თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2013, 15:27
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1977,
კომენტარები: 13
კაგავა:"ძალიან მიყვარს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში"
შინჯი კაგავა გამოტყდა, რომ მას ძალიან მოსწონს "იუნაიტედის" გულშემატკივრები, რადგან ისინი მას მინდორზე უფრო მეტ ძალას ანიჭებენ გამხნევებით...
კაგავა:
"საუთჰემპტონის" "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობამდე, შინჯი კაგავამ გამოცემა United Review ინტერვიუ ჩააბარა:"ვამაყობ, რომ ასეთ გარემოცვაში მოვხვდი. ყოველდღე მეძლევა შანსი, ტოპ-მოთამაშეებთან ვარჯიშისა. ამავ დროულად ვიცი, რომ თუ ასეთ კლუბში თამაშობ, მაშინ მას ტიტულების მოპოვებაშიც უნდა დაეხმარო. ამ დროისთვის ეს მკე არ მაქვს." - აცხადებს შინჯი კაგავა manutd.com-თან.

"ძალიან მიყვარს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში და როდესაც მინდორზე ვარ ვგრძნობ ფანტასტიკურ ატმოსფეროს. ბევრი რთული გამარჯვება სწორედ ამ გულშემატკივრების მეშვეობით მოვიპოვეთ. თუ ჩვენ 1-0 ვაგებთ და შემდეგ ანგარიშს გავათანაბრებთ, ვგრძნობ რომ გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის უხილავი კავშირი ჩნდება. ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. ასეთი მხარდაჭერა გვაგრძნობინებს, რომ შეგვიძლია გოლების გატანა."

შინჯი კარგად იხსენებს, პირველ წრეში "საუთჰემპტონთან" ჩატარებულ მატჩს, სადაც "იუნაიტედს" რობინ ვან პერსის ჰეთ-თრიკი დაეხმარა:"იმ მატჩში რობინით გაოცებული ვიყავი. ეს ფეხბურთელი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს, რაც გამარჯვებებში გვეხმარება. მასთან თამაში ჩემთვის, კარგი გამოცდილების მიღებაა. თქვენ ყოველთვის დარწმუნებული ხარ წარმატებაში, თუ კლუბში რობინ ვან პერსი და უეინ რუნი გყავს."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RVP (20)
30 იანვარი 2013 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
შენი იმედი გვაქვს შინჯი უნდა მოუმატოო love
0
№12
ავტორი: Beckham 7
30 იანვარი 2013 21:37
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
VaRdo,
wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№13
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 20:52
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
unda moumato kagaw
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top