თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2017, 12:53
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3885,
კომენტარები: 15
"იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (BBC-ის ექსპერტების შეხედულებები)
BBC-ის ექსპერტები მატჩს განიხილავენ.
ალან შირერი: "ეს იყო ჟოზე მოურინიოს საუკეთესო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში. მათ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ამასთან ეს იყო ძალზედ კარგი და ლამაზი ფეხბურთი მათი შესრულებით.

ჯერმეინ ჯენასი: "მატიჩი დღეს მოედანზე საუკეთესო იყო. 87 შეხება, რომელიც მან ბურთთან განახორციელა. პოლ პოგბასთან ერთად ნახევარდაცვა ძალზედ დინამიური იყო. ორივე მათგანი დღეს ძალზედ კარგები იყვნენ. მათ თამაში იყო დინამიკა, ხარისხი, აგრესია. ის ჩამშლელი ნახევარმცველია, მაგრამ მან გვაჩვენა თუ რამდენად კარგია ის ბურთთან. აქვს აგრესია, ათავისუფლებს ზონებს, შეუძლია "ვესტ ჰემის" 4 ფეხბურთელის მოსატყუებლადაც წავიდეს, ეს ყველაფერი მის თავდაჯერებულობაზე მიუთითებს. გულშემატკივარს მოსწონდა ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა. ის მათი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იქნება. რა თქმა უნდა მას ეხმარება მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ამასთან ერთად ის ხომ უკვე დიდი ხანია რაც პრემიერ ლიგაში თამაშობს, ტექნიკა, პრესინგი, ენერგია, მას ყველაფერი შეაქვს "იუნაიტედის" თამაშში."

მატიჩის "თაჩმაპი"

"იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (BBC-ის ექსპერტების შეხედულებები)


პოგბას "თაჩმაპი"

"იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (BBC-ის ექსპერტების შეხედულებები)


ჯერმეინ ჯენასი: "მატიჩმა გაათავისუფლა პოგბა. პოგბა ახლა თავისუფლად გადაადგილდება მოედნის ამა თუ იმ ზონაში. უნდა აღინიშნოს ისიც, თუ როგორ კარგ გადაცემეს ანხორციელებს ნემანია. მატიჩი ცენტრში, წინ ლუკაკუ, მათ შორის კი პოგბა, არ არის ეს საშიში ? ეს სამი ფეხბურთელი მეტოქისთვის კოშმარის ტოლფასია.

ალან შირერი: "ლუკაკუს თამაში იყო ტოპ პერფორმანსი. აქ მე ვგულისხმობ აგრესიას მის თამაშში, იმ სიძლიერეს, რომელიც მას შემოაქვს და იმ დამატებით ოფციებს, რომლებსაც ის მის თანაგუნდელებს აძლევს. მთავარი ფორვარდისთვის გოლების გატანაა და მან დღეს ეს იდეალურად შეასრულა. მის წინააღმდეგ დღეს ორი ცენტრალური მცველი თამაშობდა, მაგრამ ეს მას არ აინტერესებდა, მან ორივე მათგანი მარტივად დაჩაგრა. ის სწორ მომენტებში ითხოვს ბურთს, რომ არა პაბლო ზაბალეტას იდეალური თამაში ის შეხვედრას 3 გოლით დაასრულებდა. ვინ ჰყავდა შარშან "იუნაიტედს" ? ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დიდი ფეხბურთელი, რომელიც უკვე კარიერის დასრულებისკენ მიდის, ვინ ჰყავს "იუნაიტედს" ახლა ? რომელუ ლუკაკუ, 24 წლის ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგაში უკვე 5 წელია რაც ასპარეზობს. მთავარი არის ის, რომ "იუნაიტედს" მისი სახით ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კარიერის პიკში ჯერ არ ყოფილა, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს. მას გაჰქონდა გოლები "ვესტ ბრომვიჩში", "ევერტონში", ის მიაღწევს ახალ დონეს, ვფიქრობ ლუკაკუ 25-30 გოლს გაიტანს პრემიერ ლიგაში."

ჟოზე მოურინიოს მეორე სეზონი

"იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (BBC-ის ექსპერტების შეხედულებები)


საშუალოდ ჟოზე მოურინიო მეორე სეზონში 8 ქულით მეტს ღებულობს. გასულ სეზონში გუნდს 69 ქულა ჰქონდა, საკმარისი იქნება მათთვის 77 ქულა?

