თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2013, 15:27
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1819,
კომენტარები: 13
კაგავა:"ძალიან მიყვარს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში"
შინჯი კაგავა გამოტყდა, რომ მას ძალიან მოსწონს "იუნაიტედის" გულშემატკივრები, რადგან ისინი მას მინდორზე უფრო მეტ ძალას ანიჭებენ გამხნევებით...
კაგავა:
"საუთჰემპტონის" "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობამდე, შინჯი კაგავამ გამოცემა United Review ინტერვიუ ჩააბარა:"ვამაყობ, რომ ასეთ გარემოცვაში მოვხვდი. ყოველდღე მეძლევა შანსი, ტოპ-მოთამაშეებთან ვარჯიშისა. ამავ დროულად ვიცი, რომ თუ ასეთ კლუბში თამაშობ, მაშინ მას ტიტულების მოპოვებაშიც უნდა დაეხმარო. ამ დროისთვის ეს მკე არ მაქვს." - აცხადებს შინჯი კაგავა manutd.com-თან.

"ძალიან მიყვარს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში და როდესაც მინდორზე ვარ ვგრძნობ ფანტასტიკურ ატმოსფეროს. ბევრი რთული გამარჯვება სწორედ ამ გულშემატკივრების მეშვეობით მოვიპოვეთ. თუ ჩვენ 1-0 ვაგებთ და შემდეგ ანგარიშს გავათანაბრებთ, ვგრძნობ რომ გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის უხილავი კავშირი ჩნდება. ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. ასეთი მხარდაჭერა გვაგრძნობინებს, რომ შეგვიძლია გოლების გატანა."

შინჯი კარგად იხსენებს, პირველ წრეში "საუთჰემპტონთან" ჩატარებულ მატჩს, სადაც "იუნაიტედს" რობინ ვან პერსის ჰეთ-თრიკი დაეხმარა:"იმ მატჩში რობინით გაოცებული ვიყავი. ეს ფეხბურთელი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს, რაც გამარჯვებებში გვეხმარება. მასთან თამაში ჩემთვის, კარგი გამოცდილების მიღებაა. თქვენ ყოველთვის დარწმუნებული ხარ წარმატებაში, თუ კლუბში რობინ ვან პერსი და უეინ რუნი გყავს."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
30 იანვარი 2013 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მიდი შინჯი შენც უნდა გახდე ტოპ კლასის. ცოტა ბევრი ჭამე რო ჯანზე მოხვიდე და ეგაა:))
0
№2
ავტორი: UTD-Rule
30 იანვარი 2013 15:45
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კაგავა შენგან მეტს ველი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Luka Gelashvili
30 იანვარი 2013 15:52
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
წითელი სამურაი მიდი ძმა შენი იმედი მაქ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: Shako Jones
30 იანვარი 2013 16:17
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მჯერა ბოლომდე ამ ბიჭის...
0
№5
ავტორი: captain
30 იანვარი 2013 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
თანდათან მოერგება ესეც ინგლისის სტილს
0
№6
ავტორი: love united
30 იანვარი 2013 17:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა მოუმატოს შინჯიმ...
0
№7
ავტორი: Jubo
30 იანვარი 2013 18:50
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ტრავმამ შეუშალა ხელი.. მგონია რომ ვერ შეეჩვია ჯერ ინგლისურ ფეხბურთს pokerface
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: buka oboladze
30 იანვარი 2013 19:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეს როდის ათამაშდება ნეტავ
0
№9
ავტორი: I_K_A
30 იანვარი 2013 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
რეალთან შენ უნდა დაგვეხმარო, ივარჯიშე, მოინდომე და ყველაფერი გამოვა, ვერაა ჯერ ისეთი როგორიც უნდა იყოს, კაი იქნება მალე თუ გამოსწორდება )))))
0
№10
ავტორი: VaRdo
30 იანვარი 2013 21:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამ ზაფხულს ჩამოდი საქართველოში კარგად მგოასუქებთ კაი ხინკალი, ხაჭაპური და მამაპაპური სუფრა. თორე დარბიხარ გაჩხინკული . ერთს მიგკრავენ მხარს და მოედნის ბოლოში გდიხარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top