თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2017, 13:04
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3476,
კომენტარები: 14
ნემანია მატიჩი: "იუნაიტედი" ყველაზე დიდი გუნდია, რომელშიც მე მითამაშია"
ნემანია მატიჩის ინტერვიუ.
ნემანია მატიჩი:
ნემანია მატიჩი Sky Sports გაესაუბრა.

"ჟოზე მოურინიოს ფაქტორი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ის "ჩელსიში" მუშაობდა, მაშინ მან მე ამირჩია და ახლაც აქ გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მოურინიოს ფაქტორია."

"მასთან ერთად დიდი ფაქტორი ითამაშა კლუბმაც, რადგანაც როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გეძახის, გადაწყვეტილების მიღება მარტივია."

"არის თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დიდი გუნდი რომელშიც მე მითამაშია? რა თქმა უნდა, ყველამ იცის თუ რას წარმოადგენს "იუნაიტედი".

"მანჩესტერ იუნაიტედი" განსხვავებულია, "ჩელსი" დიდი გუნდია, "ბენფიკა" პორტუგალიაში უდიდესი გუნდია, მაგრამ მანჩესტერი მანჩესტერია."

"მოსვლის პირველი დღიდანვე ვიგრძენი, რომ აქ ძალზედ კარგი და მეგობრული გარემოა. გულშემატკივრები, ფეხბურთელები, მომსახურე პერსონალი, ყველა გეხმარება ადაპტირებაში."

"ყოველი სავარჯიშო სესიის შემდეგ გულშემატკივრები ავტოგრაფებისთვის გველოდებიან, მათ ფოტოს გადაღება და გასაუბრება სურთ. ეჭვგარეშეა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია."

"ჩამშლელ ნახევარმცველად დიდი ხანია რაც ვთამაშობ და მაქსიმალურად შევეცდები, ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო."

"როდესაც საშუალება მექნება წინ წასვლის, მე ამას გავაკეთებ, მაგრამ გულშემატკივრებმა და თანაგუნდელებმა იციან, რომ ჩემი მთავარი ამოცანა ბალანსის დაცვაა. ვფიქრობ, რომ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება ჯერ კიდევ შემიძლია და აქ ამისთვის ვარ."

"ვფიქრობ, მე და პოგბა ერთად კარგად ვთამაშობთ, ერთმანეთს ვეხმარებით. წინა მატჩში ის შეტევაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა დაცვაშიც ბევრჯერ დამეხმარა. ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა და მოედანზე ჩვენ ყოველთვის დავიხარჯებით ერთმანეთისთვის. მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა."

"მანჩესტერ იუნაიტედში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ ამ კლუბში დიდი ხნით დავრჩები."


წყარო:Sky Sports
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
18 აგვისტო 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
<3 modi nemania chaabetone naxevardacva :)
0
№2
ავტორი: ROI
18 აგვისტო 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Manchesteri didze didi gundia es agnishna matichma sagol midi bolomde
0
№3
ავტორი: giorgiginturi
18 აგვისტო 2017 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
სწორად საუბრობს საღოლ ძმა wink აკეთე შენი საქმე გულმოდგინეთ და მერწმუნე არანაკლებ სიყვარულს დაიმსახურებ..ვიდიჩზე და ბევრ სხვა ლეგენდებზე.........
მჯერვას შენი მიუხედავად იმისა რომ დიდად ტაშს არ გიკრავდი აქ გადმოსვლაზე, არ გაგიტყდეს ბრატ, მაინც ახალგაზრდა სისხლი მზურდა მარა შენ უკვე დაამტკიცე........და დაამტკიცებ ბევრს!!!
შემოგევლე ნემანია good2 manunited
1
№4
ავტორი: sandroo
18 აგვისტო 2017 14:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
es *** megona sanam gadmovidoda da rogor chevmcdarvar turme :DDD sasiamovnod gamakvirva amis kargma tamashma. ai rpofesionali rasac qvia ise tamashobs es kaci. arc dzaan tavs igijebs da arc zarmacobs. xutianze asrulebs yvelafers.
0
№5
ავტორი: Phil Jones
18 აგვისტო 2017 14:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ასე გააგრძელოს როგორც დაიწყო და მთლიანად გუნდს ექნება წარმატება გარანტირებული.
0
№6
ავტორი: ikeoni
18 აგვისტო 2017 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Dzalian Magari gvyavs dzalian❤️
0
№7
ავტორი: GeorgeBest
18 აგვისტო 2017 14:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სწორად ლაპარაკობს, შესაძლოა დღეს ჩელსი უფრო ძლიერია, მაგრამ ყველამ იცის რომ იუნაიტედი უფრო დიდი გუნდია, ამაზე დავა არც ღირს, ძაან სუბიექტური უნდა იყო რომ ამაზე იდავო

ბალანსი დადოს ნახევარდაცვაში, პოგბას არ მოუწიოს დაცვაში სირბილი და ყველაფერი რიგზე იქნება
0
№8
ავტორი: Svanchester
18 აგვისტო 2017 15:05
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
კარგი ხარ მატიჩ.მიუხედავად შენი ასაკისა ახალგაზრდასავით პერსპექტიული ხარ
0
№9
ავტორი: Oni
18 აგვისტო 2017 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
დრო უნდა, სტაბილური ფეხბურთელი არის, მოუ ვიცოდი ვირაც შლანგს არასოდეს მოიყვანს, თუ ვერ თამაშობს აათამაშებს! მაღალია და ფიზიკურად ძლიერი რაც სტანდარტულებზე გვინდოდა და რათქმაუდნა დაცვას მაგრა დაეხმარება
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
18 აგვისტო 2017 15:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ-ჯერობით იდეალურად ასრულებს თავის სამუშაოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top