თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2017, 20:53
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2328,
კომენტარები: 13
მოურინიო საუკეთესოთა შორისაა
FIFA-მ კანდიდატები დაასახელა.
მოურინიო საუკეთესოთა შორისაა
FIFA-მ წლის საუკეთესო მწვრთნელის 12 კანდიდატი დაასახელა, რომელთა შორისაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოც მოხვდა. პორტუგალიელმა გასულ სეზონში 3 ტიტულის მოპოვება შეძლო, მათ შორის ევროპის ლიგისაც, რომლის წყალობითაც "წითელი ეშმაკები" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ.

გამოკითხვის შედეგად დასახელდება სამი საუკეთესო, რომელსაც გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და კაპიტნები აირჩევენ. გამოკითხვა 21 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება.

FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარდგენილი 12 მწვრთნელი

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი")
კარლო ანჩელოტი ("ბაიერნი")
ანტონიო კონტე ("ჩელსი")
ლუის ენრიკე ("ბარსელონა")
პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი")
ლეონარდო ჟარდიმი ("მონაკო")
იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები)
ჟოზე მოურინიო ("მანჩესტერ იუნაიტედი")
მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემი")
დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო")
ტიტე (ბრაზილიის ნაკრები)
ზინედინ ზიდანი ("რეალ მადრიდი")
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 აგვისტო 2017 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Jozes gauchirdeba wels savaraudod teslaki zidani moigebs ))
0
№2
ავტორი: kantona-7
17 აგვისტო 2017 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ჟარდიმი მაურინიო და ზიდანი უნდა მოხვდნენ ჩემიაზრით სამეულში>>>ზიდანმა უნდა მოიგოს დამსახურებულად>>>მოუმ სამი ტიტული მოიგო და მაგიტო ვფიქრობ მეორე ადგილს>>>ჯარდიმი კიდე მესამე ადგილს იმსახურებს თუ მეორე ადგილს არა რადგან რახალხი გამოაჩინა მონაკოში და ლიგაზეც ძალიან კარგი შედეგი დადო
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2017 21:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონი აქ ასარჩევი არაფერია, ზიდანისაა ტიტული.

ისე მოუს სამეულში მოხვედრა ძაან გამიწორდება
1
№4
ავტორი: Phil Jones
17 აგვისტო 2017 21:44
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მუსიე ჟარდიმი იმსახურებს, ზიდანი კი იგებს ამ ტიტულებს, მაგრამ საინტერესო იქნება მაგას და ჟარდიმს რო შეუცვალო ადგილები ))) თან კაცმა ლამის ნახევარი მილიარდი აშოვნინა გუნდს ისეთი სასტავი გამოუჩინა და პლიუს ჩემპიონებიც გახდნენ და ლიგაზეც სად გააღწიეს!
0
№5
ავტორი: PaLoMo
17 აგვისტო 2017 21:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
zidans ubralod magari preiodi daemtxvaa.jardimi kide sul axali gundit iqwyebs sezons da sharshan ranxalxit raebi chaatara ki naxet
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: men1me
17 აგვისტო 2017 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
Vabshe enrikes da gvardiolas ra chemi svishtoki undat aq?magari loxi trenerebi arian
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2017 23:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზიდანი მოიგებს, რა თქმა უნდა
0
№8
ავტორი: shotkin
17 აგვისტო 2017 23:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ზიდანი მოიგებს რადუნდა მაგას დიდი ფილოსოფია
0
№9
ავტორი: JuanMata
18 აგვისტო 2017 02:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სამეულს იმსახურებს ჟოზე, ევროპის რანგით მეორე ტიტული მოიგო, თასი მოიგო და თან რეალივით აწყობილი გუნდი ნამდვილად არ ჰქონია.
0
№10
ავტორი: Manstark_United
18 აგვისტო 2017 04:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
sameulshi tu sheva joze gaasworebs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top