თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2017, 22:02
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3748,
კომენტარები: 19
"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"სუონსისთან" მატჩის პრევიუ.
მატჩი: "სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
ტურნირი: პრემიერ ლიგა (II ტური)
სტადიონი: "ლიბერთი სტედიუმი"
თარიღი: შაბათი, 19 აგვისტო, 2017 წელი
დასაწყისი: 15:30 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Silk Sport HD1, Idman Azerbaycan, Матч тв футбол 1
არბიტრი: ჯოს მოსი

"მანჩესტერ იუნაიტედი" შაბათს უელსს სტუმრობს. "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ვესტ ჰემი" გაანადგურეს ანგარიშით 4:0. "იუნაიტედი" პოზიტიური სტარტის გაგრძელებას იმედოვნებს და მორიგი 3 ქულის აღებას შეეცდება. "გედებმა" კი პრემიერ ლიგა "საუთჰემპტონთან" სტუმრობით დაიწყეს, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და ახლა ისინი გოლის გატანას და 3 ქულის აღებას "მანჩესტერ იუნაიტედთან" საშინაო მატჩში შეეცდებიან.

გუნდის სიახლეები:ზედიზედ მეორე მატჩს ჟოზე მოურინიოს გუნდი ტრავმების გარეშე ხვდება (არ იგულისხმებიან ლუკ შოუ, ეშლი იანგი და მარკოს როხო, რომლებთაც გრძელვადიანი ტრავმები აწუხებთ). დაწვრილებით ინფორმაციას მოურინიო ჟურნალისტებს პარასკევს გასამართ პრესკონფერენციაზე მიაწვდის. რაც შეეხება "სუონსის" მათ ესპანელი ფერნანდო ლიორენტე გამოაკლდებათ. მათ დახმარებას ვერ შეძლებს ასევე კი სუნ იონგი და ნათან დაიერი. უელსელების უკვე ყოფილი მთავარი ფეხბურთელი გილფი სიგურდსონი კი "ევერტონში" გადავიდა.

გასული სეზონის დაპირისპირება: გასულ სეზონში გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, "იუნაიტედი" არც ერთ შეხვედრაში არ დამარცხებულა. "ლიბერთი სტედიუმზე" პოლ პოგბას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის (2) გოლების წყალობით "იუნაიტედმა" 1:3 მოიგო, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში კი უეინ რუნის გოლს გილფი სიგურდსონმა საჯარიმო დარტყმით უპასუხა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

H2H: გუნდები ყველა ტურნირზე ერთმანეთს 29 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. 13 შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება "იუნაიტედმა" მოახერხა, 10 შეხვედრაში გამარჯვება "სუონსიმ" იზეიმა, 6 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
მატჩის წინ
19 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
17 აგვისტო 2017 22:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1319
სიგურდსონიც გაყიდეს. ბევრს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ფაქტია რომ ეგ მაგათი მესი იყო.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2017 23:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8431
ურთიერთ შეხვედრები ვერაა მთლად სახარბიელო
1
№3
ავტორი: yohan
17 აგვისტო 2017 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
სულ გვიჭირდა ამ გუნდთან ამგრამ ამ მატჩთან მიმართებაში დიდი იმედებით ვარ
0
№4
ავტორი: shotkin
17 აგვისტო 2017 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3005
ძაან წყნარად მოვიგებთ
2
№5
ავტორი: ikeoni
17 აგვისტო 2017 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8325
Vinmes gonia Ro ver movugebt?))))
0
№6
ავტორი: kantona-7
17 აგვისტო 2017 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძალიან ადვილად მოვუგებთ დარწმუნებულივარ 100% manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: PaLoMo
18 აგვისტო 2017 00:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2565
utramvod bichemo da sassueveli shedegii

martials sastartoshi velodebi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Svani
18 აგვისტო 2017 01:55
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2858
მორიგი 3 ქულა
0
№9
ავტორი: JuanMata
18 აგვისტო 2017 02:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Phil Jones
სიგურდსონიც გაყიდეს. ბევრს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ფაქტია რომ ეგ მაგათი მესი იყო.


wink მართლა მასეა, შეტევის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

მემგონი ადვილად მოვუგებთ.

P.S. ევერტონი - ჰაიდუკის თამაშში კინმა პირველი გოლი გაიტანა, მეორე გოლი რუნის პასით გავიდა wink
რუნის წარმატებები მიხარია, კარგი იქნება თუ პენსიამდე ერთ კარგ სეზონს მაინც ჩაატარებს, რომ იმ საშინელი თამაშით არ დაგვამახსოვრდეს.
0
№10
ავტორი: RAMKA MANIU
18 აგვისტო 2017 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Urtiert shexvedrebi martlac veraa ise rogorc unda iyves. Shabats pirveli tamashi adriani xshirat tydeba da imedia es tradicia dairgveva da damtavrdeba ise rogorc unda damtavrdes. 0.2 lukaku. Reshfoldi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

16 ივლისი 2020, 23:15
კრისტალ პალასი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
18 ივლისი 2020, 18:00
იუნაიტედი
ვესტ ჰემი
პრემიერ ლიგა
19 ივლისი 2020, 21:00
იუნაიტედი
ჩელსი
ინგლისის თასი
კრისტალ პალასი16 ივლისი
ვესტ ჰემი18 ივლისი
ჩელსი19 ივლისი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

13 ივლისი 2020, 23:00
იუნაიტედი2
საუთჰემპტონი2
პრემიერ ლიგა
9 ივლისი 2020, 23:15
ასტონ ვილა0
იუნაიტედი3
პრემიერ ლიგა
4 ივლისი 2020, 18:00
იუნაიტედი5
ბორნმუთი2
პრემიერ ლიგა
საუთჰემპტონი13 ივლისი
ასტონ ვილა9 ივლისი
ბორნმუთი4 ივლისი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top