ალან შირერი: "ბოლო წლებში საშუალოდ ჩემპიონატს 87 ქულა იგებს. ახალ სეზონში მოურინიოს დაახლოებით 18 -ით მეტი ქულა დასჭირდება ჩემპიონობისთვის. ეს მერწმუნეთ ძალზედ დიდი მაჩვენებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის მატჩები, რომლებიც მათ გასულ სეზონში ფრედ დაასრულეს. ჩემი აზრით დღევანდელ "იუნაიტედს" ამ მატჩების მოგება შეუძლია და დიახ, ვფიქრობ რომ დამატებითი 18 ქულის მოპოვება მათთვის შეუძლებელი არ არის, ეს მიღწევადია. ამასთან ჯერ სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა და მე არ გამიკვირდება, თუ ისინი ტოპ კლასის ფეხბურთელის დამატებას მოახერხებენ"
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ROI
15 აგვისტო 2017 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Premier liga chvenia uechveli

0
№2
ავტორი: kaxeti
15 აგვისტო 2017 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
საუკეთესო მატჩი იყო შარშან, ლესტერთან, ოლდ ტრაფორდზე, პირველი ტაიმი!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2017 13:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცენტრი ძაან მაგრად იდგა. ვნახოთ ძლიერ გუნდებთანაც თუ გაქაჩავენ, მგონი ძალიან მაგარი ნახევარდაცვა შეიკრა
0
№4
ავტორი: Phil Jones
15 აგვისტო 2017 13:39
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეორე სეზონის ეფექტი განმეორდება ეგ შემთხვევით არ ხდება. პირველ წელს ვარსკვლავების მოწყვეტას ვერავის მოსთხოვ, მითუმეტეს 3 ტიტული დადო მიუხედავად ყველაფრისა პირველივე წელს, წელს პრემიერლიგა მინდა და მომავალ წელს ლიგაზე მთავარიი ფავორიტის რანგში გასვლა.

ისე სასტავ პრემიერლიგა 4-0ით 98-99 წელს დავიწყეთ მარტო და მეორე ეხლა ანუუ??? :))))))
0
№5
ავტორი: bziki
15 აგვისტო 2017 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
შირერს არასოდეს ვეხატებოდით გულზე გამიკვირდა ესე კარგათ რო ისაუბრა

ვინგერი გვინდა უეჭველი
0
№6
ავტორი: gaga1987
15 აგვისტო 2017 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ბარო შირერ.სულ მძღნერობებს ბაზრობდი და რამშეგცვალა შეჩემა :))))))))))
0
№7
ავტორი: man21utd
15 აგვისტო 2017 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ნახევარდაცვაში ორივე ფეხბურთელი პოგბა და მატიჩი ძალიან კარგად ფლობენ ბურთს ამიტომ პრესინგიდან ბურთის ამოტანა აღარ უნდა გაგვიჭირდეს რაც შარშან ნამდვილად პრობლემა იყო. ვფოქრობ შეტევაში ლუკაკუ მარსიალი და რეშფორდი უნდა იდგნენ და რაც შეიძლება ხშირად ცვალონ პოზიციები.
0
№8
ავტორი: dachi_mu
15 აგვისტო 2017 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
pirvel rigshi davit madloba,ro chvens gasaxareblad siaxleebs deb da siamovnebas gvanicheb,.. aucileblad dagifasdeba es shroma imaze metad vidre chveni komentarebia <3 rac sheexeba manchesters,ubralod vacadot mous,mivendot da chven visiamovnod mxolod :)
0
№9
ავტორი: kobinio
15 აგვისტო 2017 15:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მთავარია პირველ ექვსეულთან უპირველეს ყოვლისა ჩელსი შემდეგ არსენალი და ლივერპული დავაჩოქოთ შემდეგ კი ვიზეიმოთ.თამაშს რაც შეეხება ტოპ თამაში იყო
0
№10
ავტორი: dato321dato
15 აგვისტო 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
kargi tamashi iyo martla da vfiqrob droa erera skamze dajdes jilka aqvs mara tavs zemot dzala araa rac matichma sam tamasshi gaaketa da ushishrat moatyua xalxi plius burtis chkvianurad amotana da teqnika tomelic ereraze uketesi aqvs faqtia ereras dayeneba sheileba rogorc harshan chelsistan daayena mase meti agar radgan burts arkargavs mara ukan aketebs pass ver midis motyuebaze sul cdilobs sxvas misces pasi da titqos tviton eshiniao ravi chemi azrit zamrnaze idelui iqneba plius felaini da rehfordis skamze jilkac aqvs siswrafec teqnikac mara vingeri araa iis marsiali unda idges maand da mata dzaan klasnia zonebs magrad atavisuflebs da plius uazro pases araketeb tuaketebs yvelafers chkvianurat magas tani roqondes dzaan mtyvneli iqneboda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top