თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2017, 13:04
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3481,
კომენტარები: 14
ნემანია მატიჩი: "იუნაიტედი" ყველაზე დიდი გუნდია, რომელშიც მე მითამაშია"
ნემანია მატიჩის ინტერვიუ.
ნემანია მატიჩი:
ნემანია მატიჩი Sky Sports გაესაუბრა.

"ჟოზე მოურინიოს ფაქტორი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ის "ჩელსიში" მუშაობდა, მაშინ მან მე ამირჩია და ახლაც აქ გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მოურინიოს ფაქტორია."

"მასთან ერთად დიდი ფაქტორი ითამაშა კლუბმაც, რადგანაც როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გეძახის, გადაწყვეტილების მიღება მარტივია."

"არის თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დიდი გუნდი რომელშიც მე მითამაშია? რა თქმა უნდა, ყველამ იცის თუ რას წარმოადგენს "იუნაიტედი".

"მანჩესტერ იუნაიტედი" განსხვავებულია, "ჩელსი" დიდი გუნდია, "ბენფიკა" პორტუგალიაში უდიდესი გუნდია, მაგრამ მანჩესტერი მანჩესტერია."

"მოსვლის პირველი დღიდანვე ვიგრძენი, რომ აქ ძალზედ კარგი და მეგობრული გარემოა. გულშემატკივრები, ფეხბურთელები, მომსახურე პერსონალი, ყველა გეხმარება ადაპტირებაში."

"ყოველი სავარჯიშო სესიის შემდეგ გულშემატკივრები ავტოგრაფებისთვის გველოდებიან, მათ ფოტოს გადაღება და გასაუბრება სურთ. ეჭვგარეშეა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია."

"ჩამშლელ ნახევარმცველად დიდი ხანია რაც ვთამაშობ და მაქსიმალურად შევეცდები, ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო."

"როდესაც საშუალება მექნება წინ წასვლის, მე ამას გავაკეთებ, მაგრამ გულშემატკივრებმა და თანაგუნდელებმა იციან, რომ ჩემი მთავარი ამოცანა ბალანსის დაცვაა. ვფიქრობ, რომ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება ჯერ კიდევ შემიძლია და აქ ამისთვის ვარ."

"ვფიქრობ, მე და პოგბა ერთად კარგად ვთამაშობთ, ერთმანეთს ვეხმარებით. წინა მატჩში ის შეტევაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა დაცვაშიც ბევრჯერ დამეხმარა. ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა და მოედანზე ჩვენ ყოველთვის დავიხარჯებით ერთმანეთისთვის. მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა."

"მანჩესტერ იუნაიტედში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ ამ კლუბში დიდი ხნით დავრჩები."


წყარო:Sky Sports
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ALEXFERGUSON
18 აგვისტო 2017 16:25
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანი მანჩესტერ „იუნაიტედის“ 120 მილიონიან წინადადებას დათანხმდა...

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისურმა მხარემ „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ჯერ კიდევ წინა კვირაში დაითანხმა, მაგრამ ტრანსფერის განხორციელებას ზინედინ ზიდანი უშლიდა ხელს.

ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგი სპეციალისტი უელსელი წინახაზელის გაყიდვას დათანხმდა.

Mirror-ზე დაყრდნობით, ბეილი „იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
0
№12
ავტორი: PaLoMo
18 აგვისტო 2017 17:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
seriozulia imena doneaa.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: Manstark_United
18 აგვისტო 2017 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
erterti sauketeso
centri gvyavs centrshi erera pogba matichis saxit. tu sheteviti
potencialia gazrda moundeba ereras macvlad shemoiyvans matas an mxitarians da pogba odnav ukan daixevs. sust gundeebtan masec jobia chemi azrit
0
№14
ავტორი: გრიზმანი 7
18 აგვისტო 2017 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
არმეგონა თუ ეს ბიჭი ასე დაიწყებდა საღო მატიჩს და საღო ჟოზეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top