკაკუს ამოგდება თვითონ ზლატანსაც კი გაუჭირდება... მოკლედ ჟოზეს მაგარი თავის ტკივილი ექნება winked wink

442 არ არსებობს??
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
23 აგვისტო 2017 05:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
10 ნომერი მიცეს ზლატანს ეს კაცი რჩება და ლიგასაც დადებს მანიუსთან ერთათ
0
№16
ავტორი: sandro2000
23 აგვისტო 2017 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
4 4 2 უნდა ითამაშონ ეს რო დაბრუნდება იმიტო რო ეს სკამზე არ დაჯდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